სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მიყვარს ჩემი საქმე და ვაფასებ ყველას, ვინც კეთილსინდისიერად ეკიდება მასზე დაკისრებულ მოვალეობას“- ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორი ლალი ფრეწუაშვილი
29-09-2025
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლა, დირექტორის - ლალი ფრეწუაშვილის ხელმძღვანელობით, სასწავლო პროცესის განახლებას სრული მზადყოფნით შეხვდა. 

მცირეკონტიგენტიან სკოლაში, სადაც სულ 195 მოსწავლე ირიცხება, ახალი თაობის მიღება ყოველთვის დღესასწაულია. წლევანდელი ღონისძიებაც მეტად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. 

წელს, სკოლის კარი 11-მა პირველკლასელმა შეაღო. დირექტორი და პედაგოგები პატარებს დიდი სიხარულით დახვდნენ. 

წინასწარ დაიგეგმა სასწავლო პროცესი, განაწილდა საათები, მოეწყო როგორც სკოლის ეზო, ისე სააქტო დარბაზი. ღონისძიება საქართველოს ჰიმნით გაიხსნა და საზეიმო მიღება-მისალმებითა და წარმატებულ მოსწავლეთა დაჯილდოებით გაგრძელდა. 

„ყოველ წელს დიდი სიხარულით და მონდომებით ვხვდებით ახალი სასწავლო წლის დაწყებას, ვადგენთ სასწავლო გეგმას, ვანაწილებთ საათებს და ვემზადებით მოსწავლეთა დასახვედრად, განსაკუთრებული დღეა ეს პირველკლასელებისთვის, რომლებიც სასკოლო ცხოვრების პირველ ნაბიჯებს დგამენ, წელს, მთელი სასკოლო საზოგადოება ჩართული ვიყავით ეზოს მორთვაში და რადგან ზუსტდ ვერ განსაზღვრავ ამინდს, მოვრთეთ სააქტო დარბაზიც, ზეიმი ტრადიციულად საქართველოს ჰიმნით დავიწყეთ, შემდეგ მისალმებითა და კეთილი სურვილებით გავაგრძელეთ, საუკეთესო მოსწავლეები სიგელებით დავაჯილდოვეთ. ვფიქრობ, რომ ეს დიდი მოტივაციაა მოსწავლეებისთვის და ჯანსაღი კონკურენციისთვის. შემდგომ ამოვიკითხე პირველკლასელთა გვარები და მათ საზეიმოდ გადავეცი კომპიუტერები. საოცარი სანახავი იყვნენ წითელი ვარდებით ხელდამშვენებული პირველკლასელები. სიმბოლურად, ისინი საკლასო ოთახებში მე-12 კლასელებმა ააცილეს, მათ მერხებზე - სახელმძღვანელოები და სიმბოლური საჩუქრები ელოდათ. ძალიან ამაღელვებელი და დასამახსოვრებელი იყო ეს ყველაფერი“,- აღნიშნავს etaloni.ge-სთან საუბრისას ლალი ფრეწუაშვილი.

სკოლაში 25 სერტიფიცირებული პედაგოგი მუშაობს, რომელთა მოსწავლეთა განათლებაში ჩადებული თავდაუზოგავი შრომა,  ყოველწლიურად ღირსეული შედეგებითაც ფასდება - მედალოსანი კურსდამთავრებულები, უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში წარმატებით ჩარიცხული ახალგაზრდები, რაც ნამდვილად საამაყოა. დირექტორის თქმით, სკოლაში ხარისხიანი განათლება იქმნება ურთიერთპატივისცემით, ნდობითა და პასუხისმგებლობით.

„სკოლაში  გვყავს 25 პროფესიონალი და სერტიფიცირებული პედაგოგი - წამყვანი და უფროსი მასწავლებლები, რომლებიც დაუღალავად შრომობენ, რათა მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება ამაღლდეს. ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ შედეგი მართლაც შესაშური გვაქვს, წელს 17-მა მოსწავლემ დაამთავრა სკოლა, მათგან სამი მედალოსანი იყო - 2 ოქრო და ერთი ვერცხლი. ათმა წარმატებით ჩააბარა უმაღლეს სასწავლებელში, სასურველ ფაკულტეტზე. დანარჩენმა კი პროფესიული სასწავლებელი აირჩიეს. არანაკლებ წარმატებული იყო შარშანდელი გამოშვებაც - 2023-2024 წელს სკოლა 13-მა მოსწავლემ დაამთავრა, მათგან 3 ოქროს და ერთი ვერცხლისმედალოსანი იყო, 10-მა უმაღლეს სასწავლებელში წარმატებით ჩააბარა. ეს შედეგები ნამდვილად საამაყოა და პედაგოგთა თავდაუზოგავი შრომის შედეგია, რისთვისაც მათი უზომოდ მადლიერი ვარ“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი, რომელიც მოსწავლეთა განათლების სადარაჯოზე 18 წელია დგას, უყვარს სკოლა, მოსწვლეები პროფესია და საკუთარი წვლილი შეაქვს ღირსეული და ერუდირებული საზოგადოების ჩამოყალიბებაში. 

„მოსწავლეთა განათლებას 2007 წლიდან ვემსახურები, 14 წელია ამ სკოლაში ვასწავლი, ბოლო 2 წელი კი დირექტორი ვარ. მიყვარს ჩემი საქმე და ვაფასებ ყველას ვინც კეთილსინდისიერად ეკიდება მასზე დაკისრებულ მოვალეობას. მიმაჩნია, რომ ხელმძღვანელს უნდა გააჩნდეს მოსმენის უნარი, სხვისი პრობლემების გათავისება და მოგვარება შეეძლოს. მოსწავლეთა ინტერესებზე უნდა იყოს სასწავლო პროცესი მორგებული, აუცილებელია მშობელთა ჩართულობა, მათთან კომუნიკაცია. ელემენტარულ მაგალითს მოვიყვან, როცა მოსწავლეს აგვიანდება კი არ უნდა დასაჯო, უბრალოდ ჰკითხო, რატომ? - რამე პრობლემა ხომ არ აქვს, რამეში დახმარება ხომ არ სჭირდება. ეს კი ქმნის ნდობასა და პატივსისცემას პედაგოგებს, დირექტორსა და მოსწავლეთა შორის. ამ ყველაფერის გათვალისწინებით, სკოლაში სრული გაგება, პატივისცემა  და ურთიერთანამშრომლობაა. მახარებს, რომ ეს ჩვენს სკოლაში მიღწეულია და აქ ყველას მოუხარია. მათ იციან, რომ სკოლაში სიხარულით ელიან, უყვართ და ზრუნავენ მათზე“,- ამბობს სკოლის ხელმძღვანელი. 

დირექტორი ახალგაზრდებს პირველ რიგში ასწავლის პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე და არასდროს წყვეტს მათთვის იმის შეხსენებას, რომ განათლებული ადამიანების მხრებზე დგას ჩვენი ქვეყანა.

„მინდა ყველა ახალგაზრდას ჯანმრთელობა, მშვიდობიანი ზეცა და გონიერება ვუსურვო. სკოლაში ყოველი სასწავლო დღე ჰიმნით იწყება, ჩვენ ვასწავლით ქვეყნის სიყვარულს, პატრიოტიზმსა და ცოდნის ფასს. მათ მუდმივად ვუმეორებ, რომ განათლებული ადამიანების მხრებზე დგას ჩვენი ქვეყანა და სურვილი მაქვს ეს კარგად გაითავისონ, ისწავლონ და ღირსეულად ემსახურონ ქვეყანას“,- დასძენს დირექტორი. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება