| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე - განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 22 ოქტომბერია.
პროგრამის მიზანია სპეციალური მასწავლებლების დეფიციტის შემცირება მაღალმთიან და ბარის შორეულ სოფლებში მდებარე იმ საჯარო სკოლებში, სადაც სწავლობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები.
კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი დასაქმდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე და მივლენილი იქნება ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის თანატოლებთან ერთად ხარისხიანი განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.
პროგრამის სპეციალურ მასწავლებელს სკოლასთანაც გაუფორმდება შრომითი ხელშეკრულება და ის დამატებით მიიღებს სპეციალური მასწავლებლისთვის განსაზღვრულ შრომის ანაზღაურებას.
ამასთან, პროგრამის სპეციალურ მასწავლებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ ცენტრის მიერ დაგეგმილ საგანმანათლებლო ღონისძიებებში და ისარგებლონ უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობებით.
კონკურსში მონაწილეობის მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
ვადები და სხვა დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სურსათის ყველა - 694 ნიმუშის კვლევის შედეგია ცნობილი
თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
დირექტორს ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოების ცერემონიალზე მადლობის სიგელი გადაეცა