TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რომ მოსწავლეებს მივცეთ ცოდნა, ღირებულებები და სიყვარული“ - ვანზომლეთის საჯარო სკოლის დირექტორი რეზო ვადაჭკორია
01-10-2025
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანზომლეთის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის სიხარულით არის სავსე.

როგორც სკოლის დირექტორი რეზო ვადაჭკორია აღნიშნავს, მცირეკონტიგენტიან სკოლას, სადაც სულ 35 მოსწავლე ირიცხება, ახალი თაობის მიღება სიცოცხლით ავსებს. 15 სექტემბერს სკოლის კარი ხუთმა პირველკლასელმა შეაღო. ტრადიციადქცეული ზეიმი საქართველოს ჰიმნითა და დროშის აღმართვით დაიწყო.

„ყოველწლიურად დიდი აღტაცებითა და სიხარულით ვხვდებით ახალი სასწავლო წლის დაწყებას, ვამზადებთ სასწავლო გეგმას, ვანაწილებთ საათებს, ვეცნობით სიახლეებს და ვნერგავთ სკოლაში. პირველ დღეს კი, ტრადიციულად, ზეიმით ვხვდებით მონატრებულ მოსწავლეებს. წელსაც არ გადაგვიხვევია ტრადიციისთვის და საზეიმო ღონისძიებით შევხვდით ჩვენს მოსწავლეებს. ზეიმი საქართველოს ჰიმნითა და დროშის აღმართვით დავიწყეთ, ზეიმი სტუმრებმაც გაგვილამაზეს, საკრებულოს თავჯდომარე და დეპუტატი დაესწრო ღონისძიებას, სასკოლო საზოგადოებას მივულოცე სასწავლო წლის დაწყება, სიტყვით გამოვიდნენ, სტუმრები, პედაგოგები, მშობლები. პატარებს გადავეცით კომპიუტერები და მუნიციპალიტეტის მიერ გამოგზავნილი საჩუქრები, რამაც ძალიან გაახარა ისინი. ძალიან მხიარულ და სასიამოვნო ნოტაზე დავიწყეთ სასწავლო წელი“,- აღნიშნავს etaloni.ge-სთან საუბრისას სკოლის დირექტორი რეზო ვადაჭკორია.

სკოლაში დღეს 19 მაღალკვალიფიციური პედაგოგი მუშაობს, რომლებიც ინდივიდუალური მიდგომებით გამოირჩევიან. 

„სკოლაში 19 პედაგოგი სწავლის. ყველა თავისი საქმის კარგი მცოდნე და პროფესიონალია. მოსწავლეებს მასწავლებლების ყურადღება ნამდვილად არ აკლიათ, როცა გაკვეთილზე 2 მოსწავლე გიზის სწავლება ინდივიდუალურად მიმდინარეობს, სასწავლო პროცესის დროს გათვალისწინებულია მოსწავლეთა ინტერესები და საჭიროებები. ბავშვებს სახლში მეცადინეობა დიდად აღარ სჭირდებათ იმდენად მომზადებულნი არიან, რა თქმა უნდა, არ საჭიროებენ კერძო მასწავლებლების დახმარებასაც, ეს ყველაფერი კი მათ აკადემიურ მიღწევებზე აისახება.  სასიხარულოა, რომ კურსდამთავრებულები წარმატებით აბარებენ უმაღლეს სასწავლებლებში, ზოგი პროფესიულ გზას ირჩევს, რაც ასევე მისასალმებელია, ქვეყანას ყველა პროფესიის ადამიანი სჭირდება, საქმის კარგი მცოდნე. ხშირად ისინი, თავისი ხელობით უფრო მეტსაც კი გამოიმუშავებენ და მჯერა, ცხოვრების პირობებს გაიუმჯობესებენ“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი. 

რეზო ვადაჭკორია მოსწავლეთა განათლების სადარაჯოზე 34 წელია დგას. ვანზომლეთის საჯარო სკოლა მისთვის მშობლიურია. თავად ამავე სკოლის კურსდამთავრებული გახლავთ, პროფესიული გზაც საყვარელ გარემოსა და საქმეს დაუკავშირა -  „ეს ის სკოლაა, სადაც თავად მივიღე განათლება და მის ყოველი კედელი ძვირფასია ჩემთვის“,- ამბობს დირექტორი, რომლის კრედო სამართლიანობაა, მისი ურთიერთობები მოსწავლე-მასწავლებლებთან კი - სითბოთი და მეგობრობით გამოირჩევა.

„1991 წლიდან ვმუშაობ ამ სკოლაში და 19 წელია რაც დირექტორი ვარ, ეს სკოლა მაქვს დამთავრებული და მიყვარს ყველაფერი, რაც ამ სკოლას უავშირდება. ჩემი კრედო და ცხოვრების წესი სამართლიანობაა, რაც სკოლის დირექტორად დავინიშნე, ვერავინ იტყვის, რომ ვინმეს უსამართლოდ მოვექეცი, ამიტომ სკოლის კოლექტივი ერთმუშტადაა შეკრული, გვაქვს მეგობრული ოჯახური დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, ვითვალისწინებთ და  პატივს ვცემთ ერთმანეთის აზრს. მოსწავლეებისთვის კი დიდი მეგობარი და მხარდამჭერი ვარ. ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რათა მათ მივცეთ: ცოდნა, ღირებულებები, ადამიანობა, სიყვარული, მთავარია მოსწავლე მონდომებული იყოს და ყველა სიკეთეს წაიღებს სკოლიდან“,- ამბობს სკოლის დირექტორი. 

დირექტორის გზავნილი ახალგაზრდებისადმი ასეთია: მინდა ჩვენს ახალგაზრდა თაობას ვუთხრა - ჩემო კარგებო ყველა წარმატების თავი განათლება, ღირებულებები და ადამიანობაა, არ აქვს მნიშვნელობა რისი დიპლომი გექნება კოლეჯის თუ ინსტიტუტის, მთავარია კარგად იცოდე შენი საქმე და გიყვარდეს ის რასაც აკეთებ. დამერწმუნეთ დაფასებულნი იქნებით საზოგადოებაში“,- ამბობს რეზო ვადაჭკორია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება