სიახლეები
სკოლები

„როცა კლასში 4, 6 ან 8 მოსწავლე გიზის, სწავლება ინდივიდუალურად მიმდინარეობს“ - მაჭატიის საჯარო სკოლის დირექტორი ანაიტ პარონიანი
24-09-2025
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჭატიის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი განსაკუთრებული მუხტით იწყება. მცირეკონტიგენტიან სკოლაში ახალი თაობის მიღება ყოველთვის დღესასწაულია. წელს სკოლაში 82 მოსწავლე ირიცხება, მათგან 11 პირველკლასელია. 

ტრადიციულად, ღონისძიება საქართველოს ჰიმნით გაიხსნა და მოსწავლეთა საზეიმო მიღება-მისალმებით გაგრძელდა.

„ყოველწლიურად მომზადებული და მობილიზებული ვხვდებით ახალი სასწავლო წლის დაწყებას, ღონისძიება საქართველოს ჰიმნით იწყება, პირველკლასელებს ვულოცავ ცოდნის ტაძარში შემობიჯებას. საზეიმო ღონისძიებაზე ვიწვევთ კურსდამთავრებულებსაც. ახალგაზრდებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას ვულოცავ, ერთად აღვნიშნავთ მათ წარმატებას. მადლობას ვუხდი პედაგოგებს გაწეული შრომისა და დამსახურებისთვის, შემდეგ პატარებს გადავცემ კომპიუტერებს. დამრიგებლები  მოსწავლეებს საკლასო ოთახებისკენ დიდი სიყვარულით მიუძღვებიან. პირველი დღე ცოდნის დღე და დიდი ზეიმია, პატარები ლექსებს წარმოთქვამენ, საჩუქრებით ხელდამშვენებულები დიდი სიხარულით იწყებენ სასკოლო ცხოვრებას“,- ამბობს etaloni.ge-სთან საუბრისას სკოლის დირექტორი ანაიტ პარონიანი.

სკოლაში მოსწავლეთა ხარისხიან განათლებაზე ზრუნავს 17 კვალიფიცირებული, სერტიფიცირებული მასწავლებელი, რომლებიც მომავალ თაობას ცოდნას დიდი ენთუზიაზმით გადასცემენ. 

„სკოლაში 17 კვალიფიციური მასწავლებელი მუშაობს, თავიანთი საქმის ზედმიწევნით მცოდნე და რაც მთავარია, ენთუზიამით სავსე, ყველა სერტიფიცირებული და მაღალი დონის სპეციალისტია. რაც აისახება კიდევაც მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე, სკოლა მცირეკონტიგენტიანია. როცა კლასში 4, 6 და 8 მოსწავლე გვიზის, სწავლება ინდივიდუალურად მიმდინარეობს. თითოეული მათგანი ყოველდღიურად გამოიკითხება, მასწავლებელს აქვს იმის დრო და რესურსი, რომ მოსწავლეებს იმდენჯერ აუხსნას მასალა, სანამ ძირფესვიანად არ გაიაზრებენ და გაანალიზებენ

წელს სკოლა 9 მოსწავლემ დაამთავრა, მათგან ორი ვერცხლისმედალოსანი იყო. სამმა საქართველოში უმაღლეს სასწავლებელში ჩააბარა, მათ შორის ორმა უფასოზე, რაც ძალინ მახარებს. მეამაყება, რომ ყოველწლიურდ გვყავს ოქროს და ვერცხლისმედალოსნები.

წელს, ახალქალაქობის ზეიმზე, რომელსაც ესწრებოდნენ გუბერნატორი, ქალაქის მერი, რესურსცენტრის უფროსი და განათლების მინისტრის მოადგილე საზეიმო ვითარებაში გადაეცათ ჩვენს მოსწავლეებს სერტიფიკატები და მედლები, ყველამ გაიცნო და დააფასა ბავშვების მონდომება და მასწავლებელთა ღვაწლი“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი. 

ანაიტ პარონიანისთვის მაჭატიის საჯარო სკოლა მშობლიურია. თავადაც ამავე კედლებში აღზრდილი, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მშობლიურ მხარეს დაუბრუნდა და უკვე 35 წელია, რაც განათლებას ემსახურება.

„35 წელია, რაც მოსწავლეთა აღზრდა-განათლებას ვემსახურები, ეს სკოლა დავამთავრე და უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, კვლავ  მშობლიურ სკოლას დავუბრუნდი. 30 წელი პედაგოგად ვიმუშავე, ბოლო 5 წელია კი დირექტორი ვარ. ამ სოფელში გავთხოვდი, ჩემმა შვილებმაც ეს სკოლა დაამთავრეს, თბილისის ჯავახიშვილის უნივერსიტეტი დაამთავრეს და დაუბრინდნენ მშობლიურ კუთხეს“,- გვიყვება დირექტორი. 

სკოლაში ქართული ენის ხარისხიან სწავლება ერთ-ერთი პრიორიტეტულია - სახელმწიფო ენის ცოდნა საზოგადოებაში მოსწავლეთა სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნევა. ქართული ენის სამი პედაგოგიდან ერთ-ერთი გორიდან დადის. პედაგოგები სიახლეებით და თანამედროვე მიდგომებით ამდიდრებენ სასწავლო პროცესს. ასეთი მიდგომებით კი მოსწავლეები ენას ხალისითა და დიდი სიხარულით სწავლობენ. 

„ჩვენთან ქართული ენის სწავლებას დიდი ყურადღება ექცევა, გვყავს ქართულის სამი პედაგოგი, ერთ-ერთი მათგანი გორიდან დადის. საოცრად განათლებული ადამიანია და ყველა სიახლე შემოაქვს სკოლაში, ბავშვებიც სიხარულით სწავლობენ სახელმწიფო ენას და ეს ძალიან მახარებს, მიმაჩნია, რომ ყველა უნდა ფლობდეს ქართულ ენას, რაც მათი საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის აუცილებელია“,- ამბობს დირექტორი. 

მისთვის, მაჭატიის საჯარო სკოლა ერთგვარი ოჯახია, სადაც თითოეული მოსწავლე და მასწავლებელი დაფასებული და პატივსაცემია. „სკოლა ჩემი ოჯახია“ ,- ამბობს დირექტორი და ხაზს უსვამს, რომ სკოლის წარმატებისთვის აუცილებელია ურთიერთპატივისცემა, კეთილგანწყობა, სასწავლო პროცესში მშობელთა აქტიური ჩართულობა და მასწავლებელთა ინოვაციური მიდგომები. თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, მისი აზრით, ბავშვს ყოველთვის უნდა შესთავაზო სიახლე, რათა სწავლა მისთვის საინტერესო და მიმზიდველი გახდეს.

„ეს სკოლა იმდენად ძვირფასია ჩემთვის ოჯახად ვთვლი, კარგი და მეგობრული დამოკიდებულება აუცილებელია როგორც მოსწავლე-მასწავლებლებთან, ასევე მშობლებთან, რადგან მშობლების ჩართულობა აუცილებელია სასკოლო ცხოვრებაში. პედაგოგებიდან მუდმივად ვითხოვ აქტივობებს და სიახლეებს, რადგან ტექნოლოგიების საუკუნეში თუ ბავშვს სიახლეს არ შესთავაზებ მათთვის უინტერესო გახდება სწავლა, ეს მიღწეულია და მეამაყება, რომ ასეთი დამოკიდებულება მოსწავლეთა ინტერესსა და სწავლისადმი წყურვილს აღვიძებს. სკოლაში სრული ერთსულოვნება და კეთილგანწყობაა, რაც ხელმძღვანელის დამსახურებაცაა და ეს მახარებს“,- დასძენს ანაიტ პარონიანი.​

დირექტორის ყველაზე დიდი სურვილია, რომ ახალგაზრდებმა იცხოვრონ ღირსეულად ეს კი ცოდნით მიიღწევა. 

„მინდა ახალგაზრდებს ვუსურვო კარგად დაეუფლონ ახალ ტექნოლოგიებს, ისწავლონ ენები, განვითარდნენ და იცხოვრონ ღირსეულად!“,- ამბობს დირექტორი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ოფიციალური წერილები გაიგზავნა

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

სიახლეები

რესურსცენტრები, მასწავლებლის  სახლი, პედაგოგები... - ცნობილია, რაზე ისაუბრებს მინისტრი ზოგადი განათლების ხედვის პრეზენტაციაზე

მასწავლებლები დოკუმენტაციის შეფასებით და გასაუბრებით შეირჩევიან - რეგისტრაციის ვადები და დეტალები

აღმზრდელ-პედაგოგი თანამშრომლობს იმ უწყებების წარმომადგენლებთან, რომლებიც აწარმოებენ სხვადასხვა ტიპის მონიტორინგს დაწესებულებაში

წარჩინებული სტუდენტები ერთჯერადად 500 ლარს მიიღებენ - დოკუმენტი

პიროვნება

ბავშვი გახსნილია, როცა ხედავს, რომ მის აზრს პატივს სცემენ, მასწავლებელმა უნდა შეძლოს მოსწავლეს უსაფრთხო გარემო შეუქმნას

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

სკოლები
აქტივობა  „პერსონჟის სკამი“ მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

პირველადგილოსნები კონკურსის შემდეგ ეტაპზე იასპარეზებენ

მასწავლებელი ნინო საკანდელიძე სწავლებისას არაერთ საინტერესო მეთოდსა თუ აქტივობას მიმართავს
 
საინტერესო

გერმანული ენის მენტორი მასწავლებელმა, ქალბატონმა თამარ შანიძემ გერმანულიდან ქართულად თარგმნა სახელმძღვანელო „ნეიროლინგვისტური პროგრამირება“

არაბთა გაერთიანებული საამიროები აქტიურად ნერგავს ხელოვნურ ინტელექტს განათლების სფეროში

როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი საქართველოს საჯარო სკოლებში - დირექტორები etaloni.ge-ს კითხვებს პასუხობენ

სიახლეები
საზოგადოება