სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან მეგობრული და სანდო გარემოს შექმნა“ - მამხუტის საჯარო სკოლის პედაგოგი მახმუდ მუსაევი
13-10-2026
-
+


ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტის საჯარო სკოლის პედაგოგ მახმუდ მუსაევისთვის მოსწავლეებისთვის მეგობრული გარემოს შექმნა, სწავლისადმი ინტერესის გაღვივება და სასწავლო მასალის მათთვის გასაგები, სახალისო ფორმით მიწოდება სასწავლო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია. 

მისი თქმით, გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც ყველა მოსწავლე აქტიურად არის ჩართული, თავისუფლად გამოთქვამს საკუთარ აზრს და ახალ ცოდნას ხალისით იძენს.

მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად კი ინტერაქტიულ მეთოდებს, თამაშებს, ვიზუალურ მასალებს იყენებს, ცოდნას ცხოვრებას უკავშირებს და ყველაფერს აკეთებს რომ მოსწავლეებს სწავლა სიხარულად უქციოს. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს. 

-სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...
-მოსწავლეებთან მეგობრული და სანდო გარემოს შექმნა, ერთმანეთის გაცნობა და სწავლის მიმართ მოტივაციის ამაღლება.

-გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...
-იმის შესახებ, თუ როგორ გავხადო მასალა მოსწავლეებისთვის სახალისო, გასაგები და მათ ყოველდღიურ ცხოვრებასთან დაკავშირებული.

-გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...
-ყველა მოსწავლე აქტიურად არის ჩართული პროცესში, თავისუფლად გამოთქვამს საკუთარ აზრს და ახალ ცოდნას იძენს.

-ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...
-დადებითი ემოციით, საინტერესო კითხვით ან მცირე აქტივობით, რომელიც მოსწავლეთა ყურადღებას მიიპყრობს.

-მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...
- ინტერაქტიულ მეთოდებს, თამაშებს, ვიზუალურ მასალებს და რეალურ მაგალითებს ცხოვრებიდან.

-მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...
-ვეხმარები წარმატების მიღწევაში, ვაქებ მის მცდელობას და ის გრძნობს, რომ მისი აზრი სხვებისთვის მნიშვნელოვანია.

-სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...
-გაკვეთილზე სუფევს ურთიერთპატივისცემის, თავისუფლებისა და აღმოჩენების სიხარულის ატმოსფერო.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს

მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი​ გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

სკოლები

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება