სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის ეროვნული დღის აღნიშვნა 600 000 ლარზე მეტი ჯდება - მუსიკალური ნომრები, ფურშეტი, დეკორაციები...
09-10-2025
-
+


მასწავლებლის ეროვნული დღის აღსანიშნავი ღონისძიებისთვის განათლების სამინისტრო 628 288.88 ლარს დახარჯავს. ღონისძიების ფარგლებში მასწავლებლის ეროვნული პრემიის მიმღებთა ვინაობა გახდება ცნობილი. 

საღამოს ორგანიზატორი კომპანია შპს „თიხარტი“ იქნება, რომლის მფლობელიც ნინო ნოდიაა (ზუზუ), საზოგადოების დიდი ნაწილისთვის იგი ცნობილი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ შესრულებული როლიდან გახდა ცნობილი. ნინო, „პუსკუნას“ როლს ასრულებდა. აქვე უნდა აღვნიშნოთ რომ კომპანია „თიხარტის“ მფლობელი ნინო ნოდია და თიკა რუხაძე უახლოესი მეგობარი არიან და როგორც „ტვ პირველის“ მიერ მოძიებული დოკუმენტებიდან ირკვევა  კულტურის მინისტრი გასულ წელს „თიხარტის“ საქმიანობაშიც იყო ჩართული. 2024 წელს მრჩევლის სტატუსით დასაქმებულმა კულტურის მინისტრმა, თიკა რუხაძემ კომპანიისგან ანაზღაურების სახით 260 ათასი ლარი მიიღო. 

ამასთან, განათლების სამინისტრომ გამარტივებული შესყიდვის ნებართვა ითხოვა, ხოლო კითხვაზე, რატომ ვერ იქნებოდა შესყიდვები წინასწარ დაგეგმილი? - უწყებამ პასუხი ასე დაასაბუთა: შესასყიდი მომსახურების სავარაუდო ღირებულებიდან, სპეციფიკიდან, მასშტაბიდან და ვადებიდან გამომდინარე შესყიდვის ელექტრონული ტენდერის პროცედურებით განხორციელება შეუძლებელია. შესაბამისად, შესყიდვა წინასწარ დაგეგმილი ვერ იქნებოდა.  განათლების სამინისტროს მოთხოვნა დაკმაყოფილდა. 

27 ოქტომბერი მასწავლებლის ეროვნულ დღედ 2023 წელს დაწესდა. წელს უკვე მესამედ სამინისტრო კონკურსის ფარგლებში შერჩეულ ღვაწლმოსილ პედაგოგებს გადაეცემა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება უშუალოდ ღონისძიებას, ის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიმართება და 1000 სტუმარი იქნება მიწვეული.

ღონისძიების დეტალები 

ღონისძიების რეჟისორი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ახლანდელი გენერალური დირექტორი ბაკურ ბაკურაძეა, რომელსაც აღნიშნული საღამოს ორგანიზებისთვის 20 000 ლარს გადაუხდიან.

დოკუმენტში ვკითხულობთ: დაგეგმილია საკონცერტო ნომრები - არანაკლებ 6 შემსრულებლისა (მუსიკალური და საცეკვაო) საკონცერტო პროგრამის ხანგრძლივობა 1 საათია. ცნობლია შემსრულებელთა ვინაობაც და მათი ჰონორარები: ლიზა ბაგრატიონი - 6500 ლარი; ნატო მეტონიძე - 6500 ლარი; შვიდკაცა - 13000ლარი; სამების გუნდი - 20000 ლარი; ერისიონი - 30000 ლარი; რუსთავი - 30000 ლარი; თამრიკო  გვერდწითელი -11000 ლარი; მართვე - 6500 ლარი.

აქვე შეგახსენებთ, რომ გასულ წელს მასწავლებლის ეროვნული პრემიის გადასაცემი ღონისძიებისთვის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ნახევარ მილიონზე მეტი გადაიხადა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წელს ღონისძიება სექტემბერში ჩატარდა. 

ღონისძიებისთვის გაკეთებული ხარჯთაღრიცხვა დეტალურად იხილეთ ფოტოებში: 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება