TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N26 სკოლა ოლიმპიურ კარნავალს შთამბეჭდავი პერფორმანსით შეუერთდა
07-10-2025
-
+


6 ოქტომბერს, ქუთაისში სპორტისა და ოლიმპიზმის დღე აღინიშნა. მასშტაბურ ღონისძიებას ქუთაისის N26 სკოლა საინტერესო პერფორმანსით შეუერთდა. 

ქუთაისში მდინარე რიონის სანაპიროზე სპორტული ნავებით ოლიმპიური კარნავალი გაიხსნა და სხვადასხვა სპორტული აქტივობა გააერთიანა. 

ქუთაისის N26 სკოლის სკოლის მოსწავლეებმა ოლიმპიური დევიზით -  „უფრო სწრაფად, უფრო მაღლა, უფრო ძლიერად“ იმერეთის მოსწავლე-ახალგაზრდებს საქართველოს პირველ ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდეს. 

სპორტისა და ოლიმპიზმის დღის აღსანიშნავად  ქუთაისის N26 საჯარო სკოლამ შთამბეჭდავი პერფორმანსი წარმოადგინა. 

„ჩვენ დღეს ვიმყოფებოდით „აია“ (კოლხეთის დედაქალაქი) „კჳტაიისის ხმელეთსა“ და „კირკეონის ველზე“ ამარანტების შორეული მთებიდან მომდინარე - მდ.ფასისზე (მდ. რიონის ძველი ბერძნული სახელწოდება), რომლის ფართო ნაკადზე ნავებიდან გაიშალა ხუთივე ფერის ოლიმპიური რგოლი, რომელთაც გეზი აიღეს ზღვისაკენ“,- ასე აღწერს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე რევაზ რობაქიძე მოსწავლეთა პერფორმანსს. 

შთამბეჭდავმა სანახაობამ ყველა თაობის მაყურებლის მაღალი შეფასება დაიმსახურა. 

ღონისძიებაზე სეოკ-ის იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა (რ. რობაქიძემ), ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა (მ. ცქიტიშვილმა), სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონულმა მენეჯერმა (მ.მანაგაძემ), ქ.ქუთაისის საკრებულოს ახლად არჩეულმა წევრმა - კ.ფხაკაძემ, ქ.ქუთაისის საპატიო მოქალაქეებმა (მ. კვიცარიძემ, ლ.როხვაძემ) 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენებთან ერთად ქუთაისის N26  საჯარო სკოლის დირექციასა და პედაგოგებს სპეციალური დიპლომები და საჩუქრები გადასცეს.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება