სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, პიროვნება

„წარმატება იწყება იქ, სადაც მოსწავლე უყვართ“... - მულქადარ ისმაილოვი, ალავარის საჯარო სკოლის დირექტორი
18-05-2026
-
+


თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში ხშირად ვსაუბრობთ ინდივიდუალურ მიდგომასა და ხარისხზე, თუმცა არსებობს სკოლები, სადაც ეს პრინციპები არა მხოლოდ თეორია, არამედ ყოველდღიური რეალობაა. სწორედ ასეთია მარნეულის მუნიციპალიტეტის, ალავარის საჯარო სკოლა, სადაც განათლება და ადამიანური ურთიერთობები ერთმანეთს სრულყოფილად ერწყმის.

etaloni.ge-სთან საუბრისას, დირექტორი - მულქადარ ისმაილოვი ამბობს, რომ დღეისთვის სკოლაში 26 მოსწავლე სწავლობს; 18 პროფესიონალი პედაგოგი კი დაუღალავად ზრუნავს ბავშვების ცოდნის ასამაღლებლად.

„ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორები - სკოლაში შექმნილია ყველა პირობა იმისათვის, რომ მათ სრულფასოვანი განათლება მიიღონ და შეიძინონ ცხოვრებისეულად აუცილებელი უნარები.

ბავშვები იმდენად მაღალ დონეზე ეუფლებიან საბაზო განათლებას, რომ საშუალო სკოლებში გადასვლისას ყოველთვის გამორჩეულები არიან და შემდგომში წარმატებით ირიცხებიან უმაღლეს სასწავლებლებში. წელს საბაზო საფეხურს 5 მოსწავლე ამთავრებს: მათგან 3 სწავლას საშუალო სკოლაში გააგრძელებს, ხოლო 2-მა არჩევანი პროფესიულ სასწავლებელზე შეაჩერა“, - გვიამბობს ბატონი მულქადარი და დასძენს, რომ პირველკლასელთა მისაღებადაც ემზადებიან.

სკოლის ხელმძღვანელი ასევე სიამაყით გვიმხელს, რომ განსაკუთრებული და უდიდესი ყურადღება ექცევა ქართული ენის შესწავლას: „ჩვენი ბევრი აღზრდილი სწავლას ქართულ სკოლებში აგრძელებს, სადაც მათი ცოდნის ხარისხი საყოველთაო მოწონებას იმსახურებს... ჩვენგან წასული მოსწავლეები აკადემიური დონით ყოველთვის გამორჩეულები არიან“ - აცხადებს დირექტორი, რომელიც 22 წელია სკოლას ლიდერობს:

„უკვე 22 წელია, ამ სკოლის დირექტორი ვარ. ჩემთვის პირველ რიგში მთავარია, მოსწავლეებმა სრულყოფილი განათლება მიიღონ“, - აღნიშნავს ბატონი მულქადარი.

მისი მთავარი სურვილი და მიზანია, რომ ახალგაზრდებმა მიიღონ ხარისხიანი განათლება, რათა გახდნენ საქართველოს ღირსეული მოქალაქეები და საკუთარ ქვეყანას გამოადგნენ:

„ჩემი ღრმა რწმენით, სწავლის ფასი არაფერია. სწორედ განათლება აძლევს ადამიანს საშუალებას, ჰქონდეს ჯანსაღი პრეტენზია, მუდმივად წინ იაროს და დასახულ მიზნებს მიაღწიოს... სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი სკოლა ეს არ არის მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება - ეს არის ერთი დიდი ოჯახი. აქ არ არსებობს გაუცხოება. როდესაც ვინმეს, იქნება ეს მოსწავლე, მშობელი თუ მასწავლებელი, დახმარება სჭირდება, მან იცის, რომ დირექტორის კარი ყოველთვის ღიაა.

ადამიანური ურთიერთობები ჩვენთან მთავარი ღერძია. მიმაჩნია, რომ ეს აუცილებელია, რათა სკოლაში პატივისცემა და ურთიერთგაგება სუფევდეს. ჩემი მიზანია, ბავშვებს აქ მოსვლა მართლაც უხაროდეთ. ეს პატარა, მაგრამ მტკიცე თემი ყოველდღიურად ამტკიცებს, რომ დიდი წარმატება იწყება იქ, სადაც მოსწავლე უყვართ, უფრთხილდებიან და ულოცავენ გზას დიდი მომავლისკენ“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმას სხვას ვერ შეაკერინებთ - „მშობელი ვალდებულია სახელმწიფოსგან იყიდოს“

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება