სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ბავშვებთან მუშაობა სიყვარულის გარეშე შეუძლებელია - პედაგოგად უნდა დაიბადო“- ბოლნისის N2  სკოლის დირექტორი მანანა ადამია
26-09-2025
-
+


ბოლნისის N2 საჯარო სკოლაში დირექტორი მანანა ადამია მაღალი ხარისხის სწავლებას უზრუნველყოფს და ერთგულებით, სიყვარულით და მაღალი პროფესიონალიზმით დგას მომავალი თაობის განათლების სადარაჯოზე. 

მცირეკონტიგენტიან სკოლაში, სადაც სულ 53 მოსწავლე ირიცხება, პედაგოგები დირექტორის ხელმძღვანელობით, ქმნიან მრავალფეროვან საგანმანათლებლო გარემოს. მოსწავლეთა მცირერიცხოვნობიდან გამომიდინარე კი სწავლება პერსონალიზირებულია

ახალ სასწავლო წელს სკოლის კარი სამმა პირველკლასელმა შეაღო, მათ დასახვედრად სკოლაში განსაკუთრებულად მოემზადნენ. 

„სკოლა ყოველწრიულად აქტიურად ემზადება ახალი სასწავლო წლის დასაწყებად, „ცოდნის დღსასწაულს“ ვაწყობთ. სკოლა მცირეკონტიგენტიანია და ყველა კლასის მოსწავლე აქტიურად არის ჩართული ღონისძიებაში. მე და პედაგოგები მივმართავთ დამსწრე საზოგადოებას, ვულოცავთ სკოლის დაწყებას, ვუსურვებთ სწავლაში და პირად ცხოვრებაში წინსვლას, ზეიმს აუცილებლად ესწრება ყველა მოსწავლის მშობელი და ძალიან ლამაზი და ამაღელვებელი დღე გამოგვდის. პატარებს საზეიმოდ გადავცემთ კომპიუტრებსა და სახელმძღვანელოებს, ვულოცავთ  ცოდნის ტაძრისკენ მიმავალ გზას“,- აღნიშნავს etaloni.ge-სთან საუბრისას სკოლის დირექტორი მანანა ადამია.

ბოლნისელი მოსწავლეების გარდა სკოლა ორი სოფლის მოსწავლეებს ემსახურება, ბავშვების ტრანსპორტირებას კი სახელმწიფო უზრუნველყოფს.

„სკოლაში 2 სოფლიდან დადიან მოსწავლეები, რომლებსაც, როგორც ყველა სკოლას ტრანსპორტი ემსახურება და მშობლებს მოხსნილი აქვთ ეს პრობლემა, რაც ძალიან გასახარია.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ სკოლას ძალიან კარგი განლაგება აქვს, 2009 წელს ნაწილობრივ ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები, გამოიცვალა სახურავი, ჩაისვა მეტალო-პლასმასის კარ-ფანჯრები, გვაქვს ცენტრალური გათბობა, ახლა, ველოდებით მეორე ნაწილის გარემონტებასაც. გვაქვს შესანიშნავი ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბორატორია, სადაც ყველა მოსწავლეს შეუძლია შევიდეს და განვითარდეს. ასევე, ჩვენი სკოლა იყო მასპინძელი სკოლა, როცა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა ბოლნისის N1, N5 და N3 საჯარო სკოლებში, ეს, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად ხდებოდა, საოცარი დამოკიდებულება გვქონდა ერთმანეთთან და სწავლის პროცესი მაღალ დონეზე მიმდინარეობდა. ისინი დიდი სკოლებია და სწავლება ორ სმენად იყო“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი.

სკოლაში 18 საგნობრივი პედაგოგია, რომლებიც ბოლომდე იხარჯებიან, რათა სწავლების ხარისხი მარალი იყოს. დირექტორის თქმით, როცა ერთი მასწავლებელი 3-4 მოსწავლეს ასწავლის, ინდივიდუალური მიდგომა ბუნებრივად იძლევა შედეგს.

„სკოლაში 18 საგნობრივი პოედაგოგია, აქედა16 სტატუსიანი, ერთმა ახლა უნდა გაიაროს 60- კრედიტიანი პროგრამა და მეორე გამოცდისთვის ემზადება. მინდა ჩვენდა სასახელოდ ვთქვა, რომ სკოლაში საოცარი ატმოსფეროა, ყველა პედაგოგი მობილიზირებულია და სწავლის ხარისხი მაღალია, როცა ერთი მასწავლებელი 3-4 მოსწავლეს უტარებს გაკვეთილს იქ სწავლის დონე როგორ შეიძლება დაბალი იყოს. ინდივიდუალური სწავლება მიმდინარეობს და მოსწავლეებიც მობილიზირებული და მოწადინებულები არიან, რაც შედეგებზეც აისახება. შარშანწინ ერთი ოქროსმედალოსანი გვყავდა, შემდეგ ვერცხლის, ასევე საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ ჩვენი სამი მოსწავლე დაჯილდოვდა კომპიუტერით სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის. წელს, სამმა მოსწავლემ დაამთავრა სკოლა, მათგან ერთმა თბილისში, მეორემ კი სომხეთის უმაღეს სასწავლებელში ჩააბარა. ორივემ ძალიან კარგი შედეგებით. მესამემ კოლეჯი არიჩია და იქ ეუფლება პროფესიას. მაბედნიერებს თითოეულის წარმატება და წინსვლა, მათი დიდი გულშემატკივარი ვარ. ასევე, რაც ბილინგური სწავლება დაინერგა სკოლებში გამოცხადდა კონკურსი: მე და საზოგადოება, ჩვენი საქართველო, ბუნების მეტყველება და მათემატიკა, კონკურსის წესით მაისში შეირჩა სამი პედაგოგი, მეოთხე ორი დღის წინ დამტკიცდა და ოქტომბრიდან აქტიურად დაიწყებენ მუშაობას“,- ამბობს სკოლის ხელმძღვანელი. 

დირექტორი, რომელიც 40 წელის მოსწავლეთა განათლების სამსახურში დგას, ამბობს, რომ მისთვის სკოლა ოჯახია. აქ სხვადასხვა ეროვნების პედაგოგები მუშაობენ საოცრად ჯანსაღ, ტოლერანტულ გარემოში.

„1985 წლიდან, უმაღლესი განათლების დასრულების შემდეგ ვემსახურები მოსწავლეთა აღზრდა განათლებას, 1993 წელს დავინიშნე რუსულენოვანი სკოლის დირექტორად. შემდგომ კი აქ სომხურენოვანის.  ჩავაბარე დირექტორობის გამოცდა და სერტიფიცირებული დირექტორი ვარ. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება სკოლაში ვარ. ჩემთვის სკოლა მეორე ოჯახია. სკოლაში სხვადასხვა ეროვნების პედაგოგები გვყავს და საოცრად ჯანსაღი, ტოლერანტული დამოკიდებულება როგორც პედაგოგებს ასევე მოსწავლეთა შორის. მიყვრს ბავშვები ან როგორ შეიძლება ამდენი წელი იმუშაო ბავშვებთან და არ გიყვარდეს, არ უგულშემატკივრო და მათი წინსვლა არ გიხაროდეს. პედაგოგად უნდა დაიბადო სხვანაირად ვერ იმუშავებ“,- ამბობს სკოლის ხელმძღვანელი. 

სკოლაში სახელმწიფო ენის სწავლების ხარისხი მაღალია. 

„ქართულის სწავლება მაღალ დონეზე მიმდინარეობს, და მინდა გითხრათ, რომ მოსწავლეთა 90 პროცენტი გამართულად საუბრობს სახელმწიფო ენაზე. განსაკუთრებით კარგად საუბრობენ ქალაქში მცხოვრები ბავშვები, ის 10 პროცენტი სოფლიდან მოსული მოსწავლეები არიან, რომლებთანაც გაძლიერებულად მუშაობს ქართული ენის 4 საუკეთესო პედაგოგი. წლის ბოლოს კი საუკეთესო შედეგი გვაქვს. მიხარია, რომ სომეხი და აზერბაიჯანელი ბავშვები მიდიან ქართულ სექტორებში სწავლის გასაგრძელებლად და უფრო მობილიზირებულები არიან. შარშან, ჩვენმა მოსწავლემ, რომელიც ახლა მე-11 კლასშია, ოლიმპიადაში მიიღო მონაწილეობა ორი ტური საუკეთესო შედეგებით გადალახა და მესამე ტურში მხოლოდ ქართულის რეიტინგი ვერ დაძლია“,- ამბობს სკოლის ხელმძღვანელი.

სკოლაში ხშირად ტარდება ღონისძიებები და აღინიშნება ყველა ღირსშესანიშნავი თარიღი. ამ პროცესში ყველა მოსწავლე თანაბრად მონაწილეობს, რაც ავითარებს მათ შემოქმედებით ნიჭსა და ბავშვებს აძლევს ენთუზიაზმს.

„სკოლაში ვატარებთ ღონისძიებებს, აღვნიშნავთ ყველა ღირსშესანიშნავ თარიღს და მასში ყველა კლასია ჩართული, ყველა თანაბარ პირობებშია და ეს ამაღლებს მათ მოტივაციას, ეხმარება ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-განვითარებაში“,- აღნიშნავს დირექტორი და ახალგაზრდებისთვის ასეთი გზავნილი აქვს: „ყველა მოსწავლეს ვუსურვებ ეცხოვროთ კარგი და ბედნიერი ცხოვრებით, ჰქონდეთ წინსვლა და მიეღწიოთ დასახული მიზნებისათვის. მე კი მათი დიდი გულშემატკივარი და მათზე მოფიქრალი, მუდამ ვიამაყებ ჩვენი ახალგაზრდებით!“,- დასძენს მანანა ადამია.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

იცოდით რომ  ჯავშანჟილეტი ქალმა გამოიგონა? - ბევრი ნივთი, რომელსაც ყოველდღე იყენებ, სწორედ ქალების გამოგონილია

აბიტურიენტების ცნობარი აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდება - ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ახალი დეტალები ცნობილია

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო

ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა 8 მარტია - რომელ რეგიონებში სურს ახალი კადრების მიღება მანდატურის სამსახურს

ცნობილია, ეროვნულებზე ჩასაბარებელი საგნები სწავლის სფეროების მიხედვით - დეტალები

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციის ფარგლებში ისაუბრეს შაქრიანი დიაბეტის გამომწვევ მიზეზებზე

ისტორიის მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს ოკუპაციასა და მის სავალალო შედეგებზე

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება