TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქართულ-ევროპულ სკოლა „ორნატში“ 2025-2026 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა 
26-09-2025
-
+


ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატში“ ახალი სასწავლო წლის დაწყება ყოველთვის დღესასწაულია.

დირექციამ და მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესი საზეიმოდ, დიადი სასწავლო მიზნებითა და ახალი გეგემებით განაახლეს. 

მოსწავლეთა დასახვედრად დირექცია და პედაგოგები განსაკუთრებულად მოემზადნენ და ყველაფერი გააკეთეს, რომ 15 სექტემბერი მოსწავლეებისთვის ზეიმად ექციათ. 

„ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატი“ ჩვენი ერთი დიდი ოჯახია“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ, რომ სკოლა ჩვეული სითბოთი და ენერგიით აივსო. 

სკოლის დირექციამ სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლება დიდი სიყვარულით მიულოცა და წარმატებული აკადემიური წელი უსურვა

„ძვირფასო მოსწავლეებო, პატივცემულო მშობლებო და კოლეგებო.

გილოცავთ ახალი 2025-26 სასწავლო წლის დაწყებას ქართულ-ევროპული სკოლა ორნატის“ კედლებში!

განსაკუთრებით მინდა მივულოცო ჩვენს პირველკლასელებს! მათთვის ხომ დღეს პირველად დაირეკა სკოლის ზარი და შემოაბიჯეს ცოდნის სამყაროში. მათ განსაკუთრებული მხარდაჭერა და გვერდში დგომა სჭირდებათ ჩვენი და ასეც იქნება. გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერის იმედი. ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატი“ ხომ ერთი დიდი ოჯახია.

დღეს ჩვენი სკოლა კვლავ აივსო ჩვეული სითბოთი და ენერგიით.

ეს დღე არა მხოლოდ კალენდარზე მონიშნული თარიღია - ეს არის ახალი შესაძლებლობების და ცოდნის გაღრმავების დასაწყისი.

ძვირფასო მოსწავლეებო, თქვენ ხართ ჩვენი სკოლის გულისცემა და მომავლის იმედი. თითოეული ახალი წიგნი, გაკვეთილი და გამოცდილება თქვენი წარმატებისკენ გადადგმული ნაბიჯია.

გახსოვდეთ, სკოლაში შეძენილი ცოდნა დაგეხმარებათ სამყაროს უკეთ გააზრებაში და საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენაში.

პატივცემულო მშობლებო, თქვენ ჩვენი უდიდესი იმედი ხართ. თქვენი ნდობა და მხარდაჭერა არის ის საძირკველი, რომელზეც ჩვენ ვაშენებთ ცოდნის ტაძარს. ერთად ჩვენ შეგვიძლია ბავშვების სწავლისა და განვითარებისათვის საუკეთესო გარემო შევქმნათ.

ძვირფასო კოლეგებო, მადლობა თქვენი თავდაუზოგავი შრომისთვის, პროფესიონალიზმისა და სიყვარულისთვის, რომელსაც ყოველდღიურად ჩვენს მოსწავლეებს უნაწილებთ. თქვენი ენერგია და ერთგულება ქმნის იმ სასკოლო ოჯახს, რომლითაც ჩვენ ასე ვამაყობთ.

გასული წელი დახუნძლული იყო აქტივობებითა და პროექტებით და არც ახალი 2025-26 სასწავლო წელი იქნება გამონაკლისი.

წელსაც გველის ახალი გამოწვევები და საინტერესო პროექტები. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთიანი ძალისხმევით თითოეული იდეა განხორციელდება და „ქართულ-ევროპული სკოლა ორნატი“ კვლავაც იქნება ადგილი, სადაც ცოდნა, მეგობრობა და შემოქმედება ერთად იზრდება.

მინდა გისურვოთ, რომ ეს სასწავლო წელი იყოს სავსე წარმატებით, აღმოჩენებითა და სიხარულით.

გაიხარეთ და წარმატებული წელი გქონდეთ ყველას!“,- ვკითხულობთ დირექციის წერილში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება