TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ნავარძეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული და „თასი 2025“- ის მფლობელი გახდა 
26-09-2025
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთის საჯარო სკოლაში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. დირექციისა და პედაგოგების მხარდაჭერითა და წახალისებით მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა სპორტულ აქტივობასა და შეჯიბრში. 

24 სექტემბერს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაკრებ გუნდებს შორის, ჭიათურის საფეხბურთო სკოლის ორგანიზებით, მინი-ფეხბურთში ჩემპიონატი ჩატარდა. საფეხბურთო ტურნირში მოსწავლეთა რვა გუნდი მონაწილეობდა. 

თამაშები მიმდინარეობდა მაღალი კონკურენციის პირობებში. ძლიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, ნავარძეთის საჯარო სკოლა დამაჯერებელი ანგარიშითა და ორი მოგებით მოხვდა ფინალში. 

ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ნავარძეთისა და წირქვალის საჯარო სკოლების გუნდები. მატჩი, ნავარძეთის საჯარო სკოლის გამარჯვებით - ანგარიშით 4:2 დამთავრდა. 

ტურნირის გამარჯვებული და „თასი 2025“- ის მფლობელი ნავარძეთის საჯარო სკოლის გუნდი გახდა. 

გამარჯვებულ გუნდს მთავარი თასი გადასცა ჭიათურის საფეხბურთო სკოლის დირექტორმა - ზურა ტატიშვილმა. მოსწავლეები ასევე დაჯილდოვდნენ მედლებითა და დიპლომებით. 

მოსწავლეთა სპორტის პედაგოგი ვალერი სარალიძე გახლავთ. 

სკოლის დირექტორმა, ინგა ასანიძემ, სკოლის გუნდს და სპორტის მასწავლებელ ვალერი სარალიძეს, პედაგოგებთან ერთად, მიულოცა გამარჯვება და წარმატებები უსურვა. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება