სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჩემთვის, როგორც ხელმძღვანელისთვის მნიშვნელოვანია სკოლაში ურთიერთგაგება და პატივისცემა სუფევდეს“- მამხუტის საჯარო სკოლის დირექტორი გიას ბადალოვი
25-09-2025
-
+


ახალი სასწავლო წლის დაწყება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მამხუტის საჯარო სკოლაში დიდ სიხარულს უკავშირდება. 15 სექტემბერი აქ ნამდვილი დღესასწაულია, რომელიც მოსწავლეებს გამორჩეულ ემოციებს ჩუქნის. 

მცირეკონტიგენტიან სკოლაში, სადაც სულ 142 მოსწავლე ირიცხება, ახალი თაობის მიღება გამორჩეულად ახარებთ. წელს სკოლის კარი 14 პირველკლასელმა შეაღო. 

სკოლის დირექტორი გიას ბადალოვი და პედაგოგები მათ დასახვედრად საგანგებოდ მოემზადნენ და ცოდნის ტაძარში დიდი სიყვარულით შეუძღვნენ

„ყოველწლიურად სკოლის დაწყებას დიდი ენთუზიაზმით ვხვდებით, ვემზადებით მოსწავლეთა დასახვედრად და ვცდილობთ ეს დღე გავულამაზოთ, ნამდვილ ზეიმად ვუქციოთ. ღონისძიება საქართველოს ჰიმნით იწყება, პირველკლასელები აღმართავენ დროშას და რეკავენ პირველ ზარს, ეს მათთვის ძალიან სახალისო და სასიამოვნოა. შემდგომ ჰელიუმის ბუშტებს ვუშვებთ ცაში, არის დიდი ჟრიამული და სიხარული. დამსწრე საზოგადოებას მივმართავ სიტყვით - პატარებს სასკოლო ცხოვრების დაწყებას ვულოცავ, დანარჩენებს კი სწავლაში წარმატებას ვუსურვებ. გვახარებს, რომ შეგვიძლია ბავშვებს დაუვიწყარი დღე ვაჩუქოთ“,- აღნიშნავს etaloni.ge-სთან საუბრისას სკოლის ხელმძღვანელი. 

ახალ თაობის განათლების სადარაჯოზე 26 მაღალკვალიფიციური მასწავლებელი დგას. მათგან 5 ბილინგვური სწავლების სპეციალისტია. მასწავლებლები მოსწავლეებთან ინდივიდუალურად მუშაობენ. მათი მიზანია, სასწავლო მასალა თითოეულისთვის გასაგები და საფუძვლიანად შესწავლილი იყოს. ასეთი მიდგომის შედეგი კი კურსდამთავრებულთა აკადემიური მიღწევებია. 

„სკოლაში 26 პროფესიონალი, სერტიფიცირებული მასწავლებელი ასწავლის. პედაგოგები მოსწავლეთა საჭირაობებსა და ინტერესებზე მორგებულ სასწავლო პროცესს წარმართავენ და ინდივიდუალური მიდგომებით გამოირჩევიან. თითოეულ მათგანს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ და ბოლომდე იხარჯებიან. ეს ყველაფერი კი ჩვენი მოსწავლეების აკადემიურ მიღწევებზე აისახება. წელს სკოლა 11-მა მოსწავლემ დაამთავრა, ცხრამ კი საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა, ჩვენდა საამაყოდ, უმეტესობა 100%-იანი გრანტით აგრძელებს სწავლას“,- აღნიშნავს გიას ბადალოვი. მისთვის სკოლა მშობლიურია. 18 წელია იმ სკოლის ხელმძღვანელია, რომლიც კურსდამთავრებულიც გახლავთ. საინტერესოა მისი პროფესიული გზა. 

მამხუტის სკოლადამთავრებული ვარ, შემდეგ თბილისის უნივერსიტეტში გავაგრძელე სწავლა, 1982 წელს დმანისში გამანაწილეს, სადაც 3 წელი ვიმუშავე, ​შემდგომ დავბრუნდი მშობლიურ სკოლას და მას მერე ჯერ პედაგოგად ვმუშაობდი და შემდგომ დირექტორად დავინიშნე. ამ თანამდებობაზე 18 წელია ვმუშაობ და ჩემთვის, როგორც ხელმძღვანელისთვის მთავარია სკოლაში ურთიერთგაგება და პატივისცემა სუფევდეს, ყველას დიდი გულშემატკივრი და მეგობარი ვარ და მათი მხრიდანაც მუდმივად ვგრძნობ პატივისცემას და სიყვარულს, ვფიქრობ რასაც გასცემ ის გიბრუნდება“,- ამბობს სკოლის ხელმძღვანელი. 

სკოლის ისტორიაში მრავალი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. დირექტორი განსაკუთრებულად იხსენებს, აფხაზეთიდან დევნილ მოსწავლეებით დაკომპლექტებულ, თბილისის ერთ-ერთ სკოლასთან თანამშრომლობას. სკოლებს შორის გაცვლითი პროგრამები მიმდინარეობდა. ეს თანამშრომლობა ორივე მხარისთვის ნაყოფიერი და შთამაგონებელი აღმოჩნდა. 

„ბევრი საინტერესო და შემოქმედებითი ღონისძიებები გვაქვს სკოლაში, სადაც ჩართულია ყველა კლასი, პედაგოგი და მშობელი. 10 წლის წინ, ვმეგობრობდით თბილისის, ერთ-ერთ სკოლასთან, რომელშიც აფახაზეთიდან დევნილი მოსწავლეები სწავლობდნენ. ხან ისინი გვსტუმრობდნენ და ხან ჩვენ ჩავდიოდით. გვქონდა გაცვლითი პროგრამები და ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო ჩვენი მეგობრობა“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი. 

თუ წლების წინ, მამხუტის საჯარო სკოლაში 1000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობდა, დღეს მათი რაოდენობა 142-მდე შემცირდა. დირექტორის თქმით, ეს მისთვის მტკივნეული საკითხია: „ეს პრობლემა ძალიან მაწუხებს, მინდა რომ ისევ ისეთი ჟრიამული და ერთობა იყოს, არ მიდიოდნენ და არ ტოვებდნენ ადამიანები თავის კუთხეს და კერას. მესმის, რომ ყველას უნდა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, მაგრამ სოფლები იცლება და ეს ძალიან მტკივნეულია. იმედია დაუბრუნდებიან თავიანთ კუთხეს, რადგან იმაზე უკეთესი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, არსად მეგულება“,- ამბობს ის. 

სკოლაში სახელმწიფო ენის სწავლება ერთ-ერთი პრიორიტეტულია. პედაგოგები სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოდიან, რომ ბავშვებს სახელმწიფო ენა შეაყვარონ და შედეგიც თვალსაჩინოა. 

„ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ქართული ენის სწავლებას. პატარები პირველივე კლასიდან სწავლობენ ქართულს, პედაგოგები სხვადასხვა კუთხიდან ჩამოდიან და ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს ენა შეაყვარონ და სრულფასოვნად შეასწავლონ. მე-5 კლასისთვის ყველა გამართულად საუბრობს, ეს კი ძალიან მახარებს. მეც არ ვიუშურებ ძალისხმევას, რათა პატარებს შევაყვარო ჩვენი ქვეყანა, პატივს სცემდნენ მის ენასა და სახელმწიფო სიმბოლოებს. 

საქართველო მუდამ იყო სხვადასხვა ეთნოსით დასახლებული, ჩვენ ყოველთვის მეგობრულად ვცხოვრობდით. პატივს ვცემდით ერთმანეთს და გვიყვარდა საქართველო. ამიტომ ახალგაზრდებს ვურჩევ, სწავლითა და განათლებით ასახელონ საქართველო“,- დასძენს სკოლის ხელმძღვანელი. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება