| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა ფინანსური ჩვევებისა და დაზოგვის მნიშვნელობის შესახებ, საინტერესო აქტივობით გაიმდიდრეს ცოდნა.
სკოლა უერთდება დაზოგვის მსოფლიო დღის (31 ოქტომბერი) აღნიშვნას, რომელიც წელს მსოფლიოში უკვე 101-ედ ტარდება.
საქართველო ამ მნიშვნელოვან თარიღს 2012 წლიდან აღნიშნავს და მისი მთავარი მიზანია მოსახლეობაში დაზოგვის სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ფინანსური განათლების გაღრმავება. ამ დღის სიმბოლოა შრომისმოყვარე ჭიანჭველა „გროვია“.
მოსწავლეები ჩართნენ ამ დღისადმი მიძღვნილ სპეციალური საიუბილეო პროექტში - „მოიწვიე ფინედუ კლასში“. წლევანდელი კამპანია განსაკუთრებულია, რადგან იგი ასევე ეძღვნება ეროვნული ვალუტის, ლარის 30 წლის იუბილეს.
სწორედ ამ ორმაგი დღესასწაულის ფარგლებში, სკოლას ესტუმრებიან ფინედუს დესპანები პროექტის - „მოიწვიე ფინედუ კლასში“, ფარგლებში.
დესპანებმა მოსწავლეებს ჩაუტარეს სახალისო და გამორჩეული აქტივობა თამაშზე დაფუძნებული სწავლების ფორმატით, რომელიც ბავშვებს დაზოგვისა და ფინანსების საბაზისო ცოდნას ინტერაქტიული გზით გაუღრმავებს.
შეხვდრა მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.
„ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ჩვენი მოსწავლეებისთვის, რომ ისწავლონ ფულის გონივრულად მართვა, დაზოგვის მნიშვნელობა და გაიგონ მეტი ჩვენი ეროვნული ვალუტის ისტორიის შესახებ! გისურვებთ წარმატებას და გროვიასავით შრომისმოყვარეობას დაგროვების საქმეში!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
პედაგოგებმა მოისმინეს ინფორმაცია ჰაბის საქმიანობის, განხორციელებული პროექტებისა და სამომავლო შესაძლებლობების შესახებ
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა