სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისი - ცოცხალი სახელმძღვანელო: რუსული ენის დაუვიწყარი გაკვეთილი ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის
24-04-2026
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-7 „ა“ კლასის მოსწავლეებისთვის (დამრიგებელი - თამთა გაჩეჩილაძე) სასწავლო დღე არაჩვეულებრივი თავგადასავლით დაიწყო. არაფორმალური განათლების პროგრამის ფარგლებში, რუსული ენის პედაგოგმა, ლარისა რუსაძემ ჩაატარა ინოვაციური გასვლითი გაკვეთილი თემაზე - „Наш город“ (ჩვენი ქალაქი).

ამ დღეს საკლასო ოთახის კედლები ქუთაისის ისტორიულმა ქუჩებმა შეცვალა, სადაც თითოეული შენობა და ძეგლი ცოცხალ თვალსაჩინოებად იქცა.

ბავშვების საყვარელი ლარისა მასწავლებლის პროფესიონალიზმი სწორედ ამ ეფექტურ გადაწყვეტილებაში გამოჩნდა - ენის შესწავლა ბუნებრივ გარემოში მოსწავლეებს ეხმარება ბარიერების დაძლევასა და ლექსიკის პრაქტიკულად გამოყენებაში. ქალაქის ცენტრში გასულმა მეშვიდეკლასელებმა დიდი ინტერესით მოინახულეს ნაცნობი ღირსშესანიშნაობები, თუმცა ამჯერად ისინი „მკვლევრების“ როლში იყვნენ. პედაგოგის დახმარებით, მოისმინეს სრულიად ახალი და საინტერესო ფაქტები იმ ობიექტების შესახებ, რომლებსაც ყოველდღე ხედავენ, რამაც სწავლის პროცესი შემეცნებით აღმოჩენად აქცია.

გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეებმა გამოიყენეს ნასწავლი თემატური ლექსიკა და გრამატიკული კონსტრუქციები ქალაქის აღწერისას, კულმინაცია კი განსაკუთრებით ემოციური გამოდგა - ბავშვებმა რუსულ ენაზე კიდევ ერთხელ გამოხატეს თავიანთი უსაზღვრო სიყვარული მშობლიური ქალაქის მიმართ. ეს იყო არა მხოლოდ ენის გამოცდა, არამედ პატრიოტული სულისკვეთების გამოვლინებაც. ქუთაისი მათ თვალში კიდევ უფრო გალამაზდა. დამრიგებლის, თამთა გაჩეჩილაძის მხარდაჭერითა და ლარისა რუსაძის შემოქმედებითი ხედვის დამსახურებით, მე-7 „ა“ კლასის მოსწავლეების მეხსიერებაში ეს გასვლითი აქტივობა ლამაზ მოგონებად დარჩება.

 

იხილეთ ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

პიროვნება
სკოლები

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება