TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დირექტორს თავისი საქმე უნდა უყვარდეს, ყველაფერს აკეთებდეს მოსწავლეთა წარმატებისთვის“-ნინოწმინდის N4 სკოლის ხელმძღვანელი ლელა ხითარიშვილი
30-09-2025
-
+


ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლა ქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა, სადაც დღეს სულ 34 მოსწავლე ირიცხება. 

მიუხედავად იმისა, რომ სკოლა ავტორიზებულია და გათვლილია 120 მოსწავლეზე, ქართულენოვანი მოსახლეობის სიმცირე, პირდაპირ აისახება მოსწავლეთა რიცხოვნობაზე. 

თუ წარსულში სკოლაში 160-190 მოსწავლე სწავლობდა, დღეს მათი რიცხვი საგრძნობლად შემცირებულია, თუმცა, როგორც etaloni.ge-სთან სკოლის დირექტორი ლელა ხითარიშვილი აღნიშნავს, სასიხარულოა, რომ წელს პირველკლასელთა რიგებს ოთხი არაქართულენოვანი მოსწავლე შეემატა.

„ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და 34 მოსწავლე ირიცხება, მიუხედავად იმისა, რომ სკოლა ავტორიზებულია და გათვლილია 120 მოსწავლეზე. მოგეხსენებათ, ჩვენი რეგიონი დასახლებულია არაქართველი მოსახლეობით, რაც გავლენაც ახდენს მოსწავლეთა რაოდენობაზე. ადრე მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა იყო 190, მინიმალური კი - 160, სამწუხაროდ დღეს ასეთი მოცემულობა გვაქვს, მაგრამ სასიხარულოდ უნდა ითქვას, რომ წელს 4 პირველკლასელი არაქართველია და სომხურენოვანია“,- ამბობს სკოლის ხელმძღვანელი. 

სკოლა ახალგაზრდებს საინტერესო შესაძლებლობებს სთავაზობს. სკოლის ბაზაზე იქმნება კოლეჯი, სადაც მოსწავლეები ინჟინერიასა და გრაფიკას დაეუფლებიან. პარალელურად იხსნება მოკლევადიანი, ავტორიზებული პროგრამა კომპიუტერული პროგრამირების მიმართულებით, რომელშიც უკვე 15 სტუდენტია ჩარიცხული.

„სკოლის ბაზაზე შენდება კოლეჯი, სადაც დეკემბრიდან მოსწავლეები დაეუფლებიან ინჟინერიასა და გრაფიკას. ასევე იხსნება მოკლევადიანი ავტიორიზებული პროგრამა კომპიუტერული პროგრამირების კუთხით, უკვე გვყავს 15 სტუდენტი, რომლებიც სწავლას 1-ელ ოქტომბერს დაიწყებენ და 10 დეკემბერს დაასრულებენ, მათზე სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი გაიცემა, ასე რომ გეგმები დიდი გვაქვს“,- აღნიშნავს ლელა ხითარიშვილი.

სკოლაში, ახალი სასწავლო წლის დაწყება, ტრადიციისამებრ, საზეიმოდ აღინიშნა.

„წელსაც, როგორც ყოველთვის, სასწავლო წლის დასაწყებად დიდი მონდომებით მოვემზადეთ. მოსწავლეებს მივმართე მისასალმებელი სიტყვით, მივულოცე სასწავლო პროცესის განახლება და ვუსურვე, ახალი შემართებით დაიწყონ სწავლა. პირველკლასელების საკლასო ოთახი საზეიმოდ იყო მორთულ-მოკაზმული, დამრიგებელმა მათ კუთვნილი კომპიუტერები, სახელმძღვანელოები და სკოლის სახელით გაკეთებული საჩუქრები გადასცა. ძალიან ლამაზი და სასიამოვნო დღე იყო ყველასთვის“,- გვიყვება დირექტორი. 

მოსწავლეთა განათლებაზე 23 სერტიფიცირებული პედაგოგი ზრუნავს. როგორც სკოლის ხელმძღვანელი გვეუბნება, საგანმანათლებლო დაწესებულება ერთ-ერთი პირველი იყო რეგიონში, სადაც უფროსი და მენტორი მასწავლებლები მუშაობდნენ.

„სკოლაში სულ 32 თანამშრომელია, მათგან 23 პედაგოგია, ყველა სერტიფიცირებული. მინდა სიამაყით ვთქვა, რომ ერთ-ერთი პირველი სკოლა ვიყავით, სადაც უფროსი და მენტორი მასწავლებელი გყავდა. ასევე სკოლაში წარმატებით ხორციელდება პროგრამა - „ასწავლე საქართველოსთვის.

სკოლაში სწავლება უმაღლეს დონეზე მიმდინარეობს, მთავარია მოსწავლემ მოინდომოს, თუ საჭიროება მოითხოვს პედაგოგები გაკვეთილების შემდეგ ინდივიდუალურადაც ამეცადინებენ ბავშვებს, ძალ-ღონეს, დროს და ენერგიას არ იშურებენ, რათა მოსწავლეებს საფუძვლიანი განათლება მისცენ. წელს სკოლა ერთმა მოსწავლემ დაამთავრა და საკმაოდ კარგი შედეგებით ჩაირიცხა უმღლეს სასწავლებელში“,- ამბობს დირექტორი. 

დირექტორი უკვე 27 წელია მომავალი თაობის განათლების სადარაჯოზე დგას და 18 წელია ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლას უდგას სათავეში. მისი ხედვით, ხელმძღვანელს საკუთარი საქმე უნდა უყვარდეს, ბოლომდე უნდა ჰქონდეს გათვითცნობიერებული თავისი ვალდებულება და ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეთა წარმატებისთვის.

„მოსწავლეთა განათლებას 27 წელია ვემსახურები, მათ შორის 18 წელია ამ სკოლის დირექტორი ვარ, მიმაჩნია, რომ ხელმძღვანელს თავისი საქმე უნდა უყვარდეს, ბოლომდე ჰქონდეს გათვითცნობიერებული თავისი ვალდებულება, უყვარდეს ბავშვები და ყველაფერი გააკეთოს მათი წინსვლისა და წარმატებისთვის, რა თქმა უნდა, პედაგოგებთან ერთად“,- ამბობს სკოლის ხელმძღვანელი და დასძენს, რომ ერთიანობა, თანამშრომლობა და მიზანდასახულობა სწორედ ის საფუძველია, რომელიც სკოლის წარმატებას განსაზღვრავს. 

„მინდა, რომ ახალგაზრდებმა გამოიყენონ ის შანსი, რასაც სკოლა, ოჯახი და საზოგადოება აძლევთ. ისწავლონ და გამოადგნენ საკუთარ თავს, რათა ღირსეული მომავალი შექმნან და ღირსეულად ემსახურონ საკუთარ ხალხსა და სამშობლოს“, - ასეთია დირექტორის გზავნილი ახალგაზრდებისადმი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება