TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აღაიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები მესამე წელია სამეცნიერო პიკნიკის აქტიური მონაწილეები არიან 
03-10-2025
-
+


კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა, რომ იღებენ ხარისხიან ფორმალურ განათლებას აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში. 

მათ შორის, აგერ უკვე მესამე წელია სკოლის მოსწავლეები, ფიზიკის მასწავლებლის - მაია დარჯანიას წახალისებითა და ხელმძღვანელობით, ხალისით მონაწილეობენ „სამეცნიერო პიკნინში“.

მოსწავლეები სახალისო და საინტერესო ფორმით ეცნობიან ფიზიკის კანონებს, იძენენ ახალ ცოდნასა და გამოცდილებას. 

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველი წლის სექტემბრის ბოლო შაბათს იმართება სამეცნიერო პიკნიკი. ეს არის პირველი მასშტაბური ღონისძიება, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა და ყოველ წელს მის ჩატარებას ბევრი ქართველი თუ უცხოელი მოუთმენლად ელის. პროექტის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია და თანამედროვე მიღწევების სახალისო ფორმით წარმოჩენა და უკვე სამი წელია აღაიანის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ ამ ღონისძიებაში, ბევრი მათგანი დაჯილდოვდა სიგელითა და საჩუქრებით. დღე ხალისიანი და ბევრის მთქმელი გამოვიდა. ახალგაზრდებმა გადაწყვიტეს ნახული და განცდილი თანატოლებსაც გაუზიარონ და გადაწყვიტეს უახლოეს მომავალში სკოლაში მოაწყონ ღონისძიება „საბუნებისმეტყველო საგნები და ჩვენ“,- გვიყვებიან სკოლაში და მადლობას უხდიან ფიზიკის მასწავლებელს მოსწავლეთა ასეთი ფორმით წახლისებისთვის. 

„მადლობა ჩვენი სკოლის ფიზიკის მასწავლებელს, ქალბატონ მაია დარჯანიას აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობის შესაძლებლობა რომ მიეცა ჩვენი სკოლის მოსწავლეებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება