TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხუნწის საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა პინოქიოს როლი მოირგეს
30-09-2025
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნწის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა სასწავლო მეთოდებსა და სტრატეგიებს იყენებენ და მოსწავლეებს გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ. 

აღსანიშნავია, მე-2 კლასელთა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი, სადაც პედაგოგმა სოფო დანელიამ როლურ თამაშს მიმართა. ამჟამად, მოსწავლეები საპროგრამო მასალით „პინოქიოს თავგადასავალს“ გადიან. ბავშვებმა ერთ-ერთი თავი შეისწავლეს. ტექსტის გაცნობის შემდეგ კი მთავარი გმირის როლი მოირგეს, პინოქიოს წერილებიც მისწერეს და ცუდისა და კარგის გასარჩევად რჩევებიც არ დაიშურეს. 

„დღეს მე-2 კლასში პინოქიო ვისტუმრეთ...ვიმსჯელეთ მის თვისებებზე, მოვირგეთ მისი როლი და მივხვდით, თუ რა რთულია ტყუილში ცხოვრება (როცა ცხვირი ასე გეზრდება ტყუილის შემდეგ)წ ერილებიც მივწერეთ და რაც მთავარია ვისწავლეთ ცუდისა და კარგის გარჩევა...

დარწმუნებული ვარ, ჩემი პატარები, ასე ნელ-ნელა შეაგროვებენ ცოდნას, დადებით ემოციებს, იბედნიერებენ თვითონაც და სარგებელს მოუტანენ სხვასაც...“, - გვიყვება პედაგოგი სოფო დანელია და მოსწავლეებს კვლავ არაერთ საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდება. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება