სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სკოლის წარმატების საზომია, თუ რამდენად მცოდნე, ზნემაღალ, ეროვნული ფასეულობების დამცველ თაობას აღზრდის“-ბარდნალის სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი
18-11-2025
-
+


ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორის- მთვარისა ახვლედიანის თქმით, მოსწავლის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობას აქვს კეთილგანწყობილ, გულისხმიერ გარემოს, სადაც მისი ინტერესები მხარდაჭერილია, მასწავლებლები კი პროფესინალიზმითა და ინდივიდუალური მიდგომებით გამოირჩევნიან.

სკოლის წარმატება, დირექტორის ხედვით, მხოლოდ მაღალი აკადემიური მაჩვენებლებით არ განისაზღვრება, მეტად ღირებულია, სკოლამ აღზარდოს არა მხოლოდ განათლებული, არამედ ზნეობრივად ძლიერი, ეროვნული ღირებულებების დამცველი ახალგაზრდები. ამ მიზნების მიღწევა კი ერთიანი ძალისხმევის გარეშე შეუძლებელია, ამიტომ კოლექტივის თანადგომა უმნიშვნელოვანესია.

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ლადო ასათიანის სახელობის ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის დირექტორი მთვარისა ახვლედიანი პასუხობს. 

- მოსწავლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ სკოლაში იყოს...

- თითოეული მათგანის ინტერესებზე მორგებული, კეთილგანწყობილი გარემო, გულისხმიერი და კვალიფიციური მასწავლებლები, რომ მოსწავლეებს მოუხაროდეთ აქ მოსვლა.

- სკოლის წარმატება იზომება იმით, თუ...

- რამდენად მცოდნე, განათლებული, ზნემაღალი, ეროვნული ფასეულობების დამცველი და წარმატებული იქნებიან მისი მოსწავლეები თუ კურსდამთავრებულები. 

- კოლექტივის თანადგომა საჭიროა, რადგან...

- დამოუკიდებლად მაღალი შედეგების მიღწევა სწავლა-აღზრდის ურთულეს საქმეში შეუძლებელია, როგორი ძლიერი ლიდერიც უნდა იყოს სკოლის დირექტორი.

- სკოლაში ყველაზე ფასეული ჩემთვის არის...

- მოსწავლეთა სიყვარულით ანთებული თვალები, ცნობისმოყვარე და ინტერესიანი მზერა და საკუთარი თუ ერთმანეთის წარმატებით გახარებული სახეების ხილვა.

- როდესაც ვხედავ, რომ მოსწავლე მოტივირებულია, ვგრძნობ რომ... 

- მე და ჩემს კოლეგებს უფლება არა გვაქვს, ყველაფერი არ გავაკეთოთ ამ მოტივაციის შესანარჩუნებლად თუ გასაზრდელად, ამისათვის კი კიდევ მეტი არ მოვთხოვოთ საკუთარ თავს და ჩამოვრჩეთ სიახლეებს.

- რთულ სიტუაციებში სამართლიანობის შენარჩუნება ნიშნავს...

- მოსწავლეთა თვალში ნდობის მოპოვებას, რომ რთულ  სიტუაციებში ჰქონდეთ შენი იმედი, რაც არათუ იმ მომენტში, შემდგომშიც გტოვებს მათ თვალში ავტორიტეტულ პიროვნებად.

- მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენი სკოლა იყოს ადგილი, სადაც...

-მოსწავლეებს ექნებათ ყველა პირობა სწავლა-ცოდნის მიღების, საკუთარი თავის უკეთ განვითარების, ურთიერთპატივისცემისა და მომავალში ცხოვრებისეული გამოწვევების დასაძლევად.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება