| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის დირექცია და მოსწავლე-მასწავლებლები სასწავლო წლის დაწყებას საზეიმოდ შეხვდნენ.
15 სექტემბერს, ჩხორიის საჯარო სკოლაში „ცოდნის ზეიმი“ მოეწყო. სკოლის დირექტორმა - ლულა ხვიჩავამ სიტყვით მიმართა მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს და ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. განსაკუთრებით მოეფერა პირველკლასელებს და დაულოცა მათ პირველი ნაბიჯები ცოდნის სამყაროში.
სკოლის ხელმძღვანელმა მრავალფეროვანი, საინტერესო და წარმატებული წელი უსურვა ყველა იმ კურსდამთავრებულს, ვინც პირველად შეაღო უმაღლესი სასწავლებლის კარი, ხოლო - დაუვიწყარი გამოცდილებებითა და ახალი ცოდნის აღმოჩენებით სავსე წელი ყველა მოსწავლეს.
ასევე, მოსწავლეებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ პოლონეთში Erasmus-ის პროექტის ფარგლებში, ასევე GITA-ს „STEAM ბანაკში“, ბაკურიანის „ლიტერატურულ ბანაკსა“ და მწვანე ბანაკში - „კლიმატის ელჩები-2025“, შთაბეჭდილებები გაუზიარეს თავიანთ თანატოლებს.
მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები და ცეკვები. გაჟღერდა ჰიმნი და აღიმართა დროშა.
ასევე ათოსან მოსწავლეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა