სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

არაფორმალური განათლების დღე ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის
08-06-2026
-
+


ზესტაფონის N5 საჯარო სკოლაში, ფორმალურთან ერთად,  დიდი ყურადღება ექცევა არაფორმალურ განათლებას, რადგან იგი მოსწავლის მრავალმხრივ განვითარებას ემსახურება და ხელს უწყობს მოსწავლეს, კარიერის დაგეგმვასა  და ინტერესების წარმოჩენაში.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, სწორედ ამ მიზნით, სკოლის საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრების ხელმძღვანელობით, დაიგეგმა სასწავლო ვიზიტი ქართული ეკონომიკის ფლაგმანში - ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში, რომელიც პედაგოგების დალი ბარათაშვილის (ქიმია) და ჟანა ფერაძის (გეოგრაფია) თაოსნობით განხორციელდა. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის მე-10ა (დამრიგებელი სოფო გაჩეჩილაძე) და მე-10ბ (დამრიგებელი ირმა ბაბულაშვილი) კლასების მოსწავლეები.

მათ ინტერესით დაათვალიერეს ქარხნის საამქროები და ქიმიური ლაბორატორია. დაესწრნენ ლითონის დნობის პროცესს, რამაც მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. თავიანთი თვალით ნანახი დააკავშირეს სკოლაში ნასწავლ მასალას, რაც ხელს შეუწყობს ცოდნის ტრანსფერს, ღრმა გაგება- გააზრებას და და გრძელვადიან დამახსოვრებას. მოსწავლეები ასევე გაეცნენ ქარხნის ისტორიას და  შეიტყვეს ბევრი საინტერესო რამ მეტალურგის პროფესიის შესახებ, რაშიც მათ ქარხნის ცნობილი მეტალურგები დაეხმარნენ.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ქარხნის საამქროებმა და იქ ნანახმა პროცესებმა დიდი მოწონება დაიმსახურა მოსწავლეებს შორის.

„დიდი მადლობა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ხელმძღვანელობას და პირადად, ქალბატონ ლია ბარბაქაძეს მუზეუმის ხელმძღვანელს, საწარმო ტექნიკური განყოფილების ინჟინერ ტექნოლოგს საინტერესო, შემეცნებითი საუბრებისათვის, და ასევე გულითადი მადლობა ქალბატონ ნანა კიკნაძეს-საწარმო ტექნიკური განყოფილების ინჟინერს, ბატონებს - როსტომ წერეთელს - ტექნიკა უსაფრთხოების სამსახურის ზედამხედველს და თენგიზ კახიძეს - ტექნიკა უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეს, გულითადი მიღებისა და მასპინძლობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

პიროვნება
სკოლები

პატარებმა შერჩეულ ტერიტორიაზე ნერგები დარგეს და მწვანე მომავლის შექმნაში წვლილი შეიტანეს

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება