TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, ინტერვიუ

„სასიხარულოა, როდესაც ჩვენი მოსწავლეების წარმატებას ვხედავთ“ - ბალხოს საჯარო სკოლის დირექტორი აშოტ კირაკოსიანი
06-05-2026
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალხოს საჯარო სკოლას მრავალწლიანი გამოცდილების მქონე დირექტორი აშოტ კირაკოსიანი ხელმძღვანელობს. სკოლა საბაზო საფეხურის საგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც სასწავლო პროცესი სომხურ ენაზე მიმდინარეობს და მოსწავლეებს განათლების მიღებისათვის მშვიდი და მეგობრული გარემო ხვდებათ.

დღეს ბალხოს საჯარო სკოლაში 55 მოსწავლე სწავლობს. მიმდინარე სასწავლო წელს სკოლას ორი მოსწავლე ამთავრებს, რომლებიც სწავლას საშუალო საფეხურზე გააგრძელებენ. როგორც დირექტორი აღნიშნავს, სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას თითოეული მოსწავლის განვითარებასა და მომავლისთვის მომზადებას უთმობს, რაც მათ შემდგომ წარმატებაზეც დადებითად აისახება.

„სკოლის მცირე კონტინგენტი სასწავლო პროცესს განსაკუთრებულად ეფექტიანს ხდის. კლასებში საშუალოდ 5-6 მოსწავლის ყოფნა მასწავლებლებს საშუალებას აძლევს, თითოეულ მოსწავლეს ინდივიდუალური ყურადღება დაუთმონ. სწორედ ამ მიდგომის შედეგია, რომ ბალხოს საჯარო სკოლის კურსდამთავრებულთა უმრავლესობა წარმატებით აგრძელებს სწავლას როგორც საშუალო სკოლებში, ისე უმაღლეს სასწავლებლებში. აღსანიშნავია, რომ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულებს დღეს შეხვდებით, როგორც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიში, ასევე ახალქალაქისა და სომხეთის სხვადასხვა უნივერსიტეტებში.
 
განსაკუთრებით სასიხარულოა, როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენი მოსწავლეები განათლებას წარმატებით აგრძელებენ და საკუთარ მიზნებს აღწევენ. ეს თითოეული მასწავლებლის შრომისა და მონდომების შედეგია, რაც ჩვენი სკოლისთვის უდიდესი სიამაყის საფუძველს წარმოადგენს,“ - აღნიშნავს დირექტორი აშოტ კირაკოსიანი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება