| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უჯარმის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეთა მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე გამორჩეულად იზრუნეს, მოსწავლეთა დასახვედრად საგანგებოდ მოემზადნენ და ბავშვებს სასწავლო პროცესის დაწყება ზეიმად უქციეს.
დღესასწაულის მთავარი გმირები პირველკლასელები იყვნენ. სასკოლო ცხოვრების დაწყებით გამოწვეული მღელვარება მათ დირექციამ და მასწავლებლებმა სიხარულად უქციეს.
პირველ სასწავლო დღეს პატარებს საყვარელი ზღაპრის გმირებმა უმასპინძლეს. ანიმატორებმა ბავშვები არაერთ სახალისო აქტივობაში ჩართეს. მხიარულების შემდეგ, პატარებს მზრუნველი და მოსიყვარულე მასწავლებლები ცოდნის ტაძარში დიდი სიხარულით შეუძღვნენ. ისინი ბავშვებს დაუვიწყარ საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდებიან.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა