| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მასწავლებელი ვალდებულია, ყველა საშუნაო დავალება, რომელსაც მოსწავლეს აძლევს ელექტრონული ჟურნალის დავალების მოდულში ატვირთოს.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესში ვკითხულობთ, რომ მასწავლებელმა კონკრეტული გაკვეთილისთვის ელექტრონულ ჟურნალში უნდა ჩანიშნოს მიმდინარე საშინაო დავალება. ამასთან, მასწავლებელს შეუძლია განსაზღვროს დავალების შესრულების ვადა, რათა მოსწავლემ წინასწარ იცოდეს, რა დრო აქვს სამუშაოს შესასრულებლად.
მასწავლებელს ასევე შეუძლია მიმდინარე საშინაო დავალება შეაფასოს როგორც განმსაზღვრელი, ისე განმავითარებელი შეფასებით. განმავითარებელი შეფასების შემთხვევაში მასწავლებელს შეუძლია კომენტარის სახით მოსწავლეს უკუკავშირი მიაწოდოს. თუ გამოყენებულია განმსაზღვრელი შეფასება, მასწავლებელმა უნდა მიუთითოს, უნდა გაითვალისწინოს თუ არა აღნიშნული შეფასება მოსწავლის სემესტრული შეფასების დათვლისას.
წესი ასევე არეგულირებს იმ შემთხვევას, როდესაც მოსწავლე შესრულებულ დავალებას ელექტრონული ჟურნალის საშუალებით აბრუნებს. ასეთ შემთხვევაში მასწავლებელს დავალების შეფასება შეუძლია ელექტრონული ჟურნალის დავალების მოდულიდან დადგენილ ვადაში, არაუგვიანეს შესაბამისი ვადის გასვლიდან 8 კალენდარული დღის განმავლობაში.
თუ მასწავლებელმა დადგენილ ვადაში დავალების შეფასება ვერ მოახერხა, მას შეუძლია ელექტრონული ჟურნალის მოთხოვნების მოდულიდან შესაბამისი დასაბუთებით მიმართოს სკოლის დირექტორს, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ან ადმინისტრატორს და მოითხოვოს შეფასების დამატება, შეცვლა ან წაშლა. თუ სემესტრის დასრულებამდე 8 კალენდარულ დღეზე ნაკლებია დარჩენილი, აღნიშნული მოქმედება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს სემესტრის დასრულებისა.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ მასწავლებელს შეუძლია მოსწავლის მიერ შესრულებული დავალება შეფასების გარეშე, შესაბამისი კომენტარით უკან დაუბრუნოს და მას დამატებითი ვადა მისცეს. ასეთ შემთხვევაში ხელახლა წარმოდგენილი დავალება ასევე უნდა შეფასდეს დადგენილი ვადის ფარგლებში.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“
იამზე გადილია etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში საუბრობს როგორი უნდა იყოს კარგი გაკვეთილი
„გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ, რას წაიღებს მოსწავლე ამ გაკვეთილიდან“
ნენემ ნოდარ დუმბაძის მოთხრობის „ჰელადოს“ ერთ-ერთი ეპიზოდის მიხედვით ნახატი შექმნა
15 წუთი კითხვა უდრის 20 ვირტუალურ მონეტას
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ