სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N128 საჯარო სკოლაში, ლიტერატურული პროექტის ფარგლებში, საბავშვო მწერალს უმასპინძლეს 
08-06-2026
-
+


თბილისის N128 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა შთამბეჭდავი პროექტი, რომელიც თბილისის N128 საჯარო სკოლის მენტორი პედაგოგისა და იმავდროულად, დირექტორის - გულნაზ ხორბალაძის ხელმძღვანელობით განხორციელდა.  

პროექტისა და მისი მნიშვენლობის შესახებ თავად ავტორი გვიყვება.

„მოზარდთა შორის წიგნიერების დონის ამაღლება ჩვენი დროის უმთავრესი გამოწვევაა, რომელიც  საჯარო სკოლებს გვიბიძგებს, გადავდგათ სწორი ნაბიჯები, რათა ინტერნეტითა და სოციალური ქსელებით გატაცებული და წიგნისგან დისტანცირებული მოსწავლე  კითხვისადმი პოზიტიურად განეწყოს.  სწორედ ამიტომ საბაზო საფეხურის კურიკულუმში ქართული მწერლობის კლასიკოსთა ნაწარმოებების გარდა, მოსწავლეებს ვთავაზობთ  ქართული და უცხოური მხატვრული ლიტერატურის ნიმუშებს, რომლებიც ასახავს მათთვის ნაცნობ და საინტერესო ისტორიებს. ქართული ენისა და ლიტერატურის სტანდარტის შედეგების მისაღწევად საბაზო საფეხურზე სასწავლო გეგმით (კვირაში ერთხელ) ვითვალისწინებთ წიგნიერების გაკვეთილებს  უცნობ ლიტერატურულ ტექსტებზე სამუშაოდ. პირველ ეტაპზე წასაკითხად ვარჩევთ მოსწავლეებისთვის სასურველ ნაწარმოებს, ვიყენებთ კითხვის სტრატეგიებს (წინარე ცოდნის გააქტიურება, კითხვების დასმა, დაფიქრება და მსჯელობა სადისკუსიო თემებზე, შეჯამება და დასკვნების გამოტანა). ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ მოსწავლეებს   მეტაკოგნიტური უნარების განვითარებაში, რათა შეიმეცნონ თანამედროვე სამყარო, იპოვონ პასუხები მათთვის აქტუალურ საკითხებზე, ისწავლონ არგუმენტირებული მსჯელობა და დასკვნების ჩამოყალიბება.

მიმდინარე სასწავლო წლის მეორე სემესტრში მერვეკლასელებისთვის შევარჩიეთ თანამედროვე მწერლის, თამარ გეგეშიძის წიგნი - „ჩუმად უნდა იჯდე“, რომელსაც დიდი ინტერესით კითხულობდნენ. მოსწონდათ ავტორის მსუბუქი ენა, თხრობის სტილი, მასწავლებლისა და მოსწავლის თვალით დანახული სკოლის მოვლენები და სიუჟეტური ამბები.

დასკვნით ეტაპზე სკოლაში მოვიწვიეთ წიგნის ავტორი თამარ გეგეშიძე. შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა, ბავშვების აზრით, მწერალმა საინტერესოდ წარმოაჩინა თანამედროვე  მოზარდების ცხოვრება, მათი პრობლემები, ხასიათი და შეხედულებები. აგრეთვე მოზარდებისა და უფროსი თაობის ურთიერთობა, მათ შორის არსებული დაძაბულობა და კონფლიქტები. ისინი მიიჩნევენ, რომ წიგნი ისე ობიექტურად ასახავს დღევანდელ მოზარდთა ცხოვრებას, თითქოს ყველაფერი შენ თვალწინ ხდება, ამიტომ  ძალდატანების გარეშე კითხულობ, შეიძლება რომელიმე პერსონაჟში საკუთარი თავიც ამოიცნო, დაინახო რა შეცდომებს უშვებენ და გაითვალისწინო.

ამასთან ერთად მოსწავლეებმა დასვეს მათთვის საინტერესო კითხვები: რამდენად ავტობიოგრაფიულია ეს ნაწარმოები, ეფუძნება თუ არა სინამდვილეში მომხდარ ფაქტებს, შიოსა და მაკოს სახით რატომ ჰყავს წიგნს 2 მთხრობელი, რატომ შეარჩია ავტორმა მთავარ თემად სკოლა და მოზარდთა ცხოვრება, რომელია მისი ფავორიტი პერსონაჟი, როგორ უნდა მოგვარდეს სკოლაში დაძაბული ურთიერთობები, ორივე მთხრობელი თავის სიმართლეს ამტკიცებს, მაგრამ ობიექტურად რომელია მართალი, რთულია თუ არა მოთხრობების წერა, რას ურჩევდით ბავშვებს, ვისაც წერის სურვილი აქვთ და სხვა.

მწერალი თამარ გეგეშიძე უშუალოდ და შთამბეჭდავად ესაუბრა მოსწავლეებს, ამომწურავად უპასუხა დასმულ კითხვებს. დამსწრეთა ყურადღება გაამახვილა თაობათა გაუცხოებაზე-მოზარდებისა და მოზრდილების ურთიერთობის პრობლემაზე, აღნიშნა, რომ  მათ  ნაკლებად ესმით ერთმანეთის და ხშირად ინტერესების შეჯახებაც ხდება.

დასაფასებელია, რომ ნიჭიერმა მწერალმა ასეთი საინტერესო წიგნი მიუძღვნა თანამედროვე ქართული სკოლის ცხოვრებას. ამით კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ჩვენ ირგვლივ არსებობენ გულჩათხრობილი, ჩუმად მყოფი ბავშვები, რომლებსაც უჭირთ სულიერად. სამწუხაროდ, მათ ცხოვრებას ვერ შეცვლის ორიანების წერა და კლასიდან გაძევება. ასეთებს პედაგოგის მხრიდან თბილი, მეგობრული დამოკიდებულება და მხარდაჭერა სჭირდებათ. მხოლოდ მათი პიროვნული ხასიათის  შეცნობით   შესაძლოა დადგეს სასურველი შედეგი- ასეთია წიგნის მთავარი გზავნილი.

ერთი სიტყვით, თამარ გეგეშიძის „ჩუმად უნდა იჯდე“ მადლით სავსე  წიგნია, რომელიც ბევრ ბავშვს გაუთბობს გულს და ბევრსაც სწორ ნაბიჯს გადაადგმევინებს ცხოვრებაში“,- აღნიშნავს მენტორი მასწავლებელი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის დირექტორმა მარინე ტლაშაძემ მოსწავლე-მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება