სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წიგნი - ყველაზე ძვირფასი საჩუქარი - ჯადოსნური 23 აპრილი ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში
24-04-2026
-
+


23 აპრილს მსოფლიო წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, თუმცა ჩვენთან, საქართველოში, ეს თარიღი განსაკუთრებული ტრადიციით - წიგნის ჩუქების დღით არის ცნობილი. სწორედ ამ დღეს, ქუთაისის N 40 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, სკოლის კედლებში ნამდვილი დღე-სასწაული მოეწყო, სადაც მთავარი გმირი წიგნი, მთავარი ემოცია კი - გაზიარებული სიხარული გახლდათ.

სიმბოლურია, რომ წიგნის ჩუქების ტრადიცია საქართველოში რამდენიმე წლის წინ დამკვიდრდა და მისი მიზანი კითხვის პოპულარიზაციაა. ქუთაისის N40 სკოლის თვითმმართველობის წევრებმა დაამტკიცეს, რომ თანამედროვე თაობისთვის წიგნი კვლავ რჩება საუკეთესო მეგობრად. მათმა ინიციატივამ სკოლის ყოველი კუთხე ცოდნისა და სიყვარულის სივრცედ აქცია. როდესაც მოსწავლე თავად ხდება ასეთი კეთილშობილური იდეის ავტორი, ეს იმაზე მეტყველებს, რომ სკოლა არა მხოლოდ განათლებას, არამედ მაღალ ღირებულებებსა და სამოქალაქო პასუხისმგებლობას ნერგავს.

დღე მართლაც ჯადოსნური აღმოჩნდა: სკოლის დერეფნებში ღიმილიანი სახეებით ერთმანეთს წიგნებს გადასცემდნენ, ცვლიდნენ შთაბეჭდილებებს და გეგმავდნენ ახალ საკითხავ თავგადასავლებს. თვითმმართველობის წევრებმა შეძლეს, რომ პროცესი საინტერესო და ხალისიანი ყოფილიყო თითოეული კლასისთვის. წიგნის ჩუქება ხომ გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ ნივთის გადაცემა - ეს არის სხვისთვის ახალი სამყაროს კარის გაღება, რომელიც უკვე ლამაზ ტრადიდიცად დამკვიდრდა ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში. 

იხილეთ ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

პიროვნება
სკოლები

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება