სიახლეები
სკოლები

„მინდა მოსწავლეებს ღირსეული მომავალი მივცე, ამისთვის კი ძალ-ღონეს არ ვიშურებ“ -  დიდი ხანჩალის საჯარო ​სკოლის დირექტორი არშალუის ირიციანი
26-09-2025
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ხანჩალის საჯარო ​სკოლა ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყოველთვის მობილიზებული ხვდება. ტრადიციულად იმართება საზეიმო ღონისძიება, რომელიც ჰიმნითა და სახელმწიფო დროშის აღმართვით იწყება. 

მცირეკონტიგენტიან სკოლაში, რომელიც სულ 138 მოსწავლეს ითვლის, ახალი თაობის მიღება გამორჩეულად ახარებთ. 15 სექტემბერს სკოლის კარი ოთხმა პირველკლასელმა შეაღო, რომელთაც ცოდნის სამყაროში მეგზურობას მზრუნველი და მაღალკვალიფიციური პედაგოგები გაუწევენ. 

სკოლაში მოსწავლეთა ხარისხიანი განათლება და მათი კეთილდღეობა უმთავრესია. დირექტორი არშალუის ირიციანი ყველაფერს აკეთებს, რომ ჯანსაღი და ღირსეული მომავალი თაობა აღუზარდოს ქვეყანას. 

„ყოველ წელს აქტიურად ვემზადებით ახალი სასწავლო წლის დასაწყებად, ვცდილობთ მოსწავლეებს საზეიმო განწყობა შევუქმნათ. ზეიმს ჰიმნით და დროშის აღმართვით ვიწყებთ, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მივმართავთ მე და ჩემი მოადგილე, ვუსურვებთ წარმატებას და წინსვლას, პატარებს გადავცემთ კომპიუტერებს. ვცდილობთ, პირველი სასწავლო დღე ბავშვებს ზეიმად ვუქციოთ. მოსწავლეებიც სიხარულით მიეშურებიან თავ-თავისი კლასებისკენ“,- აღნიშნავს etaloni.ge-სთან საუბრისას სკოლის დირექტორი არშალუის ირიციანი.

სკოლაში სულ 40 თანამშრომელია, მათ შორის 30 გამოცდილი და საკუთარ პროფესიაზე შეყვარებული მასწავლებელი. მცირერიცხოვან კლასებში, ფაქტობრივად ინდივიდუალური სწავლება მიმდინარეობს. პედაგოგები ბოლომდე იხარჯებიან, რაც ხელმძღვანელის მხრიდან საამაყო და დაფასებულია. 

„სკოლაში სულ 40 თანამშრომელია, მათგან 30 მაღალპროფესიონალი პედაგოგი, 4 ბილინგური სწავლების. ძალიან მომზადებული და მოტივივირებულები არიან მოსწავლეთა განათლებაზე და აკადემიურ მოსწრებაზე ზრუნავენ. საოცრად მეგობრული და კეთილგანწყობილი გარემოა. მცირერიცხოვან კლასებში, მიდგომები ინდივიდუალურია, მასწავლებლები თითოეულ მოსწავლეზე ზრუნავენ, ითვალიწინებენ მათ ინტერესებსა და საჭიროებებს, 100 პროცენტით იხარჯებიან, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ. 

წელს სკოლა 19-მა მოსწავლემ დაამთავრა, მათგან 6 უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა, ხუთი თბილისში აგრძელებს სწავლას, ერთი კი - ერევანში, რამდენიმემ კოლეჯში ჩააბარა და პროფესიას ეუფლება, დანარჩენები კი ოჯახს ეხმარებიან და შრომობენ. ვფიქრობ, თანამედროვე ცხოვრებაში, აუცილებელია ადამიანი დაეუფლოს ისეთ პროფესიას, რაც მის საცხოვრებელ პირობებს გააუმჯობესებს, ადრე ყველას უნდოდა უმაღლესის დიპლომი, ახლა უფრო პრაქტიკულად უყურებენ ცხოვრებას და ეუფლებიან სხვადასხვა პროფესიებს, ეს მისასალმებელია“,- ამბობს სკოლის ხელმძღვანელი. 

სკოლის ინფრასტრუქტურა სასკოლო საზოგადოებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

„დიდი ხანჩალის საჯარო ​სკოლა დავამთავრე - 14 წელია ამავე სკოლაში დირექტორის თანამდებობას ვიკავებ, შესაბამისად ძალიან ახლობელი და ძვირფასია ჩემთვის. სკოლას დიდი პოტენციალი აქვს სოფელი დიდია და მეზობელი სოფლიდანაც ჩვენთან დადიან მოსწავლეები, ამიტომ ორ ცვლაში გვიწევს სწავლება. სამწუხაროდ, სკოლის შენობა პატარაა და ცუდ მდგომარეობაშია, კომისიამ შენობა უკვე შეაფასა და რემონტს არ ექვემდებარება. შევარჩიე მიწის ნაკვეთი, საჯარო რეესტრშიც დავარეგისტრირეთ, გვპირდებიან აშენებას, სურვილი მაქვს ეს საკითხი მინისტრს პირადად შევატყობინო. 

მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ბევრი მოსწავლე ცუდი პირობების გამო ნინოწმინდის სკოლაში გადადის. უამრავი გეგმა გვაქვს, ღონისძიებების ჩატარებაც გვინდა, მაგრამ პატარა ჰოლი და გაუმართავი ინფრასტრუქტურა ბევრის საშუალებას არ გვაძლევს. ძალიან მინდა მინისტრთან შეხვედრა. იმედია, შევხვდებით და მოვაგვარებთ ამ დიდ პრობლემას, რასაც ჩვენი ახალი სკოლის აშენება ჰქვია“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი. 

დირექტორი განსაკუთრებულად აფასებს ოლიმპიადებსა და კონკურსებს, რომელებიც „ეტალონის“ ორგანიზებით ტარდება. 

„ეტალონი“, მისი ხელმძღვანელის - ბატონი გოჩა ტყეშელაშვილის თაოსნობით, დიდ საქმეს აკეთებს, ხშირად იმართება თქვენი მხრიდან ოლიმპიადები, რაც მეტ მოტივაციას აძლევს ჩვენს მოსწავლეებს, ცდილობენ ისწავლონ, განვითარდნენ და პირველი ადგილი მოიპოვონ. ეს ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ხდება და ამისთვის დიდი მადლობა თქვენ“,- ამბობს სკოლის დირექტორი და ახალისებს მოსწავლეთა ჩართულობას არაფორმალური განათლების პროექტებში.

მისივე თქმით, სკოლაში მთავარი ღირებულებებია - დისციპლინა, მოწესრიგებული გარემო და ჯანსაღი ცხოვრების წესი.

„მიმაჩნია, როს სკოლაში დისციპლინა მთავარია, რასაც ვაკონტროლებ და შედეგიც კარგი მაქვს. მოსწავლეები ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობენ, სკოლაში შესაფერისი სამოსით, მოწესრიგებულნი დადიან, იცავენ სკოლის წესებსა და შიდაგანაწესს, პატივისცემით ეპყრობიან პედაგოგებს. ეს ყველფერი მათ საუკეთესო ჩვევებს უყალიბებს. რა თქმა უნდა, მათი მეგობარი და მხარდამჭერი ვარ და ზუსტად იციან, რამე რომ დასჭირდეთ თავს გადავდებ მათთვის. მიყვარს ყველა მათგანი და მინდა გავუუმჯობესო პირობები როგორც სკოლის ინფრასტრუქტურის , ასევე სწავლის ხარისხი კუთხით და ღირსეული მომავალი მივცე“,- ამბობს სკოლის ხელმძღვანელი. 

სკოლაში სახელმწიფო ენის სწავლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, რაც მოსწავლეთა ცოდნის ხარისხზე აისახება.

„ჩვენი კურსდამთავრებულების უმეტესობა თბილისში აბარებს და მინდა გითხრათ, რომ მშობლიურ ენაზე უკეთ ქართულს სწავლობენ, ყოველთვის ვესაუბრები და ვუხსნი, რომ სახელმწიფო ენის ცოდნა მათი ცხოვრების გასაუმჯობესებლად აუცილებელია. 

მინდა ახალგაზრდებს ვურჩიო, იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრებით, იშრომონ, იღვაწონ და თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებაში“,-დასძენს სკოლის ხელმძღვანელი. 


კომენტარები


ეტალონი

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

სიახლეები

სახელმწიფო ენაში გამოცდა დაინიშნა - მთავრობის დადგენილება ძალაშია

მოსალოდნელმა წვიმამ შესაძლოა წყალმოვარდნები, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები გამოიწვიოს - გარემოს ეროვნული სააგენტო

რის მიხედვით უნდა შეაფასოთ და დაუწეროთ მოსწავლეს ქულა სწორად - დამხმარე ცხრილი პედაგოგებისთვის

„ხელფასები ჩვენგან არ წამოსულა ჯერ...“ - სამინისტროს პასუხი აქტუალურ კითხვაზე

რას ნიშნავს მასწავლებლისთვის სტატუსის შეწყვეტა და რამდენ ხანს ინახება ინფორმაცია ელექტრონულ ჟურნალში - მინისტრის ბრძანება 

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები

მცირეკონტიგენტიან სკოლაში, რომელიც სულ 138 მოსწავლეს ითვლის, ახალი თაობის მიღება გამორჩეულად ახარებთ

სსიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ წაჩხურას საჯარო სკოლა
 
საგანგებოდ მორთულ-მოკაზმულმა საკლასო ოთახებმა და ლამაზმა ღონისძიებამ მოსწავლეებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა
 
საინტერესო

ამერიკის შეერთებულ შტატებში ზოგიერთი სკოლა შეკვეცილი ოთხდღიანი განრიგით მუშაობს

რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს - პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი ბაღისთვის მზად არ არის?

სიახლეები
საზოგადოება