TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, ინტერვიუ

„მინდა უკვე განათლებული და მცოდნე ახალგაზრდები მშობლიურ მხარეს დაუბრუნდნენ “- თახჩარის საჯარო სკოლის დირექტორი გაიანე მიქაელიანი
06-05-2026
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ თახჩაში, სადაც დღეის მდგომარეობით მხოლოდ ხუთი ოჯახი ცხოვრობს, ადგილობრივი საჯარო სკოლა სოფლის სიცოცხლისუნარიანობის მთავარ სიმბოლოდ რჩება. სომხურენოვანი საბაზო სკოლა ამჟამად სულ ოთხ მოსწავლეს აერთიანებს, რომლებიც პირველ, მესამე და მეშვიდე კლასებში სწავლობენ.

მიუხედავად იმისა რომ სკოლა მცირეკონტიგენტიანია , სასწავლო პროცესი აქ სრული დატვირთვით მიმდინარეობს. სკოლაში ექვსი კვალიფიციური პედაგოგია დასაქმებული. სპეციფიკური საჭიროებებიდან გამომდინარე, ქართული ენისა და მათემატიკის გარდა, I-III კლასებს გაკვეთილები კომპლექსური მეთოდით უტარდებათ, რაც მცირე ჯგუფებში სწავლების ეფექტურობას უზრუნველყოფს.

სკოლის დირექტორი, გაიანე მიქაელიანი, ამ საგანმანათლებლო კერას უკვე 21 წელია ხელმძღვანელობს. მანდ სკოლაში მუშაობა 1998 წელს მატემატიკის მასწავლებლად დაიწყო 2000 წლიდან კი დირექტორის პოზიცია დაიკავა. როგორც თავად ამბობს დროთა განმავლობაში სოფელი დაიცალა. დღეს არსებული ოთხი მოსწავლიდან უმეტესობა მრავალშვილიანი ოჯახის წევრია, რომელთა იმედადაც სკოლა ფუნქციონირებს, თუმცა მომავალი სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა მიღება აღარ იგეგმება.

დირექტორი სიამაყით საუბრობს თავის ყოფილ მოსწავლეებზე, რომლებმაც უმაღლესი განათლება მიიღეს და საკუთარ პროფესიებში წარმატებას მიაღწიეს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ახალგაზრდები უფრო ხშირად პროფესიულ სასწავლებლებს ირჩევენ, დირექტორისთვის მთავარი პრიორიტეტი მაინც მათი შრომისმოყვარე და მიზანდასახულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაა. 

„სკოლის შიდა გარემო განსაკუთრებულია, აქ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის მეგობრული, თითქმის ოჯახური ატმოსფერო სუფევს, სადაც ერთმანეთის მხარდაჭერა მთავარი ღირებულებაა“, - აღნიშნავს დირექტორი და იმედოვნებს რომ ახალგაზრდები დაუბრუნდებიან მშობლიურ მხარეს და იზრუნებენ ადგილობრივი თემის გაძლიერებაზე.

„გული მტკივა დაცლილ სოფლებს, რომ ვუყურებ, მინდა რომ უკვე ნასწავლი ახალგაზრდები დაბრუნდნენ მშობლიურ მხარეში. ასევე  მინდა ყველა ახალგაზრდა პირველ რიგში ჯანმრთელი და ბედნიერი იყოს, იცოდნენ სწავლის და შრომის ფასი“, - გვითხრა გაიანე მიქაელიანმა. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება