TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

აკეთის საჯარო სკოლის მოსწავლის - მარიამ მორჩილაძის მოთხრობა ​მდგრადობის თემატიკაზე შექმნილი საბავშვო წიგნის ფურცლებს ამშვენებს
30-09-2025
-
+


ზაზა ჩხაიძის სახელობის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლაში არაერთი წარმატებული და მიზანდასახული მოსწავლე სწავლობს, რომელთა მიღწევები სასკოლო საზოგადოებისთვის საამაყოა. 

ამჯერად სკოლის დირექცია მე-12 კლასის წარმატებულ მოსწავლეს - მარიამ მორჩილაძეს გვაცნობს. მარიამი მიზანდასახული და შრომისმოყვარე გოგონაა. მას მრავალ პროექტში მიუღია მონაწილეობა და დიდი წარმატებაც ხვდა წილად. ამჯერად მდგრადი განვითარების ცენტრის GRUN SDGs პროექტში იყო ჩართული, რომლის ფარგლებში დაწერა მოთხრობა ფუტკრის სარგებელზე, რაც ერთგვარად პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო მდგრადი განვითარების მიზნების მხარდასაჭერად.

როგორც თვითონ ამბობს, ეს დღე მისთვის ძალიან დიდი ემოციებითა და სიამაყით იყო სავსე, რადგან გააცნობიერა, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი წვლილის შეტანა პლანეტის კეთილდღეობაში.

სკოლაში მოსწავლეს მიღწეულ წარმატებას დიდი სიყვარულით ულოცავენ, მის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლ​ს კი პატივისცემას უდასტურებენ და აღნიშნავენ მის როლს მოსწავლის განვითარებაში.

„წარმოუდგენელია არ აღვნიშნოთ ჩვენი სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის მერი ჩიკვილაძის როლი მარიამის წარმატებაში. მერი მასწავლებელმა უამრავ მოსწავლეს გაუკაფა გზა, დაეხმარა საკუთარი შესაძლებლობების გაცნობიერებასა და სწორად წარმართვაში. გამონაკლისი არც მარიამი აღმოჩნდა. მისი მხარდაჭერითა და თანადგომით შეძლო მარიამმა პროექტში წარმატებული მონაწილეობა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება