სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ვცდილობ, სკოლაში თავს ყველა კომფორტულად და დაფასებულად გრძნობდეს, ამისთვის კი ყველაფერს ვაკეთებ“ -აქთაქლის საჯარო სკოლის დირექტორი ზამილა ალიევა
25-09-2025
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ აქთაქლის საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლის დაწყებას სრული მზადყოფნით შეხვდა. 

დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ზამილა ალიევა და პედაგოგები 15 სექტემბრისთვის საგულდაგულოდ მოემზადნენ. საზეიმო ღონისძიება კი საქართველოს ჰიმნით გაიხსნა. 

„ყოველწლიურად, სკოლა ახალი სასწავლო წლის დაწყებას მომზადებული ხვდება. ვაწყობთ „ცოდნის დღესასწაულს“, სრულდება საქართველოს ჰიმნი, მოსწავლეებს მივმართავ სიტყვით და წარმატებებსა და ცოდნის გაღრმავებას ვუსურვებ. შემდეგ საზეიმოდ გადავცემ კუთვნილ კომპიუტერებსა და სახელმძღვანელოებს, კლასის დამრიგებელი მოსწავლეებს მორთულ-მოკაზმულ საკლასო ოთახში მიუძღვება. ასეთი მიდგომით ბავშვებიც ადვილად ადაპტირდებიან და სიხარულით უერთდებიან სასწავლო პროცესს “,- აღნიშნავს etaloni.ge-სთან სკოლის ხელმძღვანელი. 

სკოლაში სწავლება ორ - ქართულ და აზერბაიჯანულენოვან სექტორზე მიმდინარეობს. სულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებლებაში 97 მოსწავლე ირიცხება, მათგან შვიდი პირველკლასელია, 3 აზერბაიჯანულენოვან სექტორზე ისწავლის, 4 კი ქართულზე. 

მათ ხარისხიან განათლებაზე 26 გამოცდილი და პროფესიონალი პედაგოგი ზრუნავს. მათი ერთობლივი ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ არც ერთი მოსწავლე არ დარჩეს ყურადღების მიღმა. სწავლება მაქსიმალურად მორგებულია მოსწავლეთა ინტერესებსა და საჭიროებებს

„სკოლაში 26 პროფესიონალი და თავისი საქმის კარგად მცოდნე პედაგოგი მუშაობს. ყველა სერტიფიცირებულია, ერთის გარდა, რომელიც ბოლო ეტაპს გადის და სტატუსს მალე მიიღებს. პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა მოსწავლეებს აუმაღლონ ცოდნის ხარისხი, ბოლომდე იხარჯებიან და ცდილობენ არცერთი ბავშვი არ დარჩეთ ყურადღების მიღმა. ფაქტობრივად ინდივიდუალური სწავლებაა, წელს 10-მა მოსწავლემ დაამთავრა ჩვენი სკოლა, მათგან სამი უმაღლეს სასწავლებელში ჩაირიცხა, დანარჩენები კი პროფესიულ გზას დაადგნენ, საზოგადოებრივ კოლეჯებს მიმართეს. ვფიქრობ, ქვეყნას ყველა სფეროში სჭირდება პროფესიონალები“,- ამბობს ზამილა ალიევა, რომელიც მომავალი თაობების განათლებას ოთხ ათეულ წელზე მეტია ემსახურება. მისთვის ეს სკოლა არა მხოლოდ სამსახური, არამედ ცხოვრების განუყოფელი და ძვირფასი ნაწილი, სადაც ზოგადი განათლება მიიღო და პროფესიულადაც განვითარდა. 

როგორც თავად ამბობს, ხელმძღვანელი ყოველთვის ლოიალური ვერ იქნება - ზოგჯერ სიმკაცრე აუცილებელია, თუმცა ეს არ გამორიცხავს მეგობრობას, კეთილგანწყობასა და სიყვარულს. სწორედ ამ ბალანსმა უზრუნველყო, რომ სკოლაში შექმნილია ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემო. 

„საგანმანათლებლო სისტემაში 1983 წლიდან ვმუშაობ. ამავე სკოლის კურსდამთავრებული ვარ.  უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ  მშობლიურ სკოლას პედაგოგად დავუბრუნდი. 2019 წლიდან დირექტორის მოვალეობას ვასრულებ. ეს სკოლა ჩემთვის  ძვირფასი და ახლობელია. ვცდილობ სკოლაში თავს ყველა კომფორტულად და დაფასებულად გრძნობდეს. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ. ვერ გეტყვით, რომ რაიმე პრობლემის დროს არ ვიჩენ სიმკაცრეს, ვთვლი, რომ ეს აუცილებელიც არის, რათა არ დაირღვეს ბალანსი, ხელმძღვანელი არ შეიძლება სულ ლოიალური იყოს, ზოგჯერ სიმკაცრეც აუცილებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კეთილგანწყობა და სიყვარული არ გამოიჩინო ყველას მიმართ. ამიტომ ჩვენს სკოლაში ურთიერთობები დაფუძნებულია პატივისცემაზე, რაც მახარებს“,- ამბობს დირექტორი. 

სკოლაში გამორჩეული ყურადღება ექცევა სახელმწიფო ენის სწავლებას. ხელმძღვანელს ახარებს, რომ აზერბაიჯანულენოვანი სექტორის ბავშვები ხალისითა და დიდი მონდომებით ეუფლებიან სახელმწიფო ენას. 

„როგორც ქართულენოვან, ისე აზერბაიჯანულენოვან სექტორში ქართული ენის სწავლება მაღალ დონეზე მიმდინარეობს. ბავშვები დიდი მონდომებით ეუფლებიან სახელმწიფო ენას და ამ ენაზე თავისუფლად საუბრობენ, რაც ნამდვილად სასიხარულოა“,- ამბობს ზამილა ალიევა. 

ახალგაზრდების დიდი მხარდამჭერი და გულშემატკივარი მომავალ თაობას ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებს და მათ ახსენებს, რომ მხოლოდ სწავლით მიიღწევა წარმატება. 

„მინდა ჩვენს საყვარელ მომავალ თაობას ვუსურვო ჯანმრთელობა, ბედნიერება და სწავლა, რადგან ჩვენი მიზნები, მხოლოდ სწავლით მიიღწევა. ვურჩევ, გვერდით გადადონ გაჯეტები, ისწავლონ და ეს ყველაფერი მათივე ღირსეული მომავლისთვის გააკეთონ“,- მიმართავს დირექტორი ახალგაზრდობას. 


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

3 მთავარი ცვლილება მასწავლებლებისთვის - დამატებითი უფლებები და პირობები კანონით განისაზღვრა

კანონში მასწავლებლის ახალი თანამდებობები ჩნდება

ცვლილება საჯარო სკოლებსა და კონკრეტულ რესურსცენტრებს შეეხება - მინისტრის ბრძანება 

საგამოცდო დამხმარე მასალა მასწავლებლებისთვის ყველა საგანში

მასწავლებლები წერილობით დასვამენ კითხვებს - რომელი ორი საგნის პედაგოგებთან ჩატარდება შეხვედრა

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები
„მადლობა მასწავლებელ თამთა გომელაურს და მის მოსწავლეებს ამ ლამაზი, შესანიშნავი ღონისძიებისთვის“
 

ღონისძიებას აფასებდა ჟიური, რომელიც შეჯიბრის დასრულებისთანავე აცხადებდა გამარჯვებულს. 

სკოლაში ახარებთ, რომ კურსდამთავრებულები არ ივიწყებენ მშობლიურ სკოლას და საყვარელ პედაგოგებს

ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში მეოთხეკლასელებმა დაწყებით საფეხური საზეიმო ღონისძიებით დაამთავრეს

სსიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლა
 
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება