| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტის საჯარო სკოლის პედაგოგ მოვლუდ მეხრაბოვისთვის სწავლება არის არა მხოლოდ ცოდნის გაზიარება, არამედ შემოქმედებითი აზროვნებისა და შესაძლებლობების წახალისება. სასწავლო პროცესში კი განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობას, მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ბავშვებს შეცდომების დაშვების არ ეშინიათ.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი etaloni.ge-სთან ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას თუ როგორ უნდა დაიწყოს სასწავლო წელი წარმატებით, რას უნდა დაეფუძნოს კარგი გაკვეთილი და როდის იქცევა სწავლა მოსწავლისთვის ნამდვილ სიხარულად.
- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...
- მოსწავლეებთან პოზიტიური, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის დამყარება, უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნა და მათში მოტივაციის გაღვივება, რათა თითოეულმა ბავშვმა იგრძნოს თავი დაფასებულად და მზად იყოს ახალი გამოწვევების მისაღებად.
- გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...
...იმ საბოლოო შედეგსა და მიზანზე, რომელსაც მოსწავლეებმა გაკვეთილის ბოლოს უნდა მიაღწიონ, ასევე მათ ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ინტერესებზე, რათა სასწავლო პროცესი იყოს თითოეული მათგანისთვის რელევანტური და ეფექტური.
- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...
- ყველა მოსწავლე აქტიურად არის ჩართული სააზროვნო და შემოქმედებით პროცესში, არ ეშინიათ შეცდომების დაშვების და გაკვეთილის ბოლოს კლასიდან გადიან ახალი ცოდნითა და კმაყოფილების შეგრძნებით.
- ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...
საინტერესო კითხვით ან რეალური ცხოვრებიდან მოყვანილი მაგალითით, რომელიც მყისიერად იპყრობს მოსწავლეთა ყურადღებას, აღძრავს ცნობისმოყვარეობას და უბიძგებს მათ აქტიური მსჯელობისკენ
- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...
- ინტერაქციულ მეთოდებს, ციფრულ ტექნოლოგიებს, თამაშის ელემენტებსა და პროექტულ სწავლებას, რაც თეორიულ ცოდნას უკავშირებს რეალურ ცხოვრებას და სწავლის პროცესს ხდის ბევრად უფრო თვალსაჩინოსა და მიმზიდველს.
- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...
- მისი ძლისხმევა და შრომა ფასდება, როდესაც საკუთარი ძალებით აღმოაჩენს ახალ რამეს, აღწევს წარმატებას და ხედავს, რომ მასწავლებელსა და თანაკლასელებს სჯერათ მისი შესაძლებლობების.
- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...
- ის სცდება მექანიკურ დაზეპირებას და ხდება აღმოჩენებით სავსე თავგადასავალი, სადაც მოსწავლე თავად არის ცოდნის აგების პროცესის მთავარი მონაწილე და შემოქმედი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
დეკრეტული შვებულების თანხასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა დაამტკიცა
რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მამხუტის საჯარო სკოლის მასწავლებელი, ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მახმუდ მუსაევი პასუხობს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარიამ ონიანი
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ