TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩვენს სკოლაში საოცრად მეგობრული გარემოა, რაც სასკოლო საზოგადოების ერთიანობის დამსახურებაა“ - ჭიაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნათელა ყოჩიაშვილი
26-09-2025
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიაურის საჯარო სკოლა ახალი ასწავლო წლის დაწყებას ყოველთვის მომზადებული და მობილიზებული ხვდება. ტრადიციულად, იმართება მოსწავლეთა საზეიმო მიღება. მცირეკონტიგენტიან სკოლაში, სადაც სულ 170 მოსწავლე ირიცხება, ახალი თაობის მიღება გამორჩეულად ახარებთ. 

წელს სკოლის კარი 15-მა პირველკლასელმა შეაღო. სკოლის დირექტორი ნათელა ყოჩიაშვილი და პედაგოგები მათ დასახვედრად საგანგებოდ მოემზადნენ. 

„ყოველ წელს მომზადებული და მობილიზებული ვხვდებით ახალი სასწავლო წლის დაწყებას, წელსაც არ იყო გამონაკლისი, ღონისძიება მისალმებით დავიწყეთ, კურსდამთავრებულებს მივულოცეთ სტუდენტობა, წარჩინებული მოსწავლეები დავაჯილდოვეთ სიგელებით, აღვნიშნეთ მათი შრომა და მონდომება, რაც დიდი მოტივაციაა ყველასთვის. პირველკლასელებს საზეიმოდ გადავეცით კომპიუტერები და სახელმძღვანელოები. ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს პატარებმაც. წარმოთქვეს ლექსები, იმღერეს ... სკოლაში დიდი მხიარულება იყო. მიხარია, რომ სასწავლო პროცესის განახლება ყველას უხარია და დიდი იმედი მაქვს მათი ენთუზიაზმი სწავლა-განათლებაზეც აისახება“,- აღნიშნავს etaloni.ge-სთან საუბრისას სკოლის დირექტორი ნათელა ყოჩიაშვილი.

დღეს სკოლაში მუშაობს 21 სერტიფიცირებული და პროფესიონალი პედაგოგი, რომლებიც მოწოდებულნი არიან მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მისცენ და ამავე დროს, პროფესიულ განვითარებაზეც აქტიურად ზრუნავენ, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა ტრენინგსა და პროექტებში, რის გამოც სასწავლო პროცესი უფრო მრავალფეროვანი და საინტერესოა.

„სკოლაში 21 პროფესიონალი, სერტიფიცირებული პედაგოგი გვყავს, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა მოსწავლეებს აუმაღლონ ცოდნა. ბოლომდე იხარჯებიან და მუდმივად განვითარებისთვის იღწვიან, ჩართულები არიან სხვადასხვა პროექტებში, არ აკლდებიან ტრენინგებს და შეძენილი ცოდნითა და უნარებით მოსწავლეებს გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ. მუდმივად ვატარებთ ღონისძიებებს, სხვადასხვა აქტივობებს, რათა უფრო საინტერესო გავხადოთ სასწავლო პროცესი“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი, რომლისთვისაც თითოეული მოსწავლის მიღწევები განსაკუთრებული სიხარულის მიზეზია.

„წელს სკოლა 21-მა მოსწავლემ დაამთავრა, მათ შორის 8 სასურველ უნივერსიტეტებში მოხვდა და არც თუ ისე ცუდი შედეგებით, რაც ძალიან მახარებს, მე მათი დიდი გულშემატკივარი ვარ და თითოეული მოსწავლის წარმატება გულს სიხარულით მივსებს“,-ამბობს დირექტორი, რომელიც უკვე სამი წელია ხელმძღვანელობს საგანმანათლებლო დაწესებულებას და 30-წლიანი პედაგოგიური გამოცდილება აქვს. ის სკოლას და ბავშვებს საკუთარ დიდ ოჯახად მიიჩნევს.

„30 წელია გასული, რაც ამ სკოლაში დავიწყე პედაგოგად მუშაობა, 3 წელია, რაც დირექტორად დავინიშნე. წარმოიდგინეთ, რამდენად ახლობელი და ძვირფასია ეს სკოლა ჩემთვის, ამდენი წელია მოსწავლეთა აღზრდა-განათლებას ვემსახურები. ბავშვები, სკოლა და კოლექტივი ერთი მთლიანი ბირთვია, რომელსაც სიყვარულით და პატივისცემით უნდა მოეკიდო. ვცდილობ, სკოლაში იყოს დისციპლინა და სიმშვიდე, ამისთვის ჯადოსნური ჯოხი და ქმედება არ არსებობს, ცოტა-ცოტა ყველაფერი უნდა იყოს ურთიერთობაში სიმკაცრეც და მეგობრობაც. ვფიქრობ, სასწავლო პროცესში დისციპლინა აუცილებელია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათთან არ მაქვს მეგობრული დამოკიდებულება. ვფიქრობ, მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობა ურთიერთპატივისცემაზე დგას. როგორც მოსწავლეთა, ისე პედაგოგთა დიდი მხარდამჭერი ვარ. საოცრად მეგობრული გარემოა, სადაც არასდროს ყოფილა დაძაბულობა, ეს კი სწორი მიდგომებისა და სასკოლო საზოგადოების ერთიანობისა და ურთიერთპატივისცემის დამსახურებაა“, - ამბობს დირექტორი. 

ახალგაზრდებისთვის დირექტორის განსაკუთრებული გზავნლი აქვს: „მინდა ვურჩიო ჰქონდეთ მიზანი,  ამაში კი დავეხმარებით ყველა - სკოლა, საყვარელი ადამიანები, ოჯახი, საზოგადოება. უმიზნო ადამიანი ცოდოა, რაც არ უნდა ხელი გაუმართო, მაინც ჩამორჩება და ვერ განვითარდება. ჩვენო საყვარელო ახალგაზრდებო გისურვებთ დასახული მიზნების მიღწევას, იღვაწეთ და იშრომეთ, გამოადექით ქვეყანას, ოჯახსა და, რაც მთავარია, საკუთარ თავს“,-მიმართავს სკოლის ხელმძღვანელი მომავალ თაობას.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება