| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლის პედაგოგ ბერნიკ ჰოფსეფიანის პედაგოგიური ღვაწლი აღინიშნა.
პედაგოგი მომავალი თაობების აღზრდა-განათლებაში შეტანილი წვლილისთვის საზეიმოდ დაჯილდოვდა.
2 ოქტომბერს, ნინოწმინდისა მუნიციპალიტეტების ღვაწლმოსილ მასწავლებლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელით მადლობის სიგელები გადასცეს.
დაჯილდოების ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი სამველ მანუკიანი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ეკატერინე ხუციშვილი, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სერგი მუშკუდიანი, საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე სასკოლო საზოგადოების წევრები.
პედაგოგებს ახალგაზრდა თაობის განათლებასა და აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მრავალწლიანი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადეს.
ამ ღირსშესანიშნავ დღეს მადლობის სიგელი გადაეცა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლის ქართული ენის პედაგოგს - ბერნიკ ჰოფსეფიანს.
სკოლაში ახარებთ მასწავლებლის ღვაწლის დაფასება და მას კიდევ არაერთი ღირსეული და წარმატებული თაობის აღზრდას უსურვებენ.
„ეს მაღალი აღიარება ქალბატონი ბერნიკის დაუღალავი შრომის, საქმისადმი უსაზღვრო სიყვარულისა და ჩვენი მოსწავლეებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების საქმეში შეტანილი უდიდესი წვლილის დამსახურებული დაფასებაა.
ეს გამარჯვება დიდი პატივი, სიხარულისა და სიამაყის მიზეზია ეშტიის N1 საჯარო სკოლის მთელი კოლექტივისთვის, მოსწავლეებისა და ჩვენი თემისთვის.
მთელი გულით ვულოცავთ ქალბატონ ბერნიკ ჰოფსეფიანს ამ ბრწყინვალე აღიარებას. ვუსურვებთ შეუჩერებელ წინსვლას, ჯანმრთელობასა და კიდევ მრავალ პროფესიულ გამარჯვებას მომავალში!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის გადაწყვეტილებით, მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით, ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება ქვეყნის მასშტაბით, ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.
ინიციატივის მიზანია მასწავლებელთა მრავალწლიანი შრომისა და პროფესიული საქმიანობის დაფასება და განათლების სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილის აღიარება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სურსათის ყველა - 694 ნიმუშის კვლევის შედეგია ცნობილი
თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
„მთელი გულით ვულოცავთ ქალბატონ ბერნიკ ჰოფსეფიანს ამ ბრწყინვალე აღიარებას“