სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სკოლა ოჯახია, სადაც მთავარია სიყვარული, ურთიერთგაგება და ერთმანეთის მხარდაჭერა“ - ფურტიოს საჯარო სკოლის დირექტორი ნაზი ქამადაძე
30-09-2025
-
+


ლევან ბერიძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლის დაწყებას სრული მზადყოფნით შეხვდა. 

სკოლის დირექტორ ნაზი ქამადაძისა და პედაგოგების ერთიანმა შემართებამ პირველი სასწავლო დღე ნამდვილ დღესასწაულად აქცია. 

მცირეკონტიგენტიან სკოლაში, სადაც სულ 114 მოსწავლე სწავლობს, ახალი თაობის მიღება განსაკუთრებულად ახარებთ. წელს სკოლის კარი 9 პირველკლასელმა შეაღო. 

სკოლის დირექტორის თქმით, სასწავლო წლის საზეიმოდ დაწყება ფურტიოს საჯარო სკოლაში ლამაზი ტრადიციაა და მოსწავლეთა მოტივირებას ემსახურება. 

„ჩვენ სამი შერწყმული სკოლა გვაქვს და სამივე ფუნქციონირებს, რაც სასიხარულოა. ყოველ წელს მომზადებულები ვხვდებით ახალი სასწავლო წლის დაწყებას - ვადგენთ სასკოლო გეგმას, ვანაწილებთ სამუშაო საათებს, თვალ-ყურს ვადევნებთ ყველა სიახლეს, რასაც შემდეგ სკოლაში ვნერგავთ, მთელი სასკოლო საზოგადოება ჩართულია სამზადისში, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პირველი სასწავლო დღე მოსწავლეებს ზეიმად ვუქციოთ, არც წელს ყოფილა გამონაკლისი. ძალიან კარგი დახვედრა გვქონდა, გვესტუმრნენ მერიის წარმომადგენლები და საკრებულოს დეპუტატი, მოსწავლეებს მიმართე სიტყვით და სასწავლო მიღწევები ვუსურვე, ასევე წარმატებულ მოსწავლეებს გადავეცი სიგელები, რითაც ძალიან გავახარე და წავახალისე, ეს იყო გზავნილი არა მარტო მათთვის, არამედ ყველა მოსწავლისთვის, უნდა იცოდნენ, რომ მონდომება და შრომა ყოველთვის ფასდება. პატარებს საზეიმოდ გადავეცი კომპიუტერები და გზა დავულოცე. იყო მილოცვები და ბევრი დადებითი ემოცია“,- გვიყვება  ფურტიოს საჯარო სკოლა ხელმძღვანელი ნაზი ქამადაძე. 

სკოლაში მოსწავლეთა აღზრდა-განათლებას ​24 პროფესიონალი პედაგოგი ემსახურება. პედაგოგები ინდივიდუალური მიდგომებით გამოირჩევიან და ყველაფერს აკეთებენ, რათა მოსწავლეებს საფუძვლიანი ცოდნა მისცენ. შედეგიც თვალსაჩინოა - ბოლო წლებში სკოლას არაერთი ოქროსმედალოსანი და წარმატებული აბიტურიენტი ჰყავს, რაც როგორც დირექტორი ამბობს, თითოეული პედაგოგის თავდაუზოგავი შრომისა და სიყვარულის შედეგია.

„სკოლაში 24 თავის პროფესიაზე უზომოდ შეყვარებული პედაგოგი მუშაობს. ისინი ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა მოსწავლეებისთვის კარგი აღზრდა და განათლება უზრუნველყონ. მოსწავლეთა მცირერიცხოვნობიდან გამომდინარე, ჩვენთან ფაქტობრივად, ინდივიდუალური სწავლებაა. ყველა სირთულის აღმოფხვრა უმალვე ხდება, ეს აისახება კიდეც მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე. წელს სამმა მოსწავლემ დაამთავრა სკოლა, აქედან ერთი ოქროსმედალოსანია და უმაღლეს სასწავლებელშიც წარმატებით ჩაირიცხა. აკადემიური მოსწრებით გამოირჩეოდნენ შარშანდელი კურსდამთავრებულებიც - 14 მოსწავლიდან ხუთი ოქროსმედალოსანი იყო, 10-მა უმაღლეს სასწავლებელში, სასურველ ფაკულტეტზე ჩააბარა. მოსწავლეთა მიღწევები ყოველთვის განსაკუთრებულად მახარებს და მაბედნიერებს, ვთვლი, რომ ყოველი მოსწავლის წარმატება ჩემი წარმატებაცაა“,- ამბობს სკოლის ხელმძღვანელი. 

 ნაზი ქამადაძე 38 წელია მოსწავლეთა განათლების სადარაჯოზე დგას, ბოლო ხუთი წელი კი ხელმძღვანელ პოზიციას იკავებს. მისთვის სკოლა მხოლოდ სამუშაო ადგილი კი არა, ოჯახია, სადაც მთავარია სიყვარული, ურთიერთგაგება და ერთმანეთის მხარდაჭერა. 

„ამ სკოლაში 38 წელია ვმუშაობ, აქედან 5 წელი დირექტორის თანამდებობაზე. ეს სკოლა ჩემთვის განსაკუთრებულად ძვირფასია - მეორე ოჯახად მიმაჩნია. ოჯახში კი მთავარი სიყვარული და ურთიერთგაგებაა. ყველაფერს ვაკეთებ, რომ ჩვენს სკოლაში ეს ღირებულებები არ დაიკარგოს 

მიმაჩნია, რომ საქმის სიყვარული, მოსწავლე-მასწავლებლებთან მეგობრული ურთიერთობა, მათი გამოწვევებისა თუ სიხარულის გაზიარება, მხარდაჭერა და პროფესიული წინსვლის ხელშეწყობა ხელმძღვანელის უპირველესი მოვალეობაა. რაც შემიძლია, თამამად ვთქვა ჩვენს სკოლაში მიღწეულია. მიხარია, რომ მოსწავლეებს უხარიათ სკოლაში მოსვლა, რადგან იციან და გრძნობენ რაოდენ ძვირფასები არიან ისინი ჩვენთვის, არ შეიძლება პედაგოგი გერქვას და ბავშვი არ გიყვარდეს. ასეთი ერთობა გვაქვს, რაც მაძლევს სიხარულის და სიამაყის საფუძველს“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი და განსაკუთრებით მტკივნეულად აწუხებს თანამედროვეობის გამოწვევა - ახალი თაობის მიერ წიგნის მივიწყება 

„ტექნოლოგიების ეპოქაში ბავშვები შორდებიან წიგნს ეს კი ძალიან მაწუხებს, რა თქმა უნდა, ცხოვრებას და წინსვლას ფეხი უნდა აუწყო, მაგრამ წიგნის სიყვარული მაინც სხვა ფენომენია, საუკეთესო ბიბლიოთეკა გვაქვს, შევიძინეთ ახალი წიგნებიც, მაგრამ მათ მაინც გაჯეტები უჩევნიათ. ჩემო საამაყო, საყვარელო და უნიჭიერესო ახალგაზრდობა გიყვარდეთ წიგნი, ისწავლეთ, იშრომეთ და მიაღწიეთ დასახულ მიზანს ჩვენდა გასახარად, რადგან თქვენ ხართ ქვეყნის მომავალი და თქვენს იმედზეა ჩვენი მრავალჭირნახული ქვეყანა“,- ასეთია დირექტორის გზავნილი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება