მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი გონდრიოს საჯარო სკოლაში, რომელიც 140 მოსწავლეს აერთიანებს, სასწავლო პროცესი პერსონალიზირებულია და მორგებულია მოსწავლეთა ინტერესებსა და საჭიროებებს.
მცირეკონტიგენტიან სკოლაში ახალი თაობის მიღება ყოველთვის გამორჩეულად ახარებთ, ამიტომ 15 სექტემბერი აქ ნამდვილი დღესასწაულია. წელს სკოლის კარი 15-მა პირველკლასელმა შეაღო. სასწავლო წლის დაწყება სკოლაში ტრადიციულად დიდი სიხარულითა და ზეიმით აღნიშნა.
„ყოველწლიურად დიდი და ლამაზი ზეიმით ვიწყებთ ახალ სასწავლო წელს. ამ დღის ტრადიციად ვაქციე, მე-12 კლასელთა ღონისძიება, რომელსაც თავადვე გეგმავენ, რა თქმა უნდა, სასკოლო საზოგადოების გვერდში დგომითა და მხარდაჭერით.
ადრეც ტარდებოდა ზეიმები, მაგრამ ჩემი დირექტორობის შემდეგ უფრო თანამედროვე გავხადე. ღონისძიებაც, ტრადიციულად, ჰიმნით და დროშის აღმართვით დაიწყო, გახსნითი სიტყვით მივმართე დამსწრე საზოგადოებას, წარმატებები ვუსურვე მოსწავლეებს, პირველკლასელებს ცხოვრების პირველი ნაბიჯები დავულოცე და განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით მივმართე. საზეიმოდ გადავეცით კომპიუტერები. სიმბოლურად, მე-12 კლასელებმა გადასცეს პირველკლასელებს სამახსოვრო საჩუქრები. ყველამ თავი გამოიჩინა, იყო სიმღერები, ლექსები, ცეკვები და დიდი ჟრიამული და ბედნიერება“,- აღნიშნავს etaloni.ge-სთან საუბრისას სკოლის დირექტორი გიულიზარ თარზიანი.
სკოლაში 32 მაღალკვალიფიციური, სერტიფიცირებული პედაგოგი ასწავლის. თავად დირექტორი წამყვანი მასწავლებელი გახლავთ და საკუთარი მაგალითით ახალისებს კოლეგებს პროფესიული წინსვლისა და განვითარებისკენ. პედაგოგთა პროფესიონალიზმი კი სწავლების ხარისხსა და მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე აისახება.
„სკოლაში 32 პროფესიონალი და სერტიფიცირებული პედაგოგია. ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, ჩვენი სკოლა ერთ-ერთი გამორჩეულია პროფესიონალი პედაგოგებთა და ხარისხიანი სწავლებით. მე წამყვანი მასწავლებელი გახლავართ, დანარჩენებს უფროსი მასწავლებლის სტატუსი აქვთ. გვყავს ბილინგვური და ინტერაქტიული სწავლების პედაგოგები, რომლებიც სისტემატიურად ატარებენ ღონისძიებებს, აქვთ არაფორმალური განათლების წრეები.
სწავლება თითოეულ მოსწავლეზეა მორგებული, ჩვენს მოსწავლეებს არ სჭირდებათ რეპეტიტორებთან სიარული, დიდი ყურადღება ექცევა ასევე მოსწავლეთა პიროვნულ ზრდას, მათ ღირსეულ პიროვნებებად ჩამოყალიბებას.
საამაყოა, რომ წელს 11 კურსდამთავრებულიდან 7 ჩაირიცხა უმაღლეს სასწავლებელში, აქედან 5 უფასოზე. ექვსი დედაქალაქის სხვადასხვა უნივერსიტეტებში აგრძელებს სწავლას, ერთი კი - სომხეთში. ეს ჩვენი დაუღალავი შრომის დაფასებაა, რაც მახარებს და სიამაყით მავსებს. ახლახან, ჩემმა ყოფილმა მოსწავლეებმა, დღეს უკვე სტუდენტებმა მითხრეს, ძლიერ ჯგუფებში გადაგვანაწილესო, რაც ნამვდილად სასიხარულოა, მათი დიდი გულშემატკივარი და მხარდამჭერი ვარ და არ ვწყვეტ მათთან კონტაქტს“,- ამბობს სკოლის დირექტორი.
მისი ხედვით, წარმატებული სკოლა იქმნება სამართლიანობით, მოსწავლეებთან მეგობრული, მასწავლებლებთან კი კოლეგიალური დამოკიდებულებით.
„10 წელია მოსწავლეთა განათლებას ვემსახურები, პროფესიული გზა მასწავლებლის დამხმარედ დავიწყე, შემდგომ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად გადამიყვანეს, ჩავაბარე სამოქალაქო განათლება, დირექტორის გამოცდები და ორი წელია რაც დირექტორად დავინიშნე.
ვფიქრობ, კარგი ხელმძღვანელი პირველ რიგში განათლებული უნდა იყოს, რადგან ესაა რაც ფეხზე მყარად დგომის საშუალებას გაძლევს და მეტ პატივისცემას იმსახურებ, უდაოდ აუცილებელია ადამიანური თვისებები, როგორიცაა სამართლიანობა, სხვისი აზრის მოსმენა და გაანალიზება, გასაგებია, რომ ყველას აზრს ვერ დაეთანხმები, მაგრამ სხვისი რჩევების მიღება და საჭიროების შემთხვევაში გათვალისწინება მნიშვნელოვანია, მით უმეტეს თუ მოსწავლის ინტერესებს ეხება საქმე.
მოსწავლეების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება მაქვს, ხშირად ვხვდები და ვესაუბრები მათ, თუ რაიმეს არასწორად ფიქრობენ ვცდილობ შევაცვლევინო აზრი, შეხედულება და დამოკიდებულება. კარგის შემთხვევში კი წავახალისო, ეს მზრუნველობა ქმნის ურთიერთპატივისცემას. მიყვარს, აქტიური და ინიციატივის მქონე ბავშვები. უნდა აღვნიშნო, რომ 1-ელი კლასის ღონისძიების მომზადებისას სკოლის თვითმმართველობა მოვიდა და შემომთავაზა, რომ დამრიგებელს ღონისძიების მოწყობაში დაეხმარებოდნენ, რამაც ძალიან გამახარა - მორთეს სააქტო დარბაზი ჩაერთნენ ზეიმის ორგანიზებაში, ეს ერთიანობა და ერთმანეთის დახმარების სურვილი ქმნის იმ ჰარმონიას, სადაც ყველას მოუხარია. მათ იციან ერთმანეთის მხარდაჭერით ყველა სირთულეს დაძლევენ“,- ამბობს სკოლის ხელმძღვანელი.
სკოლაში სახელმწიფო ენის ხარისხიანი სწავლება ერთ-ერთი პრიორიტეტია.
„ქართული ენის სწავლებას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ჩვენთან. მონდომებული მოსწავლეები ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაშიც დადიან და სრულყოფილად ეუფლებიან სახელმწიფო ენას, რასაც შედეგი მოაქვს - უმეტესობა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებს სწავლას. ან როგორ შეიძლება დაიბადო და გაიზარდო ქვეყანაში, იყო მისი მოქალაქე და არ იცოდე ენა“,- აღნიშნავს გიულიზარ თარზიანი და სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
„ყველა წარმატების მთავარი საფუძველი სწავლაა. რაც უფრო ადრე გააცნობიერებენ ამას ჩვენი ახალგაზრდები, მით მეტი თავისუფლება ექნებათ ცხოვრებაში. განათლებული ადამიანი თავად მართავს საკუთარ ბიუჯეტს, საკუთარ ცხოვრებას და აღარ არის დამოკიდებული სხვაზე“, - ამბობს დირექტორი და მომავალ თაობას მიზანდასახულობისკენ, შრომისმოყვარეობისა და საკუთარი საქმის სიყვარულისკენ მოუწოდებს.
მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა
საქმეზე დაწყებულია გამოძიება, აღმზრდელს უფლებამოსილება შეუჩერდა
რესურსცენტრები, მასწავლებლის სახლი, პედაგოგები... - ცნობილია, რაზე ისაუბრებს მინისტრი ზოგადი განათლების ხედვის პრეზენტაციაზე
აღმზრდელ-პედაგოგი თანამშრომლობს იმ უწყებების წარმომადგენლებთან, რომლებიც აწარმოებენ სხვადასხვა ტიპის მონიტორინგს დაწესებულებაში
ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას
„ხელმძღვანელმა ყველა ახალ, კარგ წამოწყებას, მასწავლებლისგან იქნება ის თუ მოსწავლისგან, მხარი უნდა დაუჭიროს“...
პირველადგილოსნები კონკურსის შემდეგ ეტაპზე იასპარეზებენ
პედაგოგები გახლავთ: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მაია დვალი, სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ნანა მარღანია
გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“