| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ამერიკელი მეცნიერების კვლევამ ეჭვქვეშ დააყენა სკოლებში მობილური ტელეფონების მკაცრი აკრძალვების ეფექტიანობა.
კვლევის ავტორები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მსგავსი შეზღუდვები მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე თითქმის არ ახდენს გავლენას და არც დასწრების მაჩვენებლის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ან ონლაინ ბულინგის შემცირებას იწვევს. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.
კვლევაში მონაწილეობდნენ ამერიკის რამდენიმე უნივერსიტეტის სპეციალისტები. მათ გააანალიზეს თითქმის 1800 ამერიკული სკოლის მონაცემები, სადაც მოსწავლეები გაკვეთილების განმავლობაში ვალდებულნი იყვნენ, ტელეფონები სპეციალურ საკეტიან სათავსოებში შეენახათ.
მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ ძირითადი მაჩვენებლებით, ასეთი სკოლები თითქმის არ განსხვავდებოდა იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისგან, სადაც სმარტფონების გამოყენებაზე მკაცრი შეზღუდვები არ მოქმედებდა.
გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ აკრძალვის საშუალო გავლენა აკადემიურ შედეგებზე თითქმის ნულს უტოლდება. მკვლევარებმა ვერ დააფიქსირეს სტანდარტიზებული ტესტების შედეგების, გაკვეთილებზე დასწრების, ყურადღების კონცენტრაციის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება ან კიბერბულინგის დონის შემცირება.
ნაშრომი ეკონომიკური კვლევების ეროვნული ბიურომ (NBER) გამოაქვეყნა. მეცნიერებმა ყურადღება გაამახვილეს საშუალო სკოლებზე, სადაც სმარტფონების შენახვის სავალდებულო სისტემა მოქმედებდა.
აკრძალვის ამოქმედებიდან მესამე წლისთვის ტელეფონების გამოყენება მართლაც მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა, კვლევამ აჩვენა, რომ გაჯეტებთან გატარებული დროის შემცირებამ სასწავლო და სოციალურ მაჩვენებლებზე თითქმის არ იმოქმედა.
კვლევის ავტორებმა მცირე დადებითი ტენდენცია გამოავლინეს - უფროსკლასელებში მათემატიკის შედეგები მცირედით გაუმჯობესდა. თუმცაღა, უმცროსი ასაკის მოსწავლეებში, პირიქით, გარკვეული უარყოფითი ეფექტები დაფიქსირდა. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ შეზღუდვების დაწესებიდან პირველივე წელს სკოლებში გაიზარდა დისციპლინური დარღვევები გაიზარდა და გაუარესდა მოსწავლეთა სუბიექტური კეთილდღეობის განცდა.
მკვლევართა აზრით, ეს შესაძლოა ახალ წესებთან შეგუებას უკავშირდებოდეს. შემდგომ წლებში აღნიშნული ეფექტი თანდათან შესუსტდა: შემცირდა დისციპლინური დარღვევების რაოდენობა, ხოლო ფსიქოლოგიური კეთილდღეობის მაჩვენებლები კვლავ გაუმჯობესდა.
კვლევის ავტორები შიშობენ, რომ მიღებულმა შედეგებმა საზოგადოებაში შესაძლოა გააჩინოს მოსაზრება, თითქოს ტელეფონების აკრძალვა არაპერსპექტიული რეფორმაა. თუმცა, მათი შეფასებით, ასეთი დასკვნა მცდარი იქნება. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ, მიუხედავად არაერთგვაროვანი შედეგებისა, შეზღუდვები მაინც ამცირებს ეკრანთან გატარებულ დროს, ხოლო მათი ხანგრძლივი მოქმედების პირობებში სკოლებში თანდათან პოზიტიური ცვლილებებიც იკვეთება.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას