სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

​„ხელმძღვანელი პირველ რიგში კარგი ადამიანი უნდა იყოს, ასევე თავისი საქმის პროფესიონალი“-ქარცეფის საჯარო სკოლის დირექტორი მალხას მალხასიანი
24-09-2025
-
+


სასწავლო წლის პირველ ზარს ყოველთვის განსაკუთრებული სიხარული მოაქვს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარცეფის საჯარო სკოლაში. მცირეკონტიგენტიან სკოლაში ახალი თაობის მიღება ყოველთვის გამორჩეულად საზეიმოა. 

საბაზო სკოლაში წელს 20 მოსწავლე ირიცხება. 15 სექტემბერს სკოლის კარი ორმა პირველკლასელმა შეაღო. 

სკოლის დირექტორი მალხას მალხასიანი და მასწავლებლები მოსწავლეთა დასახვედრად საგანგებოდ მოემზადნენ. სკოლაში ღონისძიების საქართველოს ჰიმნით გახსნა - სიმბოლური ტრადიციაა. ტრადიციულად, მოსწავლე-მასწავლებლები ერთად აღნიშნავენ სასწავლო პროცესის განახლებას. 

„მიუხედავად იმისა, რომ სკოლა მცირერიხოვანია, ყოველი ახალი სასწავლო წლის დაწყებას მობილიზებულნი, დიდი შემართებით ვხვდებით. საზეიმოდ ვრთავთ კლასებს, რათა ბავშვებს განწყობა ავუმაღლოთ, ზეიმი საქართველოს ჰიმნით იწყება. შემდგომ მივმართავ მოსწავლეებს ვუსურვებ წარმატებებს, წინსვლასა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებას, მოსწავლეები ჩართული არიან ზეიმში, წარმოაჩენენ ნიჭსა და შესაძლებლობებს, გვიზიარებენ სიხარულს და გვაბედნიერებენ“,- აღნიშნავს etaloni.ge-სთან საუბრისას სკოლის ხელმძღვანელი. 

წელს სკოლაში პირველად ჰყავთ მე-10 კლასელი. მიუხედავად იმისა, რომ იგი ერთადერთია სკოლაში, დირექტორი განსაკუთრებით ამაყობს მის მონდომებითა და აკადემიური წინსვლის სურვილით.

„მიხარია საბაზო საფეხურს, რომ დაემატა მე-10 კლასი,  წელს ერთი მოსწავლე გვყავს მე-10 კლასში და საკმაოდ მონდომებული და კარგი მოსწავლეა“,- დასძენს სკოლის ხელმძღვანელი. 

სკოლაში 14 სერტიფიცირებული პედაგოგი ასწავლის. ისინი არა მხოლოდ საგნის პროფესიონალები, არამედ ენთუზიაზმით აღსავსე მასწავლებლები არიან და ცდილობენ სწავლება მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ინტერესებს მოარგონ. სწორედ ეს მიდგომა განაპირობებს, რომ სკოლის კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ სწავლას უმაღლეს სასწავლებლებში. 

„სკოლაში, ჩემი ჩათვლით, 14 მასწავლებელი ვასწავლით. ყველა სერტიფიცირებული და თავისი საქმის პროფესიონალია, ცდილობენ მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მისცენ, თავად გეგმავენ გაკვეთილებს და საჭიროებისამებრ მოქმედებენ, სწავლება მორგებულია თითოეული მოსწავლის საჭიროებებს, ინდივიდუალური მიდგომები კი შემდგომში მათ აკადემიურ მოსწრებაზე აისახება, ჩვენი სკოლიდან წასული მოსწავლეების საშუალოდ 70 პროცენტი უმაღლეს სასწავლებელში აგრძელებს სწავლას, საკმაოდ კარგი შედეგებით აბარებენ, ეს კი ჩვენი განსაკუთრებული მონდომების შედეგია, ბავშვები საბაზო საფეხურზე ​სრულყოფილ განათლებას იღებენ“,- აღნიშნავს დირექტორი. 

ამ სკოლაში მალხას მალხასიანის მოღვაწეობა 19 წელს ითვლის. იგი მეზობელი სოფლის მკვიდრია, ზოგადი განათლება ახალქალაქის №5 სკოლაში მიიღო, უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ კი მომავალი თაობის განათლების სამსახურში ჩადგა. ​

საკუთარ პროფესიაზე შეყვარელი ძალ-ღონეს არ იშურებს რომ სკოლა უსაფრთხო, მეგობრული და განმავითარებელი სივრცე იყოს. სწამს, რომ  ხელმძღვანელი უნდა იყოს კეთილი, ადამიანური და თავისი საქმის მცოდნე.

„მეზობელი სოფლის მცხოვრები ვარ. დამთავრებული მაქვს ახალქალაქის N5 სკოლა ადრე ინტერნატი იყო, შემდეგ სწავლა უმაღლეს სასწავლებელში გავაგრძელე და 19 წელია რაც ამ სკოლის დირექტორი ვარ, ძალ-ღონეს არ ვიშურებ, რათა ყველამ თავი დაცულად იგრძნოს, მიმაჩნია, რომ ხელმძღვანელი კეთილი და კარგი ადამიანი უნდა იყოს, თავისი საქმის პროფესიონალი, ადამიანები უნდა უყვარდეს.

ჩემთვის მთავარია მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა თავი კომფორტულად იგრძნონ, რაშიც ეს თვისებები მეხმარება, ყველასთან მეგობრული დამოკიდებულება მაქვს, არ მინდა მოსწავლეებმა თავი ვინმეზე ნაკლებად ან დაკნინებულად იგრძნონ, არავის არ ეპატიება  მოსწავლეს ზემოდან უყურო იმიტომ, რომ შენ დირექტორი ან მასწავლებელი ხარ. ამას კარგად ხვდებიან და იციან რომ, მათი დიდი გულშემატკივარი და მეგობარი ვარ. ეს კი მათი სწავლის ხარისხის  ამაღლებასა და თავისუფალ და დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი. 

სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქართული ენის სწავლებას. 

„ქართული ენის სწავლებას დიდი ყურადღება ექცევა სკოლაში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სოფელი ეთნიკურად სომეხი მოსახლეობითაა  დასახლებული, მოსწავლეები მაინც მონდომებით ცდილობენ შეისწავლონ სახელმწიფო ენა, წინა წლებთან შედარებით მოსახლეობა მიხვდა, რომ ეს აუცილებელი და გარდაუვალია და სიხარულითა და დიდი მონდომებით სწავლობენ. უმეტესობა საქართველოს უნივესიტეტებში აგრძელებს სწავლას, მათი ადაპტაციისთვის ეს აუცილებელია“,- ამბობს დირექტორი. 

დირექტორის სურვილია მომავალმა თაობამ იცოდეს, როგორც საკუთარი უფლებები, ისე მოვალეობები და იყვნენ სამოქალაქო საზოგადოების ღირსეული წევრები. 

„მინდა ჩვენი მომავალი თაობა აქტიური და მიზანდასახული იყოს, კარგად ისწავლონ მათი უფლება- მოვალეობები და სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრები გახდნენ“,- დასძენს მალხას მალხასიანი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

იცოდით რომ  ჯავშანჟილეტი ქალმა გამოიგონა? - ბევრი ნივთი, რომელსაც ყოველდღე იყენებ, სწორედ ქალების გამოგონილია

ორი სასწავლო გეგმა იმოქმედებს - რომელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეხება ცვლილება

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო 10 სკოლის შესახებ იმსჯელებს - დეტალური ინფორმაცია

აბიტურიენტების ცნობარი აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდება - ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ახალი დეტალები ცნობილია

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები
საღამოს დაწყებამდე სკოლის დირექტორმა, ბაქარ ერაგიამ, მედლებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვა 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებული ოქროს მედალოსნები

მოსწავლეებმა მოუსმინეს მუსიკის ფრაგმენტებს და შეუსაბამეს წელიწადის დროების ამსახველ ბუნების სურათებს

ისტორიის მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს ოკუპაციასა და მის სავალალო შედეგებზე

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება