სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სიყვარულით, სითბოთი და კეთილგონიერებით საუკეთესო შედეგი მიიღწევა, ასე ვფიქრობ და ასეც ვმოქმედებ“ -ანაგის საჯარო სკოლის დირექტორი მარინა ბეგიაშვილი
03-10-2025
-
+


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის საჯარო სკოლა 2025-2026 სასწავლო წლის დაწყებას სრული მზადყოფნით შეხვდა. 

ტრადიციულად, პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი, დირექტორის - მარინა ბეგიაშვილის ხელმძღვანელობით, წინასწარ ამზადებს სასწავლო გეგმას, ანაწილებს საათებს, სახავს ახალ სასწავლო მიზნებს, ეცნობა სიახლეებსა და გამოწვევებს და ზრუნავს, რომ მოსწავლეებს სასიამოვნო და კეთილმოწყობილი გარემო დახვდეთ, რადგან როგორც დირექტორი მიიჩნევს სასწავლო განწყობა წესრიგითა და ორგანიზებით იწყება. 

„სწავლა ახალი დაწყებულია და მოსწავლეები გვემატებიან, ზოგი გადადის, შესაბამისად მოსწავლეთა რაოდენობა მერყეობს, თუმცა ამ წუთის მონაცემებით 170 მოსწავლეა რეგისტრირებული, მათგან 12 პირველკლასელია. ყოველი სასწავლო  წელის დაწყებას მთელი პედაგოგიური გუნდი მომზადებული ვხვდებით, შედგენილი გვაქვს სამოქმედო გეგმა, გადანაწილებულია სამუშაო საათები, ვაწესრიგებთ საკლასო ოთახებს და მოსწავლეთა დასახვედრად აქტიურად ვემზდებით, რადგან სკოლაში მოსულ მოსწავლეს ყველაფერი მაღალ დონეზე უნდა დახვდეს, რადგან სასიამოვნო და მოწესრიგებული გარემო მათი განწყობისთვის აუცილებელი კომპონენტია“,- აღნიშნავს etaloni.ge-სთან საუბრისას სკოლის ხელმძღვანელი. 

სკოლაში 29 მაღალკვალიფიცირებული პედაგოგი მუშაობს, მათ შორის სამი მიწვეული სპეციალისტია, დანარჩენები კი სტატუსიანი მასწავლებლები. სკოლის დირექტორი სიამაყით აღნიშნავს, რომ მასწავლებლები თანამედროვე მიდგომებით გამოირჩევიან, რაც სწავლას მოსწავლეებისთვის მიმზიდველს ხდის.

„სკოლაში 29 მაღალკვალიფიციური პედაგოგი მუშაობს, მათგან 3 მოწვეული სპეციალისტია დანარჩენები კი სერტიფიცირებულნი არიან. მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩვენი პედაგოგები ფეხს უწყობენ თანამედროვე კვლევებზე დაფუძნებულ ყველა სიახლეს, მათი  განათლების დონე მაღალია, ატარებენ გამორჩეულ, ინოვაციურ გაკვეთილებს. აქვთ საინტერესო და ნაყოფიერი საუბრები, გაკვეთილის ახსნის და გამოკითვის განსაკუთრებული მეთოდები, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და აკადემიურ მოსწრებაზე აისახება. სწავლების ეს სტილი მათთვის მომხიბვლელია, როგორც თავად ბავშვები აღნიშნავენ ასეთი გაკვეთილები ძალიან საინტერესო და სახალისოა“,- ამბობს მარინა ბეგიაშვილი. 

წელს, სკოლას თექვსმეტი კურსდამთავრებული ჰყავდა, მათ შორის ორი ოქროსმედალოსანი. ეს სკოლის ტრადიციადქცეულ წარმატებას კიდევ ერთხელ ადასტურებს და ხელმძღვანელისთვის სიამაყის მიზეზია.

„წელს, სკოლა 16-მა მოსწავლემ დაამთავრა, მათგან 2 ოქროსმედალოსანი იყო. არ არის წელი მედალოსნები არ გყავდეს. ჩვენი კურსდამთავრებულები წარმატებით აბარებენ უმაღლეს სასწავლებლებში. ეს ძალიან მახარებს და მეამაყება, გამოდის რომ ის ძალისხმევა, რომელსაც დაუღალვი შრომით გადავცემთ მოსწავლეებს ფუჭი არ არის და დაფასებულია.

მოსწავლეებიც ძალიან მონდომებულნი და აქტიურები არიან, როგორც სწავლის ასევე შემოქმედებითი კუთხით. ყოველწლიურად, აქტიურად ვმონაწილეობთ სასკოლო თუ რაიონულ ოლიმპიადებში, საიდანაც ჯილდოებითა და სერტიფიკატებით ვბრუნდებით. სკოლაშიც აქტიურად ვატარებთ ღონისძიებებს, ღია გაკვეთილებს, თითოეულ მოსწავლეს აქვს საშუალება ყველა კუთხით წარმოაჩინოს თავისი შესაძლებლობები, ჩვენი მხრიდან კი ყოველთვის წახალისებულნი არიან, ეს კი მათ  მოტივაციასა და შემართებაზე დადებითად აისახება. სურვილი უჩნდებათ მეტად გამოიჩინონ თავი, ჯანსაღი კონკურენცია მოტივაციას აძლევთ, რაც გულწრფელად გვახარებს“,- ამბობს დირექტორი, რომელიც მოსწავლეთა განათლების სადარაჯოზე 18 წელია დგას, ბოლო ორი წელი კი ხელმძღვანელ პოზიციას იკავებს. მისთვის, როგორც დირექტორისთვის მნიშვნელოვანია, სკოლაში სიმშვიდე და ურთიერთპატივისცემა სუფევდეს. მისი თქმით, დირექტორმა უნდა მოუსმინოს თითოეულ თანამშრომელს გაითვალისწინოს მათი აზრი და გადაწყვეტილებები ისე მიიღოს. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში იქმნება ნდობსა და პატივისცემაზე დაფუძნებული ჰარმონიული გარემო.

„ამ სკოლაში 18 წლის წინ დავიწყე მუშაობა, 16 წელი ინგლისურ ენას ვასწავლიდი, ბოლო ორი წელია დირექტორად დავინიშნე. ჩემთვის როგორც ხელმძღვანელისთვის მნიშვნელოვანია სკოლაში სიმშვიდე, ურთიერთპატივისცემა და იდილია სუფევდეს, ამისთვის თავს არ ვზოგავ, მიმაჩნია, რომ ხელმძღვანელს ყველასთან უნდა ჰქონდეს სწორი კომუნიკაცია, გაითვალისწინოს თანამშრომელთა აზრი და პატივი სცეს. ვფიქრობ, ხელმძღვანელმა და პედაგოგიურმა გუნდმა ერთად უნდა  იმსჯელონ, განიხილონ და გადაწყვიტონ ყველა გამოწვევა, ასეთი დემოკრატიული მიდგომა, რა თქმა უნდა, ნდობის ხარისხს ამაღლებს. პატივისცემასა და ნდობაზე დაფუძვნებული ურთიერთობა კი სრულ ჰარმონიას ქმნის და დადებითად აისახება სასკოლო საზოგადოებაზე.

რაც შეეხება მოსწავლეებს, როგორც ზემოთ აღვნიშნე 16 წელი მათი მასწავლებელი ვიყავი და თითოეულ მოსწავლეს კარგად ვიცნობ, ვიცი მათი სიხარულის და სევდის მიზეზი, მათ მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს. მიყვარს ისინი და ვცდილობ ყოველთვის პოზიტიური ვიყო, ვიმეგობრო და თანასწორუფლებიანად ვაგრძნობინო თავი. დამერწმუნეთ, ეს მათი მხრიდან დაფასებულია და ყოველთვის ვგრძნობ პატივისცემას და სიყვარულს. ბავშვებს ფსიქიკა სათუთია და მას მოფრთხილება სჭირდება, არ უნდა დაუბინძურო და შიში არ უნდა ჩაუნერგო, სიყვარულით, სითბოთი და კეთილგონიერებით საუკეთესო შედეგს მიიღებ, განავითარებ და სულის სისუფთავეს შეუნარჩუნებ. მე ასე ვფიქრობ და ასეც ვმოქმედებ. ყოველთვის ვურჩევ ჰქონდეთ სწორად დასახული მიზნები, გონივრულად გათვალონ ყველა თავისი გადადგმული ნაბიჯი, სირთულეების დროს არ დაყარონ ფარ-ხმალი, ისწავლონ შრომის ფასი, რადგან სწორედ შრომითაა მიღწევადი ყველაფერი“,- აღნიშნავს დირექტორი. 

მისი მომავალი თაობისადმი გზავნილიც ასეთია:  „არასდროს შეგაშინოთ სირთულეებმა. თუ ერთ ნაბიჯს უკან გადადგამთ, დამერწმუნეთ, ათი ნაბიჯით წინ წახვალთ. მთავარია მიზანი გქონდეთ და მონდომებით იაროთ. მიყვარხართ და მეიმედებით!“


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

აბიტურიენტების ცნობარი აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდება - ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ახალი დეტალები ცნობილია

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო

ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა 8 მარტია - რომელ რეგიონებში სურს ახალი კადრების მიღება მანდატურის სამსახურს

ცნობილია, ეროვნულებზე ჩასაბარებელი საგნები სწავლის სფეროების მიხედვით - დეტალები

განმსაზღვრელი / განმავითარებელი შეფასების მოდულში ცვლილება შევიდა - EMIS

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციის ფარგლებში ისაუბრეს შაქრიანი დიაბეტის გამომწვევ მიზეზებზე

ისტორიის მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს ოკუპაციასა და მის სავალალო შედეგებზე

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება