სიახლეები
სკოლები

„ადამიანობა უმთავრესია, ამას ჩემს მოსწავლეებს ყოველდღიურად ვახსენებ“ - ქვემო კაპანახჩის საჯარო სკოლის დირექტორი ნასიბ ნასიბოვი
24-09-2025
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო კაპანახჩის საჯარო სკოლაში ყოველი სასწავლო დღე საქართველოს ჰიმნით იწყება. მიზანი კი დირექტორის - ნასიბ ნასიბოვის თქმით, მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებმა კარგად იცოდნენ საკუთარი ქვეყნის სიმბოლოები და პატივს სცემდნენ მათ. 

სათხუთმეტსექტემბრო ღონისძიებაც, ტრადიციულად, სახელმწიფო ჰიმნის ფონზე გაიხსნა. ამ დღეს სკოლაში იქმნება განსაკუთრებული ატმოსფერო, რომელიც ყველას აერთიანებს. წელსაც მოსწავლე-მასწავლებლები სიხარულით დაუბრუნდნენ სასკოლო სივრცეს. 

მცირეკონტიგენტიანი, საბაზო სკოლის კარი წელს სამმა პირველკლასელმა შეაღო.

„სკოლაში ირიცხება 47 მოსწავლე, მათ შორის 3 პირველკლასელია.  ყოველი ახალი სასწავლო წლის დაწყებას სიხარულით, მომზადებულნი ვხვდებით. წელსაც ასე იყო, საზეიმო მიღება საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, მე და თითოეულმა პედაგოგმა სიტყვით მივმართეთ დამსწრე საზოგადოებას. ღონისძიებას ესწრებოდნენ მშობლები. ამაღლებული განწყობა სუფევდა. პატარებს კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადავეცით. დამრიგებლები ბავშვებს საგანგებოდ მათთვის მორთულ საკლასო ოთახებში შეუძღვნენ. სკოლაში ტრადიცია მაქვს, ყოველი სასწავლო დღის დაწყების წინ აუცილებლად ჟღერდება სახელმწიფო ჰიმნი და მიმაჩნია, რომ ყველა მოსწავლე უნდა იცნობდეს სახელმწიფო ჰიმნს, გერბსა და დროშას, რომ მოწიწებით და პატივისცემით მოექცნენ სახელმწიფო სიმბოლოებს“,- აღნიშნავს etaloni.ge-სთან საუბრისას ქვემო კაპანახჩის საჯარო სკოლის დირექტორი ნასიბ ნასიბოვი. 

სკოლაში ყველა პედაგოგი სერტიფიცირებულია. ეს მასწავლებლები არა მხოლოდ პროფესიონალიზმით, არამედ დიდი ენთუზიაზმითა და ენერგიით გამოირჩევიან, რასაც მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები ადასტურებს.

„სკოლაში 16 სერტიფიცირებული მასწავლებელი გვყავს, მათ შორის 4 ბილინგვური სწავლების სპეციალისტია. ყველა თავისი საქმის პროფესიონალია. ძალ-ღონეს არ იშურებენ მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ასამაღლებლად. გვყავს ქართული ენის ორი პედაგოგი, რომლებიც რუსთავიდან დადიან. ერთი მათგანი მენტორია, საოცრად განათლებული და სიახლეების მოყვარული პედაგოგები არიან. მათ გაკვეთილებზე ბავშვებს ყოველთვის მიუხარიათ და კარგადაც სწავლობენ. ​სრულფასოვნად ფლობენ ქართულ ენას, რაც მახარებს. როცა სკოლაში მოსწავლეს ვიღებ, აუცილებლად ვაწვდი წიგნს და ვათარგმნინებ აზერბაიჯანულიდან ქართულად, რადგან მიმაჩნია, რომ სახელმწიფო ენა ყველა მოსწავლემ უნდა იცოდეს. მათი წინსვლისა და ინტეგრაციისთვის ეს აუცილებელია. ასეთი მიდგომით კი მშობლებიც კმაყოფილები არიან და მოსწავლეებიც“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი. 

მცირეკონტიგენტიან სკოლაში მოსწავლეებისთვის შექმნილია მრავალფეროვანი გარემო, სწავლება კი პერსონალიზირებული და მოქნილია, მორგებულია მოსწავლეთა ინტერესებს. 

„სკოლაში ინდივიდუალური სწავლება მიმდინარეობს, რაც მოსწავლეთა განათლების ხარისხზე აისახება. წარსული წლებისგან განსხვავებით, როდესაც მოსწავლეები საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ სწავლას წყვეტდნენ და ხელობას ეუფლებოდნენ, უმაღლეს სასწავლებეში სწავლის გაგრძელების მსურველთა რაოდენობამ იმატა, ბოლო წლებში მოსწავლეები უფრო მონდომებულები არიან, ჩვენი სკოლიდან გარდაბნის სკოლაში გადასული ახალგაზრდები აქტიურად აბარებენ უნივერსიტეტებში. ბევრი მოსწავლე, საშუალო განათლების პარალელურად პროფესიულ გზას ირჩევს და რუსთავის საზოგადოებრივ კოლეჯში სწავლობს, ვფიქრობ, ქვეყანას სჭირდება კარგი სპეციალისტები“,- ამბობს ნასიბ ნასიბოვი.

სკოლის ისტორია 1984 წლიდან იწყება. სწორედ აქ დაიწყო ნასიბ ნასიბოვმა თავისი პროფესიული გზა, ასწავლიდა ისტორიას, გეოგრაფიასა და ბუნებისმეტყველებას, ბოლო ორი წელია კი უკვე თავად ხელმძღვანელობს სკოლას.

მისთვის სკოლა მხოლოდ სამუშაო ადგილი არ არის, სკოლა ნასიბ ნასიბოვისთვის ოჯახივით ძვირფასია. ხშირად იხსენებს მამის სიტყვებს: „ხელფასს ნუ მიაქცევ ყურადღებას, ისწავლე, განვითარდი და შრომა აუცილებლად დაფასდება“.

„1984 წელს გაიხსნა ჩვენი სკოლა და მას მერე ამ სკოლაში ვასწავლიდი ისტორიას, გეოგრაფიას და ბუნებისმეტყველებას, 2 წელია, რაც დირექტორად დავინიშნე. ეს სკოლა ჩემთვის ძვირფასი და ახლობელია. მამჩემის ოცნება დავუფლებოდი მასწავლებლის პროფესიას ავასრულე, სულ მეუბნებოდა არ მიაქციო ხელფას ყირადღება ისწავლე, გიზარდე და აუცილებლად დაგიფასდება შრომაო. ჩემს პედაგოგებსაც ამას ვეუბნები, მესმის რომ ხელფასი აუცილებელია, მაგრამ განვითარდე და ჩამოყალიბდე პროფესიონალად ეს უმთავრესია. სკოლაში მეგობრული და ოჯახური გარემო გვაქვს, არ მინდა ჩემი სიკვდილის შემდეგ თქვან, რომ ნასიბ ნასიბოვს არაფერი გაუკეთებია და თავისი ცოდნა და გამოცდილება არ გადაუცია მომავალი თაობისთვისო, ვინმეს ცუდად ექცეოდა და პატივს არ სცემდაო, ადამიანობა უმთავრესი პროფესიაა, რასაც ჩემს მოსწავლეებს ყოველდღიურად ვახსენებ. ჩემი პირადი სახსრებით ვცდილობ სკოლაში რამე გავაკეთო, დავრგო ხეები, რათა ეზო გალამაზდეს, არასდროს არავის ვთხოვ დახმარებას. არ მიმაჩნია სწორად, რომ მოსწავლეს ან მასწავლებელს რაიმე სთხოვო, მით უმეტეს ფინანსურ საკითხში. მინდა, რაიმე გავაკეთო, ქვეყნისთვის, სკოლისთვის, სოფლისთვის“,- თუმცა, დირექტორის თქმით, გამოწვევებიც არსებობს: შენობა საჭიროებს რემონტს და განსაკუთრებით მწვავეა სპორტული მოედნის საკითხი, რომელიც ახალგაზრდების ფიზიკური აღზრდისთვის აუცილებელია.

„ჩვენი სკოლის შენობა არ არის ცუდ მდგომარეობაში, მაგრამ რემონტს მაინც საჭიროებს, აუცილებლად გასაკეთებელია სპორტული მოედანი, განათლების სამინისტრო უკვე დაგვპირდა, რომ ეტაპობრივად გაგვიკეთებს ყველაფერს და მეც დიდი იმედი მაქვს მალე ლამაზი შენობა და სპორტული მოედანი გვექნება, რაც აუცილებელია ახალგაზრდების ფიზიკური აღზრდისთვის“,- დასძენს დირექტორი. 

დირექტორის სიტყვებში იგრძნობა არა მხოლოდ დიდი პასუხისმგებლობა მომავალი თაობის აღზრდის საქმეში, არამედ მოსწავლეთა გულწრფელი სიყვარული და მათ ნათელ მომავალზე ზრუნვა.

„მინდა ყველა ეთნიკურად არაქართველ მოსწავლეს ვთხოვო და ვურჩიო კარგად და ძირფესვიანად შეისწავლონ ქართული ენა, რადგან სადაც არ უნდა წახვიდე - არცერთ ქვეყანაში არავინ დაგელაპარაკება შენს ენაზე, ამიტომაა საჭირო ფლობდე სახელმწიფო ენას. მაგრამ ახალგაზრდებო მთავარი ადამიანობაა, სიკეთის კეთება რათა ღირსეულად იცხოვროთ და გამოადგეთ ქვეყანას, მშობლებსა და საკუთარ თავს“,- ამბობს სკოლის ხელმძღვანელი. 

 

კომენტარები


ეტალონი

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

სიახლეები

რესურსცენტრები, მასწავლებლის  სახლი, პედაგოგები... - ცნობილია, რაზე ისაუბრებს მინისტრი ზოგადი განათლების ხედვის პრეზენტაციაზე

მასწავლებლები დოკუმენტაციის შეფასებით და გასაუბრებით შეირჩევიან - რეგისტრაციის ვადები და დეტალები

აღმზრდელ-პედაგოგი თანამშრომლობს იმ უწყებების წარმომადგენლებთან, რომლებიც აწარმოებენ სხვადასხვა ტიპის მონიტორინგს დაწესებულებაში

წარჩინებული სტუდენტები ერთჯერადად 500 ლარს მიიღებენ - დოკუმენტი

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები
აქტივობა  „პერსონჟის სკამი“ მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

პირველადგილოსნები კონკურსის შემდეგ ეტაპზე იასპარეზებენ

მასწავლებელი ნინო საკანდელიძე სწავლებისას არაერთ საინტერესო მეთოდსა თუ აქტივობას მიმართავს
 
საინტერესო

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ

სიახლეები
საზოგადოება