| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დმანისის მუნიციპალიტეტი სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლა წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ნელი ოკმელაშვილის ხელმძღვანელობით, VII კლასის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს.
VII კლასის მოსწავლეები სკოლის ბიბლიოთეკას ეწვივნენ, შერჩეული ლიტერატურა ხმამაღლა წაიკითხეს და ერთმანეთს წიგნის კითხვის სიხარული გაუზიარეს.
პედაგოგი მოსწავლეებს წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე ესაუბრა და ბავშვებს შეახსენა, რომ წიგნი ჩვენი საუკეთესო მეგობარია.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები:
წინ კი უამრავი გეგმა, მიზანი და წარმატებაა
შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან
Izrune.ge-ს წარმატებული „ვარსკვლავების“ დაჯილდოება ამჯერად თბილისში გაიმართება
„გვინდა, აღვუდგინოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ის მდგომარეობა, რა მდგომარეობითაც შეიქმნა თავის დროზე“...
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ჩხიტუნიძე პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს
სკოლაში, სადაც მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტირუად ზრუნავენ, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინეტრესოდ აღინიშნა