| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტის საჯარო სკოლის პედაგოგ სელნურ ბაირამოვისთვის მოსწავლეების ინტერესის გაღვივება, მათი საჭიროებების გათვალისწინება და მეგობრული, უსაფრთხო გარემოს შექმნა ეფექტიანი სწავლების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
მოსწავლეთა ინტერესის გასაღვივებლად, თამაშებს, პრაქტიკულ დავალებებს, ვიზუალურ მასალებს, ციფრულ რესურსებს მიმართავს, ცოდნას ცხოვრებას უკავშირებს და ყველაფერს აკეთებს, რომ მოსწავლეებს სწავლა სიხარულად უქციოს.
მამხუტის საჯარო სკოლის მათემატიკისა და ისტ-ის მასწავლებელი სელნურ ბაირამოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას თუ როგორ უნდა დაიწყოს სასწავლო წელი წარმატებით, რას უნდა დაეფუძნოს კარგი გაკვეთილი და როდის იქცევა სწავლა მოსწავლისთვის ნამდვილ სიხარულად.
- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- მოსწავლეების გაცნობა, მათი საჭიროებებისა და შესაძლებლობების განსაზღვრა და მეგობრული, უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა, სადაც ყველა ბავშვი იგრძნობს მხარდაჭერას.
- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...
- რა უნდა ისწავლონ მოსწავლეებმა, როგორ ავუხსნა მათ მასალა მარტივად და გასაგებად და რა აქტივობები დავგეგმო, რომ თითოეულმა მოსწავლემ შეძლოს გაკვეთილში აქტიური მონაწილეობა.
- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...
- მოსწავლეები ინტერესით მონაწილეობენ, იგებენ ახალ მასალას, სვამენ კითხვებს და მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში იყენებენ.
- ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...
- მეგობრული გარემოთი, დადებითი განწყობითა და ისეთი საინტერესო კითხვით ან აქტივობით, რომელიც მოსწავლეებს ფიქრისა და აღმოჩენის სურვილს უღვიძებს.
- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...
- თამაშებს, პრაქტიკულ დავალებებს, ვიზუალურ მასალებს, ციფრულ რესურსებსა და ყოველდღიური ცხოვრებიდან აღებულ მაგალითებს, რათა სწავლა საინტერესო და სახალისო გავხადო.
- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...
- მისი შრომა ფასდება, წარმატებას აღწევს, მასწავლებლისგან მხარდაჭერას გრძნობს და ხედავს, რომ შეუძლია იმაზე მეტის გაკეთება, ვიდრე თავად წარმოედგინა.
- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...
- მოსწავლე ცოდნას საკუთარი ძალებით აღმოაჩენს, მიღებულ ცოდნას ცხოვრებაში იყენებს და სიამაყით ამბობს: „მე ეს შევძელი!“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა
რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ