| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N190 საჯარო სკოლის პედაგოგი ქეთევან ნემსაძე ახალი თაობების აღზრდა-განათლებას მრავალი წელია ღირსეულად ემსახურება.
მისი ღვაწლი და დამსახურება საზეიმოდ აღინიშნა. პედაგოგი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ დააჯილდოვა.
სკოლაში პედაგოგს დამსახურებული ჯილდოს მიღებას დიდი სიხარულით ულოცავენ.
„ქეთევან ნემსაძე 46 წლის პედაგოგიური გამოცდილებით, ღირსეული, ამაგდარი მასწავლებელი, განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდა. თბილისის N190 საჯარო სკოლა ულოცავს ქალბატონ ქეთევანს ამ დიდ აღიარებას, დაფასებას და უსურვებს კვლავაც მრავალი თაობის აღზრდაში შეეტანოს წვლილი!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა, ნაძალადევის რაიონის გამგებელთან, ირაკლი ანდღულაძესთან ერთად, ნაძალადევის რაიონის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა.
ღონისძიების ფარგლებში პედაგოგებს მადლობის სიგელებთან ერთად სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. მათ შორის იყვნენ მასწავლებლები, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში წარმატებით ასრულებენ საკუთარ მისიას და არაერთი წარმატებული კურსდამთავრებული ჰყავთ აღზრდილი.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, აქტივობები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება, ხოლო დასკვნითი ღონისძიება 27 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარდება.
პედაგოგთა დაჯილდოება ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. აღნიშნული ინიციატივა პედაგოგთა წახალისებას, მათი შრომის აღიარებასა და ღვაწლის დაფასებას ემსახურება.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა