სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხის პატარა კაცუნა ზემოხეთის საჯარო სკოლას „ესტუმრა“ - უმცროსკლასელებმა „პინოქიოს თავგადასავალი“ მრავალფეროვანი აქტივობით წარმოადგინეს
02-10-2025
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ზემოხეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მიუხედავად იმისა, სწავლა მხოლოდ სამიოდე კვირაა დაიწყო, მოსწავლეები უკვე სრულფასოვნად ჩაერთნენ სასკოლო ცხოვრებაში.

ახლახან, ზემოხეთის საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა კარლო კოლოდის ზღაპრის მთავარი გმირი - პინოქიო გაიცნეს, მოირგეს მისი როლი, წარმოადგინეს კოსტიუმირებული სანახაობა, ცოტა ხნით წამოსკუპდნენ პერსონაჟის სკამზე, ისაუბრეს გმირის დადებით თუ უარყოფით მხარეებზე და შექმნეს თემატური ნამუშევრები.

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი ირმა სანიკიძე.

„ხალისითა და მხიარული აქტივობებით გავიცანით ხის პატარა კაცუნა... მოსწავლეებმა მოირგეს მთავარი პერსონაჟის როლი და უპასუხეს თანაკლასელების შეკითხვებს, ტექსტზე დაყრდნობით. წარმატებები, ჩვენო ჭკვიანებო!“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო 1

იხილეთ ვიდეო 2

 

 

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება