სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც მის შრომას აფასებენ, მის წარმატებას ამჩნევენ“ - თბილისის N36 სკოლის მასწავლებელი ნინო ალბუთაშვილი
13-10-2026
-
+


თბილისის N36 საჯარო სკოლის პედაგოგ ნინო ალბუთაშვილისთვის სასწავლო წელი მოსწავლეებისთვის დადებითი განწყობის შექმნითა და მათი მოტივირებით იწყება. მოსწავლეთა სასწავლო შემართებისთვის მრავალფეროვან და ინტერაქტიულ მეთოდებს მიმართავს. ბავშვების შრომა და მონდომება კი არასდროს რჩება შეუმჩნეველი.

წარმატებული გაკვეთილის საფუძვლად პედაგოგი დასახული სასწავლო მიზნების მიღწევას მიიჩნევს და ყველაფერს აკეთებს, რომ მოსწავლეებს სწავლა სიხარულად უქციოს. 

თბილისის N36 საჯარო სკოლის საქმის მწარმოებელი და მასწავლებელი ნინო ალბუთაშვილი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას თუ როგორ უნდა დაიწყოს სასწავლო წელი წარმატებით, რას უნდა დაეფუძნოს კარგი გაკვეთილი და როდის იქცევა სწავლა მოსწავლისთვის ნამდვილ სიხარულად.

- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- მოსწავლისთვის დადებითი განწყობის შექმნა, სასკოლო რეჟიმთან ადაპტაცია და მოტივაციის ამაღლება.

- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...

- გაკვეთილის ბოლოს მიღწეულია დასახული სასწავლო შედეგები.

- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...

- მრავალფეროვან და ინტერაქტიულ მეთოდებს, როგორიცაა საგანმანათლებლო თამაშები, როლური თამაშები და ჯგუფური დისკუსიები, რაც ზრდის თითოეული მოსწავლის ჩართულობას.

- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც..

- მის შრომას აფასებენ, მის წარმატებას ამჩნევენ. 

- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...

- როდესაც ხედავთ საკუთარ განვითარებას და იმას, რომ დღეს იცით იმაზე მეტი, ვიდრე იცოდით გუშინ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ლალი მურადაშვილი გვიზიარებს

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

სკოლები

დაბა თამარისის საჯარო სკოლაში შექმნილია მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული გარემო

„ვულოცავთ დამსახურებულ ჯილდოს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებასა და მრავალ ღირსეულ აღიარებას

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება