სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ხელმძღვანელი უნდა იყოს ლიდერი ისწრაფოდეს სიახლეებისკენ, ნერგავდეს თანამედროვე მიდგომებს“- სათხის საჯარო სკოლის დირექტორი აიდა ჩახოიანი
30-09-2025
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყება, ყოველთვის დღესასწაულია. მცირეკონტიგენტიან სკოლაში ახალი თაობის მიღება გამორჩეულად ახარებთ, მათ დასახვედრად კი საგანგებოდ ემზადებიან. 

როგორც სკოლის დირექტორი აიდა ჩახოიანი გვიყვება, წელსაც სკოლაში სასწავლო პროცესი საზეიმოდ განახლდა. 

მოირთო საკლასო ოთახები, განსაკუთრებით ლამაზი და თბილი გარემო შეიქმნა პირველკლასელებისთვის, რომელთაც სკოლის კარი საზეიმოდ შეაღეს. 

„ტრადიციულად, წელსაც აკადემიური წლის დასაწყებად საგანგებოდ მოვემზადეთ, გალამაზდა და მოირთო საკლასო ოთახები, განსაკუთრებით ლამაზი იყო პირველკლასელთა საკლასო ოთახი. საზეიმო შეხვედრა საქართველოს ჰიმნით გავხსენით, მოსწავლეებს მივმართე სიტყვით, მივულოცე სწავლის დაწყება და ნაყოფიერი აკადემიური წელი ვუსურვე, წარმატებული მოსწავლეები წავახალისეთ და სიგელები გადავეცით, რაც ვფიქრობ აუცილებელია მათი სასწავლო ენთუზიაზმის ასამაღლებლად. პირველკლასელებს საზეიმოდ გადავეცი კომპიუტერები“,- აღნიშნავს etaloni.ge-სთან საუბრისას დირექტორი აიდა ჩახოიანი.

მცირეკონტიგენტიან სკოლაში სულ 168 მოსწავლე ირიცხება, მათგან 18 პირველკლასელია. მოსწავლეთა ხარისხიან განათლებაზე 32 მასწავლებელი ზრუნავს. 

ხელმძღვანელის სიხალეებისკენ სწრაფვა, პედაგოგთა პროფესიონალიზმი და ინდივიდუალური მიდგომები მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე აისახება. 

„სკოლაში 32 მასწავლებელია - წამყვანები, უფროსები და მხოლოდ 4 პრაქტიკოსი. სწავლების დონე მაღალია, სკოლაში აქტიურად ვნერგავ სიახლეებს, რაც სწავლის ხარისხზე აისახება, პედაგოგები მზად არიან თავისი ნიჭი და ცოდნა გადასცენ მოსწავლეებს. მართლაც, საამაყოდ გვაქვს საქმე. წელს სკოლა 18-მა მოსწავლემ დაამთავრა, მათგან 5 ოქროს და 2 ვერცხლისმედალოსანი იყო. 6 საქართველოს უნივერსიტეტებში 100-პროცენტიანი გრანტით ჩაირიცხა, დანარჩენებმა სომხეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩააბარეს საუკეთესო შედეგებით“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი. 

აიდა ჩახოიანს განათლების სფეროში 30-წლიანი გამოცდილება აქვს, საიდანაც 17 წელი ხელმძღვანელ თანამდებობაზეა. მისი ხედვით, სკოლაში, მაღალი აკადემიური შედეგები, ჰარმონია და უსაფრთხო გარემო მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუ ხელმძღვანელი ფლობს ლიდერის თვისებებს და არ უშინდება სიახლეებსა და გამოწვევებს. 

„30 წელია ახალი თაობის აღზრდა-განათლებას ვემსახურები, საიდანაც 17 წელია დირექტორის პოზიციას ვიკავებ, 15 წელი სხვა სკოლას ვხელმძღვანელობდი 2 წელია, რაც აქ დავიწყე მუშაობა.

იმისთვის, რომ სკოლაში უზრუნველყოფილი იყოს ხარისხიანი განათლება, სიმშვიდე და ჰარმონია, ვფიქრობ, ხელმძღვანელი იყოს ლიდერი თავისი შეგნებითა და თვისებებით, უნდა ისწრაფოდეს სიახლეებისკენ, ნერგავდეს თანამედროვე მიდგომებს. აუცილებელია თანამშრომლობა, როგორც პედაგოგებთან და მოსწავლეებთან, ასევე მშობლებთან. მიმაჩნია, რომ უმნიშვნელოვანესია მშობლების ჩართულობა სასწავლო პროცესში“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი. 

სკოლა სრულად გამართულია ინფრასტრუქტურულად  -  რეაბილიტირებულია „მილენიუმის“ პროექტის ფარგლებში, რაც მოსწავლეებს უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს უქმნის. განათლების ხარისხი კი კონკურენციას უწევს ქალაქის დიდ სკოლებს.

„ჩემი მიზანი და სწრაფვაა კონკურენტუნარიანი იყოს ჩვენი სკოლა. ჩვენი სოფელი ახლოს არის ქალაქთან და ყველა პირობას ვქმნით, რომ მშობლებმა ბავშვები ქალაქის სკოლებში არ წაიყვანონ. საოცრად მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა გვაქვს, სკოლა გარემონტებულია „მილენიუმის“  პროექტის ფარგლებში. ყველა პირობაა შექმნილი, რომ თითოეულმა მათგანმა თავი დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნოს. სწავლის დონე მაღალია, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ჩვენთან მიღებული განათლება იყოს კონკურენტუნარიანი“,- ამბობს დირექტორი. 

სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართული ენის სწავლებას. სკოლაში ბილინგვური სწავლების ხუთი მასწავლებელი მუშაობს, რაც სახელმწიფო ენის სრულფასოვნად შესწავლის საშუალებას იძლევა. 

„ჩვენს სკოლაში ქართული ენის სწავლებას დიდი და ღირსეული ადგილი უჭირავს გვყავს 5 ბილინგვური სწავლების პედაგოგი, მოსწავლეებიც ძალიან მონდომებულნი არიან და უნდათ სრულყოფილად შეისწავლონ სახელმწიფო ენა, რაც აუცილებელია მათი შემდგომი განვითარებისა და ინტეგრაციისთვის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა მოსწავლემ, შარშან, ქართული ენის ოლიმპიადაში ორი ტური წარმატებით გადალახა, ეს კი ნათელი მაგალითია იმისა, რომ სკოლაში სახელმწიფო ენა ხარისხიანად ისწავლება“,- აღნიშნავს აიდა ჩახოიანი და დასძენს, რომ განათლებული თაობა ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მომავალია. 

„მინდა, ჩვენს სასახელო მომავალ თაობას ვუსურვო მშვიდობიანი ცის ქვეშ ცხოვრება, ჯანმრთელობა და ვურჩიო ისწავლონ, ამისთვის ერთად ვმუშაობთ - სკოლა და ოჯახი. ვზრუნავთ მათ წარმატებულ მომავალზე, მათ კი მხოლოდ უნდა მოინდომონ“,- აღნიშნავს დირექტორი. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება