სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის მოსწავლემ მარი მიქაბერიძემ მხატვრული კითხვის კონკურში გაიმარჯვა
16-04-2026
-
+


მხატვრული კითხვის კონკურში ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის მოსწავლემ მარი მიქაბერიძემ გაიმარჯვა.

2026 წლის 14 აპრილს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის კულტურისა და შემოქმედების ცენტრში გაიმართა მხატვრული კითხვის კონკურსი „დედა ენა-150 წლისაა“, რომლის ინიციატორი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის კულტურისა და შემოქმედების ცენტრი და საგანმანათლებლო რესურსცენტრი იყო.

ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის სახელით კონკურსში მონაწილეობა მიიღო სკოლის VIIბ კლასის (დამრიგებელი ხათუნა მატნენკო) მოსწავლე მარი მიქაბერიძემ. ასაკის მიუხედავად მარიმ გაუძლო უდიდეს კონკურენციას და ღირსეულად, შთამბეჭდავი ნომრით წარსდგა კომპეტენტური ჟიურის წინაშე, იასპარეზა ბრწყინვალედ და დაიმსახურა პირველი ადგილი.

როგორც სკოლის დირექცია და მასწავლებლები აღნიშნავენ, „მარი მიქაბერიძე არის შრომისმოყვარე, ნიჭიერი, მონდომებული და პასუხისმგებლობის გრძნობით დაჯილდოებული მოსწავლე“.

ზესტაფონის N 5 საჯარო სკოლა სიყვარულით ულოცავს მარი მიქაბერიძეს წარმატებულ გამოსვლას, აქებს მას გამბედაობისა და სიყოჩაღისთვის და მომავალშიც გამარჯვებებს უსურვებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც - მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს

„დირექტორი თვითნებურად პრემიას ვეღარ გამოწერს“... - სამინისტროს განმარტება

საჯარო სკოლებში საბანკო ტერმინალები მოეწყობა - დამატებითი უფლებამოსილება მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

პიროვნება
სკოლები

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ფაქტს, რომ ნამდვილი მეგობრობის მნიშვნელობა არასდროს იკარგება

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება