| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღების საჯარო სკოლაში 31 მაისს აღინიშნა დღე - „სამყარო თამბაქოს გარეშე“, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით არის დაარსებული.
ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგმა ნინო ხუსკივაძემ მოსწავლეებთან ისაუბრა თემაზე, „თამბაქოს მავნე ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე“.
აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს შემოქმედებითი პოსტები, რომლებშიც ასახეს თამბაქოს მიერ ადამიანის ჯანმრთელობაზე მიყენებული ზიანი. იმსჯელეს თამბაქოს მოხმარებით გამოწვეულ საფრთხეებზე და მისი ზემოქმედების უარყოფით შედეგებზე.
ღონისძიების დასასრულს კიდევ ერთხელ გაჟღერდა მოწოდება - „ერთად ვუთხრათ არა, თამბაქოს!“
სკოლაში მსგავსი ღონისძიებები მიზნად ისახავს მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას