სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თაობათა თანამშრომლობა სკოლის გამწვანებისთვის“ - შრომისა და წავლის გაკვეთილად ქცეული გარემოსდაცვითი პროექტი სამთაწყაროს საჯარო სკოლაში
26-09-2025
-
+


დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს საჯარო სკოლაში გაჩნდა ახალი სუნთქვა - პროექტი - „თაობათა თანამშრომლობა სკოლის გამწვანებისთვის“, რომელმაც სკოლის ეზო პატარა საოცრებად, „ბზის ეზოდ“ აქცია.

ყვითელი ბზის ნერგები სკოლას საჩუქრად გადასცა ყოფილმა დირექტორმა, დინა გამხარაშვილმა. იდეას სიყვარულით უპასუხა მოქმედმა დირექტორმა, ეკატერინე ჩიტაურმა.

პედაგოგებთან, მოსწავლეებთან, სკოლის თანამშრომლებთან (ტექპერსონალი ) და ადმინისტრაციასთან ერთად (დირექტორის მოადგილე - ქალბატონი ელენე გრიგორიადისი) საჩუქარი გადაიქცა საერთო საქმედ - მიწის შრომით, მზრუნველობით და საერთო სიხარულით.

დარგვის დღეს ბავშვები რიგად მოეწყვნენ: ნიჩბის რბილი ბგერა, ნიადაგის თბილი ფერი და წყლის პირველი წვეთები ერთ ამბად შეერწყა - ერთობისა და პასუხისმგებლობის ამბად. თითო ნერგი გადაეცა კონკრეტულ კლასს პრინციპით - „კლასი ზრუნავს ნერგზე“ - მორწყვა, მულჩირება, მცირე ფორმირება ეზოს ბილიკებთან.

„პროექტი არა მხოლოდ ეზოს ალამაზებს, არამედ ასწავლის. სწავლის გაკვეთილად იქცა ერთიანი შრომა, ეკოჩვევები და პატივისცემა ერთმანეთისადმი. გაზაფხულზე დაგეგმილი „მწვანე დღე“ გააგრძელებს ამ ენერგიას - მოვლა, ფორმირება და პატარა ზეიმი, სადაც ბზის შრიალი ჩვენს ხმებთან ერთად გაისმება ჩვენს ლამაზ გამწვანებულ სკოლაში“,- გვიყვებიან სკოლაში და მადლობას უხდიან ყველას ვინც პროექტში მონაწილეობს. 

„გულით მადლობა - დონორს ქალბატონ დინას კეთილი საჩუქრისთვის, დირექციას ხედვისა და მხარდაჭერისთვის, პედაგოგებსა და ეკო-კლუბს ორგანიზებისთვის, სკოლის თანამშრომლებს თანადგომისთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენს მოსწავლეებს - იმ შრომისთვის და სიყვარულისთვის, რომელმაც ეზო ასეთი ლამაზი გახადა.

და რადგან სითბოთი დარგულ კეთილ საქმეს დრო ვერ ფერკარგავს, ჩვენც დავიმახსოვროთ: „სკოლის ეზოში დარგული სიკეთე დროს ვერ მოუცელავს“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი. 

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება