| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის სკოლა „ცოდნაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
მოსწავლეები სკოლაში დაბრუნდნენ სიხარულითა და დადებითი ემოციებით სავსენი, განსაკუთრებული ღელვითა და აღფრთოვანებით გამოირჩეოდნენ ყველაზე პატარა ცოდნელები - პირველკლასელები, რომლებმაც განათლების გზაზე პირველი ნაბიჯები გადადგეს.
ამავე დღეს სკოლას მნიშვნელოვანი თარიღიც ჰქონდა - „ცოდნა“ 30 წლის გახდა!
იუბილე აღინიშნა საზეიმო და მხიარულ გარემოში.
ანიმატორების მონაწილეობით გაიმართა გასართობი პროგრამა, რომელიც განსაკუთრებულად დაუვიწყარი აღმოჩნდა პატარა თუ დიდი მოსწავლეებისთვის.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა სკოლის დირექტორი - ნაზი ნადირაძე, რომელმაც მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა, წარმატებები უსურვა და განსაკუთრებული თბილი სიტყვები მიუძღვნა სკოლა „ცოდნას“ პირველკლასელთა 30-ე თაობას.
ეს დღე სავსე იყო თამაშებითა და მეგობრული განწყობით - სწორედ ისეთით, როგორიც სკოლა „ცოდნას“ შეეფერება.
სკოლაში სასწავლო პროცესის განახლებას სასკოლო საზოგადოებას კიდევ ერთხელ ულოცავენ და ნაყოფიერ აკადემიურ წელს უსურვებენ.
„გისურვებთ ყველას წარმატებულ, ნაყოფიერ და შთამაგონებელ ახალ სასწავლო წელს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა