| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდის საჯარო სკოლის პედაგოგ ანაჰიტ მუკანიანისთვის სწავლება მხოლოდ ცოდნის გაზიარება არ არის, ასევე მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის ყველა სასწავლო პირობის უზრუნველყოფა და მათი წახალისება.
მისი თქმით, სწავლებისას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოსწავლე მასწავლებელს შორის კეთილგანწყობილ, ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას. ამ მიდგომებით კი ყველაფერს აკეთებს, რომ მოსწავლეებს სწავლა სიხარულად უქციოს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდის საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგი ანაჰიტ მუკანიანი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას თუ როგორ უნდა დაიწყოს სასწავლო წელი წარმატებით, რას უნდა დაეფუძნოს კარგი გაკვეთილი და როდის იქცევა სწავლა მოსწავლისთვის ნამდვილ სიხარულად.
- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- მოსწავლეებისთვის ყველა სასწავლო პირობა სამაგალითოდ იყოს უზრუნველყოფილი.
- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...
- რომ სასწავლო თემა თითოეული მოსწავლისთვის მარტივად და გასაგებად ავხსნა.
- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...
- ყველა მოსწავლე აქტიურად არის ჩართული სასწავლო პროცესში.
- ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...
- მრავალფეროვანი აქტივობებით, სასწავლო თემის ყველა მოსწავლისთვის გასაგებად ახსნით.
- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...
- სხვადასხვა აქტივობას, პრეზენტაციასა და ღონისძიებას.
- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...
- გრძნობს რომ წახალისებულია.
- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...
- როდესაც სასწავლო პროცესი მოსწავლე-მასწავლებლის კეთილგანწყობილ ურთიერთობასა და ურთიერთთანამშრომლობასა ეფუძნება.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სურსათის ყველა - 694 ნიმუშის კვლევის შედეგია ცნობილი
თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს
„მთელი გულით ვულოცავთ ქალბატონ ბერნიკ ჰოფსეფიანს ამ ბრწყინვალე აღიარებას“