სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

​ქუთაისის N22 საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგი ქეთევან ლებანიძე განათლების მინისტრმა დააჯილდოვა
01-10-2025
-
+


ქუთაისის N22 საჯარო სკოლის სპორტის წარმატებული პედაგოგი ქეთევან ლებანიძე წარმატებული და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის დაჯილდოვდა. 

მისი ხელმძღვანელობით მოსწავლეებს არაერთი წარმატებისთვის მიუღწევიათ.

სპორტული გუნდების მიღწევები მართლაც რომ საამაყოა. სკოლის გოგონათა გუნდი სასკოლო სპორტული ოლიმპიადების ოთხგზის გამარჯვებულია. შარშან მოსწავლეები სერბეთში იმყოფებოდნენ, საიდანაც ასევე წარმატებით დაბრუნდნენ. გოგონებს არ ჩამოუვარდება ვაჟთა გუნდიც. ისინი როგორც ქუთაისის, ისე იმერეთის რეგიონის ჩემპიონები არაერთხელ იყვნენ. წელსაც წარმატებით ასპარეზობენ, ფინალურ ეტაპზე არიან და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხოს ვაჟთა გუნდთან გამარჯვების შემთხვევაში მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებენ, რომელიც ჩინეთში გაიმართება. 

ახლახან, პედაგოგის შრომა და ღვაწლი საზეიმოდ აღინიშნა. 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა - გივი მიქანაძემ ქალაქ ქუთაისში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.

მინისტრმა მასწავლებლებს მიღწეული წარმატება მიულოცა, არაერთი ახალგაზრდა თაობის აღზრდის საქმეში შეტანილი უდიდესი წვილილისთვის მადლობა გადაუხადა და სერტიფიკატები გადასცა.

დაჯილდოების ღონისძიებას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ლევან ზალკალიანი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

5 პედაგოგთა შორის იყო ნესტორ გოქაძის სახელობის ქუთაისის N22 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ქეთევან ლებანიძე, რომლის დამსახურება ფასდაუდებელია.

პედაგოგს ჯილდოს მიღება გამორჩეულად ახარებს. 

„ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო. სიურპრიზი გამიკეთეს, დაჯილდოვების დროს გამოაცხადეს ჩემი გვარი და სცენაზე მიმიწვიეს, სიგელი გადმომცა განათლების მინისტრმა, მადლობას ვუხდი ყველას, ჩვენს სასკოლო  საზოგადოებას, დირექტორს ქ-ნ ნინო ელბაქიძეს გვერდით დგომისთვის და დაფასებისთვის, მიხარია, რომ მოსწავლეთა სპორტული წარმატებები ჩვენი ქვეყნის საზღვრებსაც ცდება, მადლობა მათ მონდომებისთვის და დაუღალავი შრომისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ბევრჯერ მივაღწევთ წარმატებებს და გავამართლებთ ჩვენი გულშემატკივრების იმედებს“,- აღნიშნავს პედაგოგი. 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, აქტივობები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება, ხოლო დასკვნითი ღონისძიება 27 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარდება.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება